ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2024-04-20, 12:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » გურამ შარაძეს ხუთშაბათს დაკრძალავენ – საზოგადოებრივი რექვიემი
გურამ შარაძეს ხუთშაბათს დაკრძალავენ – საზოგადოებრივი რექვიემი
2:33 PM

პროფესორ გურამ შარაძის მკვლელობა საზოგადოების კიდევ ერთი შეშფოთების საფუძველი გახდა. მკვლელობა დედაქალაქის ცენტრში, 20 მაისის საღამოს განხორციელდა. საპატროლო პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე წუთში მკვლელობაში ეჭვმიტანილი 29 წლის გიორგი ბარათელი მრგვალ ბაღთან დააკავა. თვითმხილველების განცხადებით, დაკავებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბარათელი მსუბუქი ჭრილობით წმ. მიქაელის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გიორგი ბარათელისათვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. შსს აცხადებს, რომ არსებობს ვიდეომასალა, სადაც საუბარია შურისძიებით ჩადენილ მკვლელობაზე. უკანასკნელი ინფორმაციით, გიორგი ბარათელს მედიის დაუსწერებლად, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ეჭვმიტანილისათვის ბრალდების წაყენების საერთო ვადა – 72 საათი ჯერ არ ამოწურულა.

გურამ შარაძის მკვლელობის შესახებ საზოგადოებაში ურთიერთგამომრიცხველი მოსზრებები წარმოიშვა. პოლიტიკური ოპოზიცია მიანიშნებს, რომ მკვლელობა შეკვეთით განხორციელდა. დღემდე მიმდინარეობს გამოძიება დანაშაულის მოტივაციის დადგენასთან დაკავშირებით. მოტივაციის დასახელება უჭირთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილს გურამ შარაძის ოჯახთან ნაცნობობა აკავშირებდა, 8 წელია ოჯახს მასთან არანაირი შეხება აღარ ჰქონია. ასეთი განცხადება ეკა ხოფერიას საავტორო გადაცემა `ღია ეთერში” მწერალმა რეზო მიშველაძემ გააკეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის თანახმად, განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა - ანგარებით ან შეკვეთით, თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

პროფესორ გურამ შარაძეს ხუთშაბათს, 24 მაისს, ვერის სასაფლაოზე, საკუთარი შვილის გვერდით დაკრძალავენ. მას საზოგადოება ქაშვეთის ტაძრიდან გამოასვენებს.

ნანახია: 870 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz