ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 3:00 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » დავუბრუნდეთ აფხაზეთს! მშვიდობიანი აქცია საუნივერსიტეტო ქალაქებში
დავუბრუნდეთ აფხაზეთს! მშვიდობიანი აქცია საუნივერსიტეტო ქალაქებში
2:54 PM

 

უკვე 14 წელზე მეტია, რაც სიტყვა "აფხაზეთს" დიდი გულისტკივილით იხსენებენ. ამ სიტყვის გარშემო უამრავი სევდიანი და ზოგჯერ უსამართლო ისტორიები აღმოცენდება ხოლმე და საინტერესოა ის ფაქტი, რომ თითოეული ეს ისტორია მთავრდება უცვლელი ფრაზით, რომელსაც დიდი კითხვითი ნიშანი მოსდევს: "ოდესმე დავბრუნდებით?
დღეს აფხაზეთი სტკივა არამარტო ერთ პიროვნებას, არამედ მთელ ქართულ საზოგადოებას, რომელიც შედგება ხანდაზმულებისგან ახალგაზრდებისგან, ქალებისგან, კაცებისა და ბავშვებისგან. ეს არის საზოგადოება, რომელმაც გამოიარა ომის საშინელი წლები და რომელიც ამასთანავე მიხვდა, რომ წარსულისტკივილი და წყენა, უნდობლობა და უაზრო სიამაყე - უკან დარჩა, რომ აუცილებელია ახალი გზების ძიება, რომელიც ძირფესვიანად შეცვლის ნებისმიერ კითხვას და მას კონკრეტულ პასუხად აქცევს.
დამეთანხმებით, რომ ყველაზე დიდი გზა ახალი ძალის ძიებაში სტუდენტებზე გადის. სტუდენტობა ის ძალაა, რომელსაც ერთი, მაგრამ სერიოზული ნაბიჯის გადადგმით შეუძლია ყველაფრის შეცვლა. ეს არ არის ლიტონი სიტყვა, ეს სინიმდვილეა, რადგან ცნება მომავალი ყოველთვის ახალგაზრდის ინტერესში შედის. მომავალი ახალგაზრდა სტუდენტის ერთ-ერთი საფიქრალია და დამეთანხმებით, რომ წარსულისკენ დაბრუნების ყველანაირი გზა მოჭრილია. განა მარტო პოლიტიკოსის სიტყვა წყვეტს ყველაფერს?! განა მარტო მთავრობას შეუძლია იმის განხორციელება, რაც შენი ქვეყნისთვისაა სასარგებლო?! განა მარტო ერთი ორგანიზაცია წყვეტს ყველაფერს?! -არა! სტუდენტობაც, პოლიტიკოსებიც, ექიმებიც, იურისტებიც და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც, ერთი დიდი ჯაჭვის პატარა რგოლები ვართ, რომელიც საქართველოს ერთ საზღვართან იღებს სათავეს და მეორის ბოლოში მთავრდება.
ალბათ სიტყვა ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ ყოველივე ზემოთთქმულით, ჩემი მიზანია, რომ მკითხველს დავანახო, თუ როგორი სულისკვეთება და პატრიოტიზმი შეიძლება ყოფილიყო ჩადებული იმ მშვიდობიან აქციაში, რომელიც თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტის კორპუსის წინ მოაწყვეს.
ეს იყო აქცია, რომელიც მიმართული იყო იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც 14 წლის წინ დაიწყო. ეს იყო აქცია, რომელიც უარყოფდა და არალეგიტიმურად თვლიდა აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში მოსალოდნელ არჩევნებს, ეს იყო აქცია, რომელიც აპროტესტებდა აფხაზეთში სტუდენტების დაკავებას და ბოლოს, ეს იყო აქცია, რომელიც მხარს უჭერდა ყველა იმ ადამიანს, რომელსაც უნდოდა ქვეყნის გაერთიანება და მშვიდობა.
ეს მხარდაჭერა მიმართული იყო იმ სტუდენტების მიმართაც, რომლებმაც გალში, ზუგდიდსა და სოხუმში მოაწყვეს მსგავსი ღონისძიებები და მშვიდობისა და სოლიდარობის ნიშნად, დაანთეს დიდი კოცონი.
3 მარტს, უნივერსიტეტის ეზოში, უამრავი საპროტესტო პლაკატით ხელში, სტუდენტები ერთ გუნდად შეიკრიბა. "სტოპ ტერორ,""გაუმარჯოს ერთიან საქართველოს" და კიდევ უამრავი სხვა შინაარსის გამომხატველი პლაკატებით, მოწოდებებით, საქართველოს ეროვნული დროშით ხელში ახალგაზრდობა თავისუფლად გამოხატავდა საკუთარ აზრს. ამ ყველაფრის ფინალი კი დავით აღმაშენებლის ძეგლი იყო, სადაც დაინთო მეგობრობის, თავისუფლების, მშვიდობისა და ერთიანობის კოცონი. აქვე რამდენჯერმე გაისმა საქართველოს ჰიმნი. იყო შეძახილებიც: "ჩვენ დავბრუნდებით" "გაუმარჯოს საქართველოს" `გაუმარჯოს აფხაზეთს" და ყოველივე ეს იყო ერთიანობისა და კეთილგანწყობის ყველაზე ნათელი მაგალითი. ეს აქცია იყო ყველაზე განსხვავებული ფორმით დასმული კითხვა, რომელზეც მხოლოდ და მხოლოდ დადებით პასუხს ელოდებიან.

3 მარტს განხორციელებული აქციის მიზნებისა და შედეგების შესახებ ჩვენს კითხვებს პასუხობს თვითმართველობის პრეზიდენტი გიორგი ავალიანი:

- რას იტყვით აფხაზეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე წინააღმდეგობრივი მოძრაობის ორგანიზაციაზე?
- ეს ორგანიზაცია ორი კვირის წინ დაარსდა. ეს არისახალგაზრდებით, ახალი თაობით დაკომოლექტებული საზოგადოება, რომელიც იბრძვის ერთიანი საქართველოსთვის. ეს ორგანიზაცია მიზნად ისახავს ქართულ- აფხაზური ურთიერთობის რეგულირებას და ხელს უწყობს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას.
- რას ისახავდა მიზნად 3 მარტს განხორციელებული აქცია?
- ესგამოსვლა იყო პროტესტი იმ არჩევნებისა, რომელიც 4 მარტს იგეგმებოდა. ჩვენ არალეგიტიმურად ვცნობთ ამ არჩევნებს, რადგან ეს არისმცდელობა უკანონობის დაკანონებისა, ხოლო თავისუფლების კოცონის დანთება იყო გამოხატულება იმისა, რომ ქართველი ახალგაზრდობა ყოველთვის იდგა, დგას და იდგება ეროვნული ინტერესის დაცვის სადარაჯოზე
- როგორ ფიქრობთ, რა ძალაა დღეს ახალგაზრდობა ქვეყნის გაერთიანებისთვის?
- ახალგაზრდობა საკმაოდ მნიშვნელოვანი ძილაა. ჩვენ საზოგადოებას კონსოლიდაციისაკენ და გააქტიურებისკენ მოუწოდებთ, სანამ საქართველო არ აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას.
- მოსალოდნელია თუ არა მსგავსი აქციების განმეორება?
- რა თქმა უნდა, ასეთი აქციები კიდევ არა ერთხელ განხორციელდება. თითოეულ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენს მიზნებს არ გადავუხვევთ.

ნანახია: 821 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz