ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 2:25 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » საუნივერსიტეტო საზოგადოება უნივერსიტეტის დაარსების დღეს აღნიშნავს. - საქართველოს პატრიარქი უნივერსიტეტში მობრძანდა
საუნივერსიტეტო საზოგადოება უნივერსიტეტის დაარსების დღეს აღნიშნავს. - საქართველოს პატრიარქი უნივერსიტეტში მობრძანდა
2:48 PM

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 89-ე წლისთავი საუნივერსიტეტო საზოგადოებამ განსაკუთრებული პროგრამით აღნიშნა. პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების თარიღი – 8 თებერვალი - წმიდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ემთხვევა. ამიტომაც ეს დღე განსაკუთრებით და ორმაგი დატვირთვით მნიშვნელოვანი და საზეიმოა უნივერსიტეტისათვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უნივერსიტეტის კურსდამთავრებული თუ კურსდამამთავრებელი ჰქვია.

სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები უნივერსიტეტში საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა. უნივერსიტეტის ბაღში შეკრებილი ის მეცნიერ-თანამშრომლები, რომლებიც აკადემიური თანამდებობების მიღმა აღმოჩნდენ, ისევ გამოხატავდნენ თავიანთ უკმაყოფილებას საუნივერსიტეტო რეალობის წინაშე. აქციამ აკადემიური პროტერსტის ხასიათი ბოლომდე მაინც ვერ შეინარჩუნა, ვინაიდან უნივერსიტეტის ბაღში შეკრებილთა მხარდასაჭერად გამოჩნდნენ სხვადასხვა პოლიტიკური მოძრაობის ლიდერები და პოლიტიკური პარტიის წეევრები. მათი შეფასებებიც უნივერსიტეტის რეალობის მისამართით მკვეთრად უარყოფითი და წინააღმდეგობრივია.

სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს და უნივერსიტეტში დილიდანვე შექმნილ ამაღლებულ განწყობილებას, გამართულმა აქციის პათოსმა ვერაფერი დაკლო. უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა გიორგი ხუბუამ და უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დილიდანვე თსუ-ის პანთეონში ყვავილებით შეამკეს უნივერსიტეტის დამფუძნებელთა საფლავები. მოგვიანებით, წმიდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, წირვა-ლოცვა აღევლინა სამების საკათედრო ტაძარში. ამავე დღეს, თსუ პირველ კორპუსში აუდიტორიებს მინიჭათ ნიკო ცხვედაძის, სვიმონ კლდიაშვილისა და მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის სახელები. უნივერსიტეტმა უმასპინძლა გამოფენას `უნივერსიტეტის პირველი პროფესორები,” აგრეთვე ფოტოგამოფენას `ერთი დღე სტუდენტის ცხოვრებიდან,” რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის, უშუალოდ მისი ხელმძღვანელის თეონა ჭალიძის ინიციატივით მოეწყო.

გამოფენამდე უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ძალისხმევით შეხვედრა მოეწყო უნივერსიტეტის რექტორ გიორგი ხუბუასა და თბილისის 106-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას შორის. მოსწავლეთა თვითმმართველობას მიესალმა და სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე ესაუბრა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი გიორგი ავალიანი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ერთგვარ შემაჯამებელ საღამოს წარმოადგენდა ივანე ჯავახიშვილის სხდომათა დარბაზში უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ასოციაციის, უნივერსიტეტის მეგობართა ასოციაციისა და უნივერსიტეტის განვითარების ფონდის პრეზენტაცია. უნივერსიტეტის განვითარების ფონდს მხარში ამოუდგნენ `თიბისი ბანკი” და ბანკი `რესპუბლიკა” ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა.

შეხვედრაზე მობრძანებულმა საქართველოს კათოლოკოს პატრიარქმა კიდევ ერთხელ დალოცა შეკრებილი საზოგადოება და უნივერსიტეტის დღევანდელ როლსა და სამეცნიერო ნაწილის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეკრებილ აუდიტორიას მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი ალექსანდრე ლომაია, პროფესორები ფრიდონ თოდუა და მარიკა ლორთქიფანიძე, ბიზანტიოლოგი დამანა მელიქიშვილი, ბანკ `რესპუბლიკას” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა პაპაშვილი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჯემალ ინაიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის დედა ქალბატონი გიული ალასანია. უნივერსიტეტის რექტორს ბატონ გიორგი ხუბუას საზეიმო ვითარებაში საჩუქრად გადასცეს იუსტინიანე აბულაძის პირადი არქივი, რომელიც ამიერიდან უნივერსიტეტის მდიდარ მემკვიდრეობას შეუერთდა. უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი ხუბუამ კი ღონისძიების დასასრულ საქართველოს კათოლოკო პატრიარქს საჩუქრად გადასცა უნივერსიტეტის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი – შოთა რუსთაველის `ვეფხისტყაოსანი”

გუშინვე, საზეიმოდ გაიხსნა გელათის აკადემიის 900 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

ნანახია: 1090 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz