ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-04-19, 1:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » ეს თინეიჯერული ასაკის ბრალია?!
ეს თინეიჯერული ასაკის ბრალია?!
2:37 PM
დახეული, ჩაჩაჩული ჯინსები, ჯაჭვებით დამშვენებული ზურგჩანთები, შავი ლაქი ფრჩხილზე, გაშლილი თმა, ზოგჯერ უცნაურად შეღებილი. . . თბილისის ქუჩებში ხშირად შეხვდებით თინეიჯერებს, რომლებიც ასე გამოიყურებიან. მათ ზოგი პანკებს ეძახის, ზოგი როკერებს, ზოგი რას და ზოგი რას . . . ძირითადად სვამენ ლუდს და ცხოვრობენ ისე, როგორც უნდათ. . . უფროსებისგან ისმის შენიშვნები: “ოჯახში არ იზრდებიან?!” ან კიდევ: “პატრონი არ ყავთ?!” პატრონიც ყავთ და მშვენიერ ოჯახებშიც იზრდებიან. უბრალოდ, ცდილობენ იცხოვრონ ისე, როგორც მათ სურთ და აკეთონ ის, რაც უნდათ.
უფრო მეტ რამს მათ შესახებ თავად გვიამბობენ! 15 წლის ნინი და 16 წლის სალი სწორედ ისე გამოიყურებიან, როგორც ზემოთ ავღნიშნე.
ნინი: “არ მაინტერესებს, რაც ფიქრობენ ჩემზე! ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ვიცხოვრო ისე, როგორც მინდა. უკვე შევეჩვიე ქუჩაში ჩემი მისამართით ნათქვამ უსიამოვნო სიტყვებს. მე დიდი გეგმები მაქვს. კარგად ვსწავლობ, სკოლაში და ბიბლიოთეკაში დავდივარ! საღამოს მეგობრებთან ერთად “პივას” ვსვამ და ვერთობი. ვუსმენ მუსიკას. ეს ყველაფერი სიამოვნებას მანიჭებს.”
სალი: `განსხვავებული სტილის გამო ოჯახში უსიამოვნებები მქონდა. Mაგრამ მერე შემეშვნენ. მე მაინც ჩემი გავიტანე. ყველაზე მეტად მეგობრებთან ყოფნა მსიამოვნებს, ჩვენს მიერ მოწყობილ ფართებზე. ინგლისურს ვსწავლობ, საზღვარ გარეთ მინდა წასვლა. იქ კარიერას გავიკეთებ და საქართველოში მერე დავბრუნდები. უკვე აღარ მაწუხებს ქუჩაში ალმაცერად, რომ მიყურებენ. ბევრი ისეთი ადამიანიცაა ჩემთან ურთიერთობა, რომ სიამოვნებთ. მე უამრავი მეგობარი მყავს და ჩემი ცხოვრების სტილით კმაყოფილი ვარ.”
როგორც ვნახეთ, ეს გოგონები საკმაოდ მოტივირებულნი და თავდაჯერებულნი არიან. მთავვარია ბედნიერი იყო და არ აქვს მნიშვნელობა ამას რა გზით მიაღწევ. თანაც, მთავარი ხომ თავისუფლებაა?! ჩვენ ხომ თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხორობთ?! ჰოდა, თავი შევიკავოთ (?!) ზედმეტი შენიშვნებისგან.
P.S.  “ნუ განიკითხავ და არ განიკითხები. . .”
ნანახია: 1111 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 1
1 ninuci  
0
kargi tema iyo applause

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz