ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-04-25, 5:02 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მეცხრე საავადმყოფოს ისტორიულ როლი არ ადარდებს?!
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მეცხრე საავადმყოფოს ისტორიულ როლი არ ადარდებს?!
2:31 PM

ბოლო პერიოდში, სულ უფრო გახშირდა ცალკეული ტერიტორიებისა და დაწესებულებების პრივატიზაცია. ყიდიან ყველაფერს და ყველგან, ყველანაირად და ყველაზე. გაიყიდა ტყეები, საწარმოო ობიექტების ნარჩენები... ახლა ჯერი სამედიცინო დაწესებულებებზეც მიდგა, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
განსაკუთრებული ხმაური მოჰყვა ე.წ. მეცხრე საავადმყოფოს შესაძლო პრივატიზაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. საქმე ის გახლავთ, რომ აღნიშნულ ობიექტს დიდი ისტორიულ-კულტურული ღირებულება აქვს.
მეოცე საუკუნის დასაწყისში, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, საფუძველი ჩაეყარა საეკლესიო-სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას, გრანდიოზულ ნაგებობას, რომელიც მოიცავდა წმ. ანდრეა პირველწოდებულის სახელობის ეკლესიას, სასულიერო სემინარიას და ლაზარეთს, მას მრავალმხრივი დანიშნულება ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ საეკლესიო-სამონასტრო კომპლექსში განთავსებულ ლაზარეთს ხელმძღვანელობდა მისი იმპერატორ ნიკოლოზ II-ის დედა, მარია ფიოდოროვნა (რომანოვი). ლაზარეთში მოწყალების დებად მონაზვნები მუშაობდნენ.
ყველაფერი იდეალურად იყო მანამ, სანამ მავანთა და მავანთა ბრძანებით, ეკლესიაში წირვა-ლოცვა შეწყდა, გაუქმდა სემინარია და სამონასტრო კომპლექსი ჩვეულებრივ საავადმყოფოდ გადაიქცა. იქ, სადაც წლების განმავლობაში წირვა-ლოცვა აღევლინებოდა, გახსნეს სააქტო დარბაზი. სამონასტრო კომპლექსს ყოველგვარი რელიგიური დანიშნულება ჩამოერთვა.
საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ქვეყნის ბედ-იღბალი ადარდებთ. ცალკეული პირები დაინტერესდნენ `საავადმყოფოს" ისტორიით. შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი ქალბატონ მანანა ადეიშვილის ხელმძღვანელობით და დაიწყო ამ საკითხის კვლევა. სახელმწიფო-საისტორიო არქივიდან მოძიებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საინიციატივო ჯგუფმა წერილობითი მიმართვა გაუგზავნა საპატრიარქოს. მათი მოთხოვნა მდგომარეობს შემდეგში, რომ მოხდეს საეკლესიო-სამონასტრო კომპლექსისთვის თავდაპირველი ფუნქციების აღდგენა და იგი დაუბრუნდეს თავის ისტორიულ სამართალმემკვიდრეს – საქართველოს საპატრიარქოს.
ეს პრობლემა დიდიხნის მოგვარებული იქნებოდა, რომ არა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინააღმდეგობა.

მანანა ადეიშვილი: ეს არის ქართველი ხალხისა და ერის ღირსება. დღეს თუ ეს ტაძარი გაიყიდება, ხვალ გაყიდიან სიონს, ქაშუეთს, სვეტიცხოველს

2007 წლის 18 მარტს, საეკლესიო-სამონასტრო კომპლექსს, ერთი საუკუნე შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ქაშუეთის მოძღვარმა, მამა კონსტანტინემ (კოღუაშვილმა) აღავლინა წირვა-ლოცვა. შემდგომ ამისა, ყოველი კვირის პარასკევ დღეს ტარდება წირვა-ლოცვა, რის საფუძველზეც ტაძარი მოქმედი გახდა.
ჯერ კიდევ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რათა ეკლესიას დაუბრუნდეს პირველადი სახე.
27 აპრილს, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში, საქართველოს პატრიარქმა ტაძარი აკურთხა და წირვა-ლოცვა აღავლინა.
უცნობია, როგორ შეთანხმდებიან ეკლესია და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. ქალბატონ მანანა ადეიშვილის განცხადებით: "ტაძრის მყიდველიც და გამყიდველიც ანათემას გადაეცემა!"
არავინ იცის რა მოხდება მომავალში. ვიმედოვნებ, ჩვენს ხელისუფალთ ეყოფათ გონიერება და აღნიშნულ საკითხს ეკლესიის სასარგებლოდ გადაწყვეტენ.
ნანახია: 1261 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz