ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-04-19, 11:25 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » მოსწავლეთა ქცევის კოდექსი მოსწავლეებს არ მოსწონთ
მოსწავლეთა ქცევის კოდექსი მოსწავლეებს არ მოსწონთ
2:39 PM

 

განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლების დირექტორებთან ერთად მოსწავლეთა ქცევის კოდექსზე მუშაობა დაიწყო. მოსწავლეების კანონი ძალაში სექტემბრიდან შევა.

რამდენიმე პუნქტი ქცევის ახალი კოდექსიდან მოსწავლეთათვის მიუღებელია. მოზარდებმა უკვე ნახეს დოკუმენტი და სკოლებში განხილვებიც დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად ბავშვებს მობილურის საკითხი ადარდებთ.

სკოლებში მობილურის ტარებას მოსწავლეთა კოდექსი კრძალავს. კოდექსში დეტალურადაა ფორმულირებული, რომ სკოლაში ცივი და ცეცხლსასროლი იარაღით მისვლა, ასაფეთქებელი ნივთიერებების, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მიტანა მკაცრად ისჯება.

დისციპლინარულ დარღვევად მიჩნეულ იქნება შემდეგი სახის დანაშაულებები: სკოლის არასაპატიო გაცდენა, დაგვიანება, გაკვეთილის ჩაშლა, გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება, მასწავლებლის, მოსწავლის ან სკოლის სხვა თანამშრომლის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა,

პლაგიატიზმი, ვანდალიზმი – სკოლის შენობის განზრახ დაზიანება – გაფუჭება, სკოლის ფარგლებში ძალადობა, ქურდობა, იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების ქონა, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარება–ვაჭრობა.
ცალკე პუნქტია მოსწავლეების ჩაცმულობაზე: მოსწავლეებს ეკრძალებათ უმკლავო მაისურების და ტოპიკების ჩაცმა. სამოსზე არ უნდა ეწეროს შეურაცხმყოფელი სიტყვები და ვულგარული სურათი-კარიკატურები. ასევე დაუშვებელია იმ მაისურებით სკოლაში სიარული რომელიც ნარკოტიკების და ალკოჰოლური სასმელის რეკლამირებას ეწევა.

ალტერნატიული სკოლები კიდევ ერთი ახალი კონცეფციაა, რომელზეც განათლების სამინისტრო მუშაობს. ამ ტიპის სასწავლებლებში ის ბავშვები მოხვდებიან, რომლებიც მოსწავლეთა ქცევის კოდექსს დაარღვევენ.

ინფორმაცია გამოყენებულია ტელეკომპანია "რუსთავი 2” –ის საიტიდან. სტილი დაცულია.

ნანახია: 1310 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.5/2 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz