ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-04-26, 2:07 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » ჰოლანდიული ავტობუსის სარკმლიდან დანახული ყოველდღიურობა
ჰოლანდიული ავტობუსის სარკმლიდან დანახული ყოველდღიურობა
2:34 PM

სისხამ დილით, თბილი ლოგინის მიტოვების შემდეგ, თუ ჯერ კიდევ არ განგიცდიათ ყვითელ ავტობუსში გაჭყლეტის მცდელობის “სიამოვნება”, ბევრი რამ დაგიკარგავთ. ეს “პროცედურა“ აუცილებლად უნდა გაიაროთ, რათა ცხადად შეიგრძნოთ დღევანდელი ცხოვრების ტკბილ-მწარე გემო.
მას შემდეგ, რაც კეთილმა ჰოლანდილემა ბიძიებმა “სექენდჰენდური” ავტობუსების მთელი არმია იაფად გვისახსოვრეს, თბილისის (და არა მარტო თბილისის!) შიდა მარშუტების ძირითადი ნაწილი ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებებით დაკომპლექტდა. საბრალო “მარშუტკებს” ქალაქის ცენტრში მოძრაობა აეკრძალათ. ალბათ ამის მიზეზი გახდა ის, რომ ჩვენ ხელისუფალთ მობეზრდათ ავტოსაცობებში საათობით დაყუდება. ცენტრში გზა გაინთავისუფლეს და სამარშუტო ტაქსების მძღოლებს ცივი უარი განუცხადეს ძველი მარშუტების აღდგენაზე. ერთი სიტყვით, “ისაო, ესაო, მაგრამ არაო!“
დაღონებული მძღოლები დაემორჩილნენ ამკრძალველებს და გზა `ყვითელ მომავალს” დაუთმეს. საინტერესოა, რას აკეთებდნენ ამ დროს რიგითი მგზავრები?! როგორც ყოველთვის, ცოტა ხანს “იჭიჭყინეს” და მერე თევზივით წყალი ჩაიგუბეს! თავი კი იმით დაიმშვიდეს, რომ ახალი ტრანსპორტი სულ რაღაც 20 თეთრი ღირს! ჰმ, “საძაგელი მარშუტკები”! საბრალო მგზავრებს 50 თეთრს ახდევინებდნენ! აი, ყვითელი ავტობუსის ყვითელხალსტუხიანი მძღოლები კი პატიოსნად იქცევიან! მერე რა, რომ გაჩერებაზე საათობით გიწევს ლოდინი?! მერე რა, რომ ძლივს მოსულ ავტობუსში ცალ ფეხზე დგომაც კი სანატრელია?! მერე რა, რომ ეს “ყვითელი ლამაზმანები” დროდადრო ტექნიკური გაუმართაობის გამო ადგილიდან “ბორბალს არ იცვლიან?!” ზოგჯერ კი, ზედ ქალაქის ცენტრში ჩირაღდნებივით იწვიან?! მერე რა, რომ ცოტა არ იყოს, უხეში მძღოლები ყავთ (მათ გამყოლებზე რომ არაფერი ვთქვათ!) ?! სამაგიეროდ, იაფია მგზავრობა! სულ რაღაც 20 თეთრი!
თუმცა, ეს მოჩვენებითი კმაყოფილება შესაძლოა მასობრივ უკმაყოფილებად გადაიქცეს. ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით! ივნისიდან, გაურკვეველი მიზეზების გამო მეტროს და ავტობუსის ტარიფი ორმაგდება! ანუ ნაცვლად საკრალური 20 თეთრისა მგზავრები 40 თეთრს გადაიხდიან! აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლებელი იქნება შეღავათებით სარგებლობა! თუმცა, რა სახის შეღავათები გავრცელდება და ვისზე, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია! ისიც საკითხავია, მკვეთრათ გაუარესებული სოციალური პირობების ფონზე რამდენად მიზანშეწონილია ამგვარი ცვლილებების შეტანა!
მიზერულად გაზრდილი ხელფასების პროპორციულად ფასი იმატებს საკვებ პროდუქტზე, გაზზე, ელექტრო ენერგიანსა და წყალზე. საქართველოში ცხოვრება ძვირდება! თუმცა, ჩვენ ხომ ყველაზე გამძლე ერი ვართ?! ამასაც გადავიტანთ! მაგრამ, გაძლებაც არის და გაძლებაც! თუ ჩვენმა დემოკრატიულმა ხელისუფლებამ ჭკუას არ მოუხმო და ცოტა ხალხზეც არ იფიქრა, ვარდებით მოვარდნილი “მევარდეები” ვარდებითვე გადავარდებიან!
P.S.  “ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია?!
აწმყო თუ არა გწყალობს , მომავალი შენია!”

ნანახია: 916 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz