გაზეთ
"ახალგაზრდა იურისტის" დაარსებიდან მე-10 წლისთავისადმი მიძღვნილი
საიუბილეო საღამო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, 21 მარტს, სიმბოლურად, ქართული
ჟურნალისტიკის დღეს, საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა. იუბილეს ესწრებოდა
უნივერსიტეტის სამეცნიერო, აკადემიური, სტუდენტური საზოგადოება,
საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ჟურნალისტური კორპუსი, სხვა მოწვეული
სტუმრები.
გაზეთის საიუბილეო ღონისძიებისადმი მიძღვნილ რეპორტაჟს ჩვენი ელექტრონული გვერდიდან მკითხველს უახლოეს დღებში შევთავაზებთ.
|