ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-04-26, 7:11 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » ჯგუფები – რატომ ვქმნით და ვერთიანდებით ინდივიდები?!
ჯგუფები – რატომ ვქმნით და ვერთიანდებით ინდივიდები?!
2:31 PM

ჯგუფი, როგორც ინდივიდთა ერთობლიობა, ადამიანის ცხოვრების ბუნებრივ ფორმას წარმოადგენს. ნებისმიერი ინდივიდი რამდენიმე ფორმალური და არაფორმალური ჯგუფის წევრი შეიძლება იყოს.
ბოლო პერიოდში, საკმაოდ გახშირდა სხვადასხვა ხასიათის ჯუგუფების ჩამოყალიბება. ადამიანები მათში გაერთიანებული არიან სოციალურ, პოლიტიკურ, რელიგიურ და სხვა შეხედულებათა საფუძველზე. იქმნება არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, რელიგიური სექტები....
საინტერესოა, რატომ ერთიანდებიან ადამიანები კონკრეტულ ჯგუფებში?! ამასთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი მოსაზრება არსებობს. ყველაზე მარტივი ახსნა მდგომარეობს შემდეგში: პირველი, ჯგუფი გვეხმარება დავიკმაყოფილოთ მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებები. მეორე, გვეხმარება მიზნების მიღწევაში. მესამე, ჯგუფის წევრებისგან ვიღებთ ცოდნას, რომლის მოპოვებასაც სხვანაირად ვერ შევძლებდით ან დამოუკიდებლად მისი მიღება გაგვიჭირდებოდა. მეოთხე, ჯგუფი გვეხმარება უშიშროების მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში. მეხუთე, ჯგუფის წევრობა ხელს უწყობს პოზიტიური სოციალური იდენტურობის ჩამოყალიბებას.
ზემოაღნიშნული ფაქტორები არა მარტო ჯგუფში ინდივიდის ყოფნის განმსაზღვრელია, არამედ ხელს უწყობს ადამიანის სოციალიზაციას.
ადამიანთა ერთობლიობა, რომ ჩაითვალოს ჯგუფად, ის უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს. კერძოდ, ადამიანები ჩართული უნდა იყვნენ რაიმე სახის სოციალურ ურთიერთობებში; მათი კავშირი უნდა იყოს მყარი, უნდა გაუძლოს დროს; საჭიროა ჰქონდეთ საერთო მიზანი; ადამიანები უნდა აღიქვამდნენ საკუთარ თავს, როგორც მიკუთვნებულს ჯგუფისადმი. ყოველივე ეს, ერთად და ცალ-ცალკე უზრუნველყოფს მტკიცე კავშირს და ურთიერთობის ხანგრძლივობას.
ცნობილი ფაქტია, რომ ახალ გარემოში თავის დამკვიდრება ნებისმიერი ადამიანისთვის გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მოვიტან ერთ ცნობილ გამონათქვამს: `სადაც მიხვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო". ეს გულისხმობს, რომ საჭიროა დავემორჩილოთ იმ ნორმებს, რაც ჩვენთვის უცნობ გარემოშია მიღებული.
ნებისმიერ ჯგუფს გააჩნია თავისი ე.წ განაწესი, ნორმა. ეს ნორმები წარმოადგენს ერთგვარ თამაშის წესებს, რომელსაც ნებისმიერი ჯგუფის წევრი უნდა დაემორჩილოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი თავისდაუნებურად ან ჯგუფის სხვა წევრთა მეშვეობით, გაირიყება ჯგუფიდან.
ჯგუფიდან გასვლა მისმა წევრებმა, შესაძლოა განახორციელონ თვითნებურად. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს გადაჭარბებული ამბიცია ან აზრთა სხვადასხვაობა წევრთა შორის. ამის დასადასტურებლად, საკმარისია დავაკვირდეთ პოლიტიკურ პარტიებს და მათ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
ჯგუფი, როგორც სოციალური ხასიათის ერთეული, საზოგადოებასთან მიმართებაში განიხილება. ერთი მეორის გარეშე - წარმოუდგენელია. თითოეული მათგანი კი ერთმანეთის არსებობას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

ნანახია: 1373 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz