ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 10:18 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » მწერლობისათვის უმთავრესი მშობლიური ენის სიყვარულია – უთხრა ოტია იოსელიანმა სტუდენტებს
მწერლობისათვის უმთავრესი მშობლიური ენის სიყვარულია – უთხრა ოტია იოსელიანმა სტუდენტებს
2:55 PM
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მწერალ ოტია იოსელიანის ათტომეულის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრა მოეწყო თსუ-ის ,,სტუდენტთა დემოკრატიული ლიგისა,, და გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნის,, ინიციატივით. მწერალი უკვე 150 წიგნის ავტორია. ათტომეულის პრეზენტაცია თსუ-ის პირველი კორპუსის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა. საუბრის დასაწყისშივე თავისი ჩვეული იუმორით, ბატონმა ოტიამ განაცხადა, რომ იგი სტუდენტებთან ჭკუის სასწავლებლად და დასარიგებლად კი არა, ჭკუის საკითხავად მივიდა. მართლაც, მალე დარბაზში თბილი და გულახდილი გარემო დამკვიდრდა. ბატონმა ოტიამ ქვეყნის ჭირ-ვარამზე ისაუბრა – როგორ სახელმწიფოს აშენებს ახალგაზრდობა და ფიქრობს თუ არა მომავალი თაობა მომავალზე. მისი შეფასება საკმაოდ მწვავე და მტკივნეული იყო. მწერლის აზრით, მდგომარეობა საგანგაშოა, რადგან მეოცე საუკუნის საქართველოში იხურება გამომცემლობები, მცხეთაში არ არსებობს წიგნის მაღაზია, როცა ოცდასამი საუკუნის წინ, ფარნავაზ მეფის დროს, იქ მწიგნობრობა ყვაოდა. სამაგიეროდ, აღსანიშნავია რესტორნების დიდი რაოდენობა ისტორიულ ქალაქში.
მწერალს აკვირვებს უნივერსიტეტთა დიდი რაოდენობა საქართველოში. აქედან გამომდინარე, უმაღლესდამთავრებულ სტუდენტთა მთელი პლიედა გვყავს. ბატონ ოტიას აზრით, ყოველივე ეს გადამეტებულია, რადგან თვით დიდი ილია ჭავჭავაძე წელიწადში ოც აგრონომს ნატრობდა თავის პატარა საქართველოსთვის.
O ოტია იოსელიანმა სტუდენტებს მოუთხრო, თუ როდის მოკიდა კალამს ხელი და რატომ გადაწყვიტა მწერლობა. თურმე სამხატვრო აკადემიის მისაღებ გამოცდებში, კერძოდ ხატვაში, ოთხიანი მიიღო (თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ხატვის დიდი ნიჭი არ ჰქონია), ხოლო ქართულში – ორიანი. იმის დასამტკიცებლად, რომ ქართული სამიანზე ვიციო, გამოაქვეყნა პირველი ნოველა. ოტია იოსელიანის აზრით, მწერლობისათვის უმთავრესი მშობლიური ენის სიყვარულია, რადგან ენა თავად ერის სულია, მისი გამომხატველია.
თავისი შემოქმედების გრძელ გზაზე, ოტია იოსელიანს პრემია არასდროს მიუღია, რადგან ასეთი ჯილდო მწერალს შეურაცხმყოფლად მიაჩნია, მისი აზრით, ეს ყოველივე პირობითია. მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გადასცეს მწერალს წმინდა გიორგის ორდენი.
შეხვედრაზე სტუდენტებმა გამოთქვეს სურვილი: თსუ-ში შეიქმნას ოტია იოსელიანის კაბინეტი, სადაც მასთან უფრო ხშირად მოეწყობა შეხვედრები. აქვე გაჩნდა სხვა იდეაც: გამოსცენ წიგნად საუბრები ოტია იოსელიანთან. რამდენად განხორციელდება ყოველივე, მომავალი გვიჩვენებს.
ნანახია: 1036 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz