ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-04-25, 1:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » HRW საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს
HRW საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს
2:42 PM
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია 'Human Rights Watch' პატიმრობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აკრიტიკებს და განმარტავს, რომ ცვლილებები ევროპულ კონვენციას და საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

ორგანიზაციამ წერილით უკვე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და მოითხოვა, უკან გაეტანა ცვლილებების პროექტი.

საგანგაშო ცვლილებები პატიმრობის შესახებ კანონში - ასე აფასებენ 'Human Rights Watch' -ის წარმომადგენლები ცვლილებებს, რომელიც 'პატიმრობის შესახებ კანონში' პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, ხოლო 7 ივნისს პარლამენტში მისი მეორე მოსმენით განხილვა იგეგმება.

'ცვლილებების პროექტის თანახმად, ის დანაშაული, რომლის გამოც პიროვნებას შეიძლება შეეფარდოს ადმინისტრაციული სასჯელი, საკმაოდ გაუგებარია, რადგან გაურკვეველია, რა ითვლება ციხის შინაგანაწესის უხეშ დარღვევად ან ციხის თანამშრომლის შეურაცხყოფად; ეს უკანასკნელი სუბიექტური და თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, - ნათქვამია წერილში.

ორგანიზაცია ასევე რეკომენდაციას აძლევს საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტში აისახოს ის დებულება, რომ ადმინისტრაციული სასჯელი გამოყენებულ იქნას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, მაშინ, როცა ყველა სხვა სანქცია ამოწურულია ან შეუსაბამოდაა მიჩნეული.

ამ თემაზე პრესკონფერენცია დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის გამართა. ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ ყველა იმ პირს, ვინც ამ მუხლის შესაბამისად დაისჯება, უფლება ექნება მიმართოს ევროპის სასამართლოს და გადაწყვეტილებას მის სასარგებლოდ გამოიტანენ.
ნანახია: 946 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz