ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-03-29, 11:42 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » "წამო რეზერვში, მაგარია!” მაგარია?!
"წამო რეზერვში, მაგარია!” მაგარია?!
2:29 PM

31 მარტიდან 1500 სტუდენტის დისლოკაციის ადგილი მუხროვანის, სენაკისა და თელავის ბაზა გახდა. ისინი 18 დღიან სარეზერვო სამსახურს გაივლიან. კანონი რეზერვისტთა 18 დღიანი გაწვევის შესახებ, 2006 წლის დეკემბერში მიიღეს. სარეზერვო სამსახურის გავლა სავალდებულო და თან საინტერესოც გახდა. ის საომარ და ექსტრემალურ პირობებში შეიარეღებული ძალების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. მოხალისედ 2-ჯერ წასვლის შემდეგ კი მთლიანად თავისუფლდებიან 18 თვიანი სარეზერვო სამსახურისგან. საიტერესო და აღსანიშნავი მომენტია 18 თვის მაგივრად 18+18 დღე.
ისეთ პირობებში, რომელიც ქართულ ჯარშია, ნაკლებად შესაძლებელია 18 თვის ნაცვლად 36 დღეში მომზადება. მართალია ბევრს ვიძახით (იძახიან), რომ ქართულ ჯარში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, არის იქ ყოფნის უკეთესი პირობები, ევროპულ დონეზე მომზადებული საცხოვრებელი ადგილები და კვების ობიექტები, ბოლო დროს მაინც აქტუალური ხდება ჯარში მსახურ პირთა შორის დაპირისპირების ფაქტები. ბუნდოვანი და ჯერ კიდევ ბურუსით მოცულია ის სკანდალური შემთხვევები, რომელიც ევროპულად კომფორტულ ჯარში ხდება.
რეზერვისტების წვრთნისა და სამობილიზაციო პროგრამის მიზანია: ტოტალური თავდაცვის რეზერვის სისტემის განვითარება; ეფექტური სამობილიზაციო სისტემის განვითარება; წვრთნის მართვის სისტემის ჩამოყალიბება. სტუდენტები ამ ხნის მანძილზე, აგრეთვე შეისწავლიან პირველადი დახმარების აღმოჩენას და საველე პირობებში თვითგადარჩენის ხერხებს.Lლოგიკურია ყველაფერ ამის სრულფასოვნად შესწავლა 18+18 დღეში ვერ მოხერხდება, მაშინ რად გვინდა ფორმალურად ჯარგავლილი ახალგაზრდები? ამასთან, ეს 18 დღიანი გაწვევა, აფერხებს სწავლის პროცესს სტუდენტებისთვის. მათი აზრით, ქართულ ჯარში არ არის საკმარისი პირობები იმისთვის, რომ სწავლის მიტოვება ღირდეს, თუნდაც 18 დღის ფორმალობის გამო. არც საკმარისი ანაზღაურება და პერსპექტივაა, რომ ჯარში სამსახური გააგრძელონ. მომავალი რეზერვისტები ფიქრობენ, რომ უბრალოდ მათ გარემოებები აიძულებენ მოიქცნენ თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ. თუმცა ეს მხოლოდ სტუდენტთა გარკვეული ნაწილის აზრია. ასეთია ჩემი, როგორც ერთი რიგითი საქართველოს მოქალაქისა და ერთი სტუდენტის პოზიციაც. რა თქმა უნდა, სხვა მოსზრებასაც აქვს არსებობის უფლება.
ერთი რამ უპირობოთ აღსანიშნავია, რომ ყველა ქართველი მოვალეობაა, სამშობლოს წინაშე მოიხადოს მხედრული ვალი. ამაზე არ ვდავობთ. აქ საზოგადოება ერთსულოვანია. არც ის სასიკეთო ცვლილებები გვრჩება თვალსაწიერიდან, რაც ქართულ ჯარში `ვარდების რევოლუციის” შემდეგ განხორციელდა. დღეს, რომ ქართველი ჯარისკაცი ჩაცმულია, აღარ უჩივის საომარ ტექნიკას თუ დაპურებას, რაც საქართველოში დამოუკიდებლობის შემდეგ მუდამ პრობლემა იყო, მისასალმებელი და დადებითი ტენდენციაა. მისასალმებელია იმდენად, რამდენადაც სახელმწიფომ ნატო-ს სტანდარტებისაკენ აიღო კურსი, მაგრამ შენიშვნები შეიძლება არსებობდეს ბევრ სხვა საკითხზე, ამ შემთხვევაში იმ კანონის ირგვლივ, რომლის ძალითაც მოხდა და 25 აპრილიდან განმეორებით ისევ გაიწვევენ სტუდენტებს სარეზერვო სამსახურში. ხომ არ სჯობდა, კანონმდებელი უფრო თანმიმდევრული ყოფილიყო გაწვევის პერიდთან მიმართულებით? ისედაც მოუწესრიგებელ სასწავლო პროცესში სტუდენტების ასე ერთი ხელის დაკვრით გაწვევა, აუცილებლად აისახება მათ განათლებასა და უთუოდ გამოიწვევს სასწავლო პროცესის თანმიმდევრული ჯაჭვიდან ამოვარდნას?ახლა ვიღაც აღმოჩნდება და მკითხავს: `ბირჟავიკობას” რეზერვისტად ყოფნა არ სჯობსო?” – შეიძლება ასეთი მიდგომებით ვიხელმძღვანელოთ? არა მგონია, ეს კარგი მაგალითი აღმოჩნდეს და პოზიცია არგუმენტირებულად მოგვეჩვენოს.
წამო რეზერვში, მაგარია! მაგარია?
ნანახია: 978 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz