ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 1:57 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » რატომ არსებობს პრობლემა?!
რატომ არსებობს პრობლემა?!
2:51 PM

 

- თქვენი შეფასებით, რამდენად სამართლიანია უნივერსიტეტის რექტორატის მიერ შემოთავაზებული სამაგისტრო სისტემა დაფინანსების კუთხით?

ცოტნე ზურაბიანი,
უნივერსიტეტის უმაღლესი წარმორმადგენლობითი ორგანოს საბჭოს წევრი.

 - თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ რექტორმა გიორგი ხუბუამ სტუდენტები სრულ გაურკვევლობაში დატოვა, როდესაც შეცვალა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მაგისტრატურაში სწავლების დაფინანსებასთან დაკავშირებით. 2006წლის დეკემბრის დადგენილებით სამაგისტრო სპეციალობაზე ჩარიცხულთა 30%  მიიღებდა საბიუჯეტო დაფინანსებას. სწორედ ამ პირობების საფუძველზე შეიტანეს საბუთები თსუ მაგისტრატურაში სტუდენტებმა, მაგრამ გამოცდებამდე ერთი კვირით ადრე, 23 იანვარს რექტორმა შეცვალა გადაწყვეტილება და მხოლოდ მიღებული კონტიგენტის 10%-ის დაფინანსებაზეა საუბარი, რამაც გამოიწვია უფასო ადგილების კოლოსალური შემცირება. ფაქტიურად სტუდენტები შეყვანილნი იქნენ შეცდომაში, მათ სხვა ალტერნატიული გზა არ დაუტოვეს. გეტყვით უფრო მეტსაც, რომ მიღებული კონტიგენტის 10%-ის დაფინანსების კრიტერიუმებიც კი არ არის განსაზღვრული; ერთი სიტყვით რექტორატი, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, აბსოლუტურად მოუმზადებლად შეხვდა სამაგისტრო სწავლების ახლა ეტაპს.

- რა შეთანხმებას მიაღწიეთ რექტორთან შეხვედრის დროს?

- რექტორმა თქვა, რომ გარდა მიღებული კონტიგენტის 10 %-ის დაფინანსებისა სემესტრული გამოცდების შედეგად დააფინანსებდა კიდევ 30 %-ს. ამის იურიდიულ საფუძვლად მოიყვანა ბრძანების ის მუხლი, სადაც ეწერა, რომ უნივერსიტეტში იქმნება სტუდენტური ფონდი.საბოლოოდ გაირკვა, რომ  ფონდის შექმნის მიზანი მხოლოდ ნიჭიერი სტუდენტების წახალისება და სახელობითი სტიპენდიების დაფინანსების საკითხია, ეს თავიდანვე ნათელი გახლდათ და შეხვედრის დროსაც აღვნიშნე, რომ შავი თეთრზე დაწერილიყო მისი ნააზრევი მაგისტრატურის დაფინანსებასთან დაკავშირებით.

 - როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს სამაგისტრო დაფინანსების სისტემა?

 - უნდა იყოს ზუსტად ისე, რა პირობის საფუძველზეც მიიღეს სტუდენტები მაგისტრატურაში. ჩვენ ვეთანხმებით იმ აზრს, რომ სემესტრული შეფასების საფუძველზე მოხდეს სტუდენტების დაფინანსება. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა გათვალისწინებული იქნას სამაგისტრო პროგრამების სპეციფიკა და სპეციალობების მიხედვით მოხდეს მაგისტრანტების დაფინანსება. ეს არის ყველა კონკურსანტის ერთობლივი მოთხოვნა, რომლებთანაც ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს. ველოდებით რექტორთან შეხვედრას და ვფიქრობთ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია შეძლებს პრობლემის მოგვარებას და გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს.

ნანახია: 878 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz