ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2024-04-27, 5:51 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო – "მან გადაცურა ზღვა”
ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო – "მან გადაცურა ზღვა”
2:39 PM

1 ივნისი, 2007

30 მაისს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტურ-ახალგაზრდული გაზეთ "ახალგაზრდა იურისტისა” და კომპანია "ვისოლის” ერთობლივი ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში, საღამოს 9 საათზე, შედგა ცნობილი ქართველი მომღერლისა და პოეტის ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. ღონისძიება გაიმართა მუსიკალიური კომპოზიციით: "მან გადაცურა ზღვა...” გაზეთის რედაქციამ იმთავითვე გაითვალისწინა ახალგაზრდა თაობის განსაკუთრებული დამოკიდებულება ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებისადმი, ხოლო მომზადებული საღამოთი საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ირაკლი ჩარკვიანი, როგორც გამორჩეული ხელოვანი.
საღამოს თსუ-ს I კორპუსის შენობაზე დამაგრდა ირაკლი ჩარკვიანის სურათი, უნივერისტეტის კიბეებზე განლაგდა 44 დეკორატიული სანთელი მისი 44 წლის აღსანიშნავად. დამონტაჟებული დიდი ეკრანიდან გავიდა კლიპები მეფის შემოქმედებიდან, ასევე ნაწყვეტები რეალითი შოუდან “რეალური”, რომელიც წარმოადგენდა “მაესტროს” პროექტს და ერთი თვის მანძილზე გადიოდა ამავე არხზე.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ირაკლი ჩარკვიანის უახლოესმა მეგობრებმა: ლაშა ბუღაძემ, რატი ამაღლობელმა, ლაშა ბერიძემ, ზურაბ რთველიაშვილმა, სხვებმა. წაკითხული იქნა ნაწყვეტები იარკლი ჩარკვიანის წიგნიდან “მშვიდი ცურვა.” საზოგადოება ფეხზე წამოუდგა ირაკლი ჩარკვიანს და მის ხსოვნას წუთიერი პატივი მიაგო. მეგობრებმა გაიხსენეს მეფესთან დაკავშირებული მოგონებები. საღამოში მონაწილეობა მიიღეს `მოძრაობის თეატრის” მსახიობებმაც. საღამოს დაესწრო ქეთათო ჩარკვიანი, ირაკლი ჩარკვიანის მეუღლე, რომელმაც შეასრულა ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილ ახალი სიმღერა: `მეფეს.” ამ საღამოზე ქეთათოს ახალი სინგლი ირაკლი ჩარკვიანის ბესტსელერად ქცეულ `ძირს მეფესთან” და `მშვიდ ცურვასთან” ერთად გაიყიდა. გაზეთის რედაქცია საზოგადოების წინაშე გამოვიდა ინიციატივით, რათა თბილისში ბაზალეთის ქუჩას ირაკლი ჩარკვიანის სახელი ეწოდოს. ამ იდეით სტუდენტებმა ქალაქის საკრებულოს უკვე მიმართეს. იდეას უნივერსიტეტის ბაღში შეკრებილი საზოგადოების მოწონება მოჰყვა.

გაზეთ "ახალგაზრდა იურისტს” ღონისძიების განხორციელებაში დახმარება გაუწია თსუ-ს ადმინისტრაციამ.
პროექტზე საინფორმაციო მხარდაჭერა განახორციელა რადიო “ფორტუნა+მა”, "პირველმა სტერეომ,” "მიუზიქლ ბოქსმა;” ჟურნალმა - "თბილისელები.” ღონისძიებას გენერალური სპონსორობა გაუწია: "ნოკიამ.”

 

 

 

 

ნანახია: 1164 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.7/3 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz