საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლებელში
სტუდენტური თვითმმართველობის ჩამოყალიბების პროცესი დინამიურად
მიმდინარეობს. ამ მხრივ, დავინტერესდით, თუ რა მდგომარეობაა თეატრალურ
ინსტიტიუტში. აქ სტუდენტური თვითმმართველობის ჩამოყალიბება გასული წლის
ოქტომბრის ბოლოს დასრულდა. პრეზიდენტად არჩეული იქნა თატრალური ინსტიტუტის
კინო-სამსახიობო ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი გელა თავბერიძე.
თატრალური ინსტიტუტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი გაზეთ
"ახალგაზრდა იურისტს" ესაუბრა.
გელა თავბერიძე, თატრალური ინსტიტუტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი:
-
თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტური თვითმმართევლობა ფაკულტეტებიდან არჩეული
44 წევრისაგან ჩამოყალიბდა. თავიდანვე ხაზი მინდა გავუსვა სტუდენტური
თვითმმართველობის არჩევნების ჩატარტების იმ დემოკრატიულ ხარისხს, რომელიც
თატრალურ ინსტიტუტში იყო. არჩევნებში სტუდენტების უმრავლესობამ მიიღო
მონაწილეობა და მის მიმდინარეობას, ხმების დათვლის პროცედურას, მთლიანად
ცსკო უზრუნველყოფდა. თავის მხრივ, ცსკო დაკომპლექტებული იყო სხვადსახვა
უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისაგან. არჩევნები სრული ობიექტურობით
ჩატარდა და ის ფაქტი, რომ სტუდენტთა უმრავლესობამ ნდობა გამოგვიცხადა,
ჩვენთვის ეს ძალიან საპასუხისმგებლოა მომენტია.
- რამ განაპირობა თქვენი გამარჯვება და რამდენად ძლიერი კონკურენტები გყავდათ?
-
იმდენად ძლიერი კონკურენტები არ გვყავდა. ჩემი გამარჯვება ალბათ ჩემმა
გამოცდილებამ განაპირობა. ამ არჩევნებამდე ერთიანი სტუდკავშირის
თავმჯდომარე ვიყავი. ალბათ ამიტომაც დაინახეს ჩემში ის პიროვნება, ვინც
შეძლებდა თვითმმართევლობის მმართვასაც.
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, რის გაკეთებას აპირებთ?
-
პირველ რიგში, მინდა დავიცვათ სტუდენტთა უფლებები, სტუდენტმა თავი უნდა
იგრძნოს სტუდენტად, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ მათთვის. მინდა
ვუზრუნველყოთ სწავლის ხარისხიანობაც. ვგეგმავთ ჩავატაროთ სხვადასხვა სახის
ფესტივალები. ვაპირებთ აღვადგინოთ ფესტივალი `თეატრი და კინო,” სადაც
გავიტანთ სპექტაკლებს, ფილმებს, გვეყოლება ჟიური და გამოვლინდება
გამარჯვებული. ასევე, ჩვენი სამოქმედო გეგმა მოიცავს სხვადსხვა ტიპის
საქველმოქმედო ღონისძიებების მომზადებასაც. ჩვენ სტუდენტების
ინიციატივების დიდი იმედიც გვაქვს.
- გმადლობთ. გისურვებთ წარმატებებს.
|