ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 12:18 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » გიორგი ხუბუა უნივერსიტეტის არჩეული რექტორი ხდება
გიორგი ხუბუა უნივერსიტეტის არჩეული რექტორი ხდება
2:47 PM

სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ 5 იანვარს ახალი რექტორი აირჩია. გიორგი ხუბუა ამ არჩევნებში უალტერნატივო იყო და საუნივერსიტეტო საზოგადოებაც იმთავითვე მისთვის ნდობის გამოცხადებისთვის ემზადებოდა. ფაქტობრივად, ამ არჩევნებით სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდა მთელი ორწლიანი გარდამავალი პერიოდი, უნივერსიტეტი იბრუნებს თავის ავტონომიურობას, იწყება მუშაობა ახალი წესდების შემუშავებასთან დაკავშირებით. გიორგი ხუბუას რექტორის არჩევნებში მონაწილეობა - ეს უკვე ბევრისმთქმელი გადაწყვეტილებაა. გიორგი ხუბუას გაცნობიერებული აქვს თავისი გადაწყვეტილების მნიშვნელობა, თუ რატომ მიიღო მონაწილეობა რექტორის საპატიო სავარძლის დასაკავებლად. ვფიქრობ, მან საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან ერთად უნდა გააგრძელოს პირველი ქართული სასწავლებლის მოდერნიზაცია და ევროპიზაცია.
გიორგი ხუბუა უნივერსიტეტელია და წინამორბედისაგან განსხვავებით, ყველაზე მეტად ახლოს დგას საუნივერსიტეტო პრობლემებთან, შეუძლია კოლეგიალობით, აზრთა გაცვლისა და თანამშრომლობის საშუალებით შექმნას საუნივერსიტეტო კონსენსუსი, არ დაუშვას გამოცდილი და პროფესიონალი კარდების სახლში გაშვება, მოახდინოს საუნივერსიტეტო სამეცნიერო საზოგადიების გონივრული ასაკობრივი ბალანსირება, არ დაუშვას საუნივერსიტეტო თაობათა შორის ,,ხიდჩატეხილობის" პრობლემის გაჩენა, სახელმწიფო უნივერსიტეტი აქციოს ეროვნული ფასეულობების მთავარ ნიშანსიტყვად, ეროვნული იდეოლოგიის კერად, ქართული მეცნიერების განვითარების საფუძვლად, გადაწყვეტილებების ავანგარდში მოიაზროს სტუდენტური საზოგადოება.
აი, ეს არის ჩვენს საუნივერისტეტო სინამდვილეში ყველაზე აქტუალური საკითხები, რომელსაც არჩეული რექტორი მთელი სერიოზულობით მოეკიდება. არჩეულ რექტორს უნდა მიეცეს დამოუკიდებელი საუნივერისტეტო პოლიტიკის გატარების საშუალება, რათა საუნივერსიტეტო რეფორმის და ბოლნიის პროცესის შედეგი ჩვენს სინამდვილეში მალე ვიგრძნოთ. გიორგი ხუბუას აქვს საკმარისი გამოცდილება საამისოდ, რომ მოახდინოს ურთიერთობის ბალანსირება და შექმნას მშვიდი აკადემიური გარემო. მას გააჩნია ექსტრემალურ ვითარებაში სწორი და ზუსტი გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილებაც. ამის მაგალითს რექტორის მრჩეველთა საბჭოს შექმნაც იძლევა, რომელიც საუნივერსიტეტო სახეებით ჩამოყალიბდა. ის, რაც ვერ შეძლო რუსუდან ლორთქიფანიძემ, შეძლო გიორგი ხუბუამ. თუნდაც ის, რომ წინამორბედისაგან განსხვავებით, გიორგი ხუბუა ამბობს, რომ დგას სტუდენტურ საზოგადოებასთან, რადგანაც სტუდენტური საზოგადოების გვერდით დგომაა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საგულისხმო.
დღეს გიორგი ხუბუა სტუდენტობაში დადებითი შეფასებით სარგებლობს. სააუდიტორიო გამოცდილება პიროვნების შეფასებაში მაინც თავის გადამწყვეტ სიტყვას ამბობს. სტუდენტობამ, რომელმაც გიორგი ხუბუას დანიშვნისას საუნივერსიტეტო ცხოვრებაში განსახორციელებელი 12 მოთხოვნა შესთავაზა ცნობილი ისტორიული დეკლარაციის სახით, მის განხორციელებას ალბათ უკვე არჩეული რექტორისაგან მოითხოვს. უნივერსიტეტში მოლოდინი და ნდობის ფაქტორი სადღეისოდ მართლაც დიდია. ის, რომ საუნივერისტეტო სტუდენტური ცხოვრება და სტუდენტურ ინიციატივაზე ორიენტირებული უნივერსიტეტი რეალობა უნდა იყოს, გიორგი ხუბუას ეს ყველაზე კარგად მოეხსენება.
ვფიქრობ, უნივერსიტეტში წარმატებების დრო მოვიდა.

 

ნანახია: 1371 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz