ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2024-04-27, 7:52 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ დასახელდა. უნივერსიტეტმა საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლა
23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ დასახელდა. უნივერსიტეტმა საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლა
2:30 PM

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ, გუშინ, 23 აპრილს, უნივერსიტეტის I კორპუსის ბაღში, საქართველოში `წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღის” აღსანისნავად, წიგნების გაყიდვა მოეწყო. ღონისძიების ორგანიზატორებმა აქციაზე მოსულ სტუმრებს `წიგნის დღის მანიფესტი” დაურიგეს:
`საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღიარებენ წიგნის უცვლელ როლსა და ადგილს ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში, მის მნიშვნელობას საზოგადიების განვითარებისათვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო საპარეზზე; გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერას იუნესკოს მიერ 1995 წელს დაწესებული `წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღისადმი” და ნიშნად ამისა თანხმდებიან, წიგნის, კითხვისა და ინტელექტუალური საკუთრების პოპულარიზაციის მიზნით, ერთობლივად აღნიშნონ ეს დღე უნივერსიტეტის ეზოში ჩატარებული აქციებით – წიგნების შეღავათიან ფასად გაყიდვით, უნიკალური საბიბლიოთეკო ექსონანტების გამოფენით, ახალი გამოცემების პრეზენტაციით, საჯარო კითხვითა და სხვა საპრომაციო ღონისძიებბებით.” – აღნიშნეს მხარეებმა მანიფესტში.
აქციაზე მართლაც უამრავმა წიგნის გულშემატკივარმა მოიყარა თავი. უნივერსიტეტის ეზოში მიმდინარე ღონისძიებას ესწრებოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაცა და საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები. ორგანიზატორების ინიციატივით, 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ დასახელდა. “აჩუქეთ ერთმანეთს წიგნი” – ეს მოწოდება ლაიტმოტივად გასდევდა გუშინდელ საღამოს.
ნანახია: 1023 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz