გაზეთ
“ახალგაზრდა იურისტს” ახალი მთავარი რედაქტორის მოადგილე ჰყავს.
ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება სარედაქციო კოლეგიამ 2007 წლის 10
იანვრის პირველ სხდომაზე მიიღო. სარედაქციო კოლეგიის სამოქმედო დებულების
თანახმად, მთავარ რედაქტორს საქმიანობის განხორციელებაში ორი მოადგილე
უწევს კოორდინაციას. მთავარი რედაქტორის ერთ-ერთი მოადგილე თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი მარიამ
ასანიშვილი გახდა. მარიამ ასანიშვილმა ეკა კაველიძე შეცვალა.
გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის თაობაზე ეკა კაველიძემ საკუთარი
განცხადების საფუძველზე გააკეთა. მისი თქმით, მოცემული დრო მთლიანად
პროფესიულ განვითარებას უნდა დაუთმოს. სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარის
გადაწყვეტილებით, ეკა კაველიძე სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობაში
დარჩება და აქტიურად გააგრძელებს თავის მოღვაწეობას.
ახალი მთავარი რედაქტორის მოადგილის მარი ასანიშვილის განცხადებით,
მისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია და ეცდება ნდობა და
იმედები გაამართლოს.
გაზეთის სარედაქციო კოლეგიის ახალი წლის პირველ შეხვედრაზე განხილულ იქნა
2007 წლის მთავარი განსახორციელებელი ღონისძიებების ნუსხა. ვინაიდან და
რადგანაც, გაზეთი 2007 წელს თავისი არსებობის 10-წლიან იუბილეს აღნიშნავს,
სარედაქციო კოლეგია თავის მკითხველს, საუნივერსიტეტო საზოგადოებას უამრავ
სიახლეს სთავაზობს. გაზეთი გააგრძელებს ბეჭდვური ვერსიით გამოცემას და
ელექტრონულ გვერდზე საინტერესო თემატიკაზე მუშაობას.
15 იანვარს სრულდება რედაქციის მიერ გამოცხადებული მიღება უნივერსიტეტის
სტუდენტთა სათანამშრომლოდ, სადაც სტუდენტები გასაუბრების შედეგად გაზეთის
ელექტონულ გვერდზე მუშაობის უფლებას მოიპოვებენ. (პირობები შეგიძლიათ
იხილოთ მოცემულ ვებ-გვერდზე “განცხადებების” გვერდზე)
გაზეთ “ახალგაზრდა იურისტის” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების
ხელმძღვანელის თიკო ნიბლოშვილის განცხადებით, გაზეთ “ახალგაზრდა იურისტის”
ხელმძღვანელობა 11 იანვარს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ბატონ გიორგი
ხუბუასთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე სარედაქციო კოლეგია
ახლადარჩეულ რექტორთან ექსკლუზიურ ინტერვიუს ჩაწერს.
|