ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-04-25, 0:21 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » გაუცნობიერებელ ძალადობას ხშირად სავალალო შედეგები მოყვება
გაუცნობიერებელ ძალადობას ხშირად სავალალო შედეგები მოყვება
2:37 PM
ოჯახური ძალადობა საქართველოს თითქმის ყველა ოჯახში თითქმის ყოველდღიურად ხდება.თუმცა ამას ოჯახის წევრები ვერ აცნობიერებენ. ქართულ საზოგადოებაში თანდათან იკიდებს ფეხს სოც. მუშაკთა ინსტიტუტი, რომელიც ეხმარება ოჯახებს პრობლემების გადაწყვეტაში. საზღვარგარეთ, თუ ოჯახის რომელიმე წევრის მიმართ რაიმე სახის ძალადობა ხორციელდება, ეს ფაქტი სასამართლოთი და შესაბამისი სასჯელით მთავრდება. საქართველოში კი ანალოგიური შემთხვევები იშვიათია, უფრო სწორედ, ჩვენ იჯახურ ძალადობას ფიზიკურ შეურაცხყოფას მივიჩნევთ და მისი ნამდვილი არსი არ გვესმის. ყურადღებას არ ვაქცევთ იმ შედეგებს, რომლებამდეც ძალადობას მივყავართ, იმ ბავშვის ფსიქოლოგიურ პორტრეტს, რომელიც გამუდმებით განიცდიდ რაიმე სახის ზეწოლას ან მშობლების ჩხუბის მომსწრე ხდება.
ძალადობა ოჯახში ოჯახის წევრის მიერ ბავშვის ან სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ნებისმიერი სახის ფიზიკური , ფსიქოლოგიური თუ სექსუალური ძალადობა.
ძალოდაბას გააჩნია თავისი ციკლები და მათში გამოიყოფა 3 ფაზა:
1) დაძაბულობის ესკალაცია_როცა ხდება მოძალადის მსუბუქი სიბრაზე, დაცინვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, მსხვერპლის დადანაშაულება …ეს რამდენიმე წუთიდან რამდენიმე თვე გრძელდება.
2) ხდება მორალური, ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა, საკუთარი თავისადმი პატივისცემის დაქვეითება …
3) შერიგება_მოძალადე პირობას დებს, რომ მსგავს ქმედებას აღარ გაიმეორებს, ინანიებს დანაშაულს, მსხვერპლს კი სწამს რომ ძალადობა აღარ განმეორდება.
ბავშვი ძალადობას განიცდის, თუ მშობელი ან ოჯახის რომელიმე წევრი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს, აშინებს, აკრიტიტკებს სხვების თანდასწრებით, ამცირებს, ემუქრება ბავშვთა სახლში ჩაბარებით…
ფსიქოლოგები განსაკუთრებით რთულ პაციენტებად აღიქვამენ ისეთ ბავშვებს, რომლებზეც ხორციელდება ძალადობა .მსხვერპლი ბავშვისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური ნიშნებია: მარტოობის განცდა, მშობლებისადმი გაორებული დამოკიდებულება (შიში და სიყვარული) .ასეთ შემთხვევაში ბავშვი ცდილობს მშობლის საქციელი გაამართლოს და ფიქრობს, რომ ცემის ღირსია. ბავშვებს ასეთ შემთხვევაში აქვთ საკუთარი ზედმეტობის განცდა, თვლიან რომ ოჯახში მისი არ ესმით და მეგობრებს გარეთ ეძებენ, უჭირთ სკოლაში კონცენტრირება. რაც მთავარია, უჩნდებათ განცდა, რომ ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენაა და ეს ასეც უნდა იყოს.
ბავშვებზე ძალადობას ასევე უამრავი არასასიამოვნო შედეგი მოჰყვება.ასეთ დროს ბავშვი საკუთარ თავს მოძალადესთან აიგივებს და თვითონაც აგრესიულ როლს ან უსუსურ, უმწეო პოზიციას ირჩევს.
ბავშვთა მიმართ არაღირესეული ქცევა, რომელიც მათ ფსიქიკას ძლიერ აზიანებს 2 ფორმით ხდება: ძალადობა--ფიზიკური, ემოციური, საქსუალური უგულებელყოფა და როცა მშობელი ან მეურვე ბავშვის მიმართ მოვალეობას არ ასრულებს.
განსაკუთრებით ხშირია ბავშვთა მიმართ ემოციური ძალადობა და უგულებელყოფა.ემოციური ძალადობა ძირითადად ხორციელდება დამცირებით, როცა ბავშვის ქცევა მუდმივა უარყოფითად ფასდება. ძალადობის შედეგები აისახება არამარტო პიროვნულ, არამედ სახელმწიფო დონეზეც.მაგ: ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.
ფსიქოლოგები განსაკუთრებულ აქცენტს იკეთებენ იმაზე რომ ძალადობა ჟანმრთელობის გაუარესებას იწვევს. სხვადასხვა კცვლევებიდან გამომდინარე , ზრდასრული კრიმინალების 70%-ზე მეტი ბავშვობაში ძალადობაგანცდილი და უგულებელყოფილია. დღესდღეობით თბილისში არსებობ ბავშვთა დახმარების ცენტრი, რომლებიც ძალადობის მსხვეპლებს ემსახურებიან უფასოდ და მკაცრად იცავენ ანონიმურობას
ნანახია: 1041 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz