ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 7:14 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » უნივერსიტეტში ახალი კონკურსი ტარდება. სტუდენტური საზოგადოების კითხვები
უნივერსიტეტში ახალი კონკურსი ტარდება. სტუდენტური საზოგადოების კითხვები
2:57 PM
ახალი დროის ერთ-ერთ უმთავრეს მომწიფებულ პრობლემად განათლების სისტემის რადიკალური რეფორმა რჩება - დაწყებული მისი დაბალი რგოლიდან, დამთავრებული მაღალი საფეხურით. ვისაც განათლების სისტემის რეფორმის ესმის – აღზრდის სახელმწიფო პროგრამის, განათლების სახელმწიფო სტანდარტების, ახალი სასწავლო გეგმების, პროგრამების, კადრების მომზადება – კვალიფიკაციის ამაღლებით, ხოლო საბოლოო შეფასებით, ჩვენს შემთხვევაში, თვისობრივად, ახალი უნივერსიტეტის შექმნით, რომელიც უკვე წარმოგვიდგა თავისი მრავალსახეობით, თუმცა ყოველივე ამ გარდაქმნის პროცესში, მაინც მუსირებდა და დღესაც მუსირებს საზოგადოებრივი კითხვები: მზადაა ყოველივე ამისთვის ნიადაგი?! ივლის კი პირველი ქართული უნივერსიტეტი ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი სიახლის ურთულეს გზაზე?!
აი, სურვილი კი დიდია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია თსუ-ში სხვადასხვა თანამდებობებზე კონკურსს აცხადებს და აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში ვაკანტური ადგილების შესახებ ინფორმაციის გამჭირვალობაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს. უნივერსიტეტში კონკურსანტების რეგისტრაცია 31 მარტამდე გრძელდებოდა. ის ორ ეტაპად ჩატარდება: კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე და გასაუბრება საკონკურსო კომისიის მიერ განსაზღვრული გრაფიკით. კონკურსის მსვლელობას ზედამხედველობას საკონკურსო კომისია გაუწევს და გამსვლელი ქულების ოდენობასაც ეს განსაზღვრავს. ღირსეული კანდიდატების შერჩევა მთლიანად საკონკურსო კომისიაზეა დამოკიდებული.
რამ განაპირობა ახალი კონკურსის გამოცხადების აუცილებლობა? როგორ იქნება არჩევანი? შეამჩნევს თუ არა წესიდან გადაცდომებს და ნაკლებად ღირსეული კანდიდატების მიღების შემთხვევებს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა? ეს ის შეკითხვებია, რომელიც რეფორმისშემდგომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ერეთნაირად, რომ აინტერესებს ლექტორსაც და სტუდენტსაც. მაშინ, როდესაც თსუ-ში ცვლილებების შემდეგ, ყველაზე მეტად კადრების თემა გახდა ყველაზე აქტუალური, ახალი ძალით ხომ არ დადგება დღის წესრიგში, ისევ ეს თემა? ჩვენ ყოველივე ამის შესახებ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ქალბატონ გულნაზ გალდავასთან გასაუბრება გადავწყვიტეთ.
გულნაზი გალდავა, თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: თსუ-ს აქვს თავისი განვითარების სტრატეგიული გეგმა. მას აქვს თავისი მიზანი. ეს არის სწავლებისა და კვლევის მაღალი ხარისხი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე მოთხოვნებს. ჩვენი სწრაფვაა, ვიყოთ ევროპული საგანმანათებლო სივრცის სრულუფლებიანი წევრი. ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს სათანადოდ მენეჯმენტის განხორციელება, რომ ჩვენმა სტუდენტობამ ისწავლოს შესაფერის გარემოში და ჩვენს აკადემიურ პერსონალსაც ჰქონდეს შესაბამისი პირობა იმისათვის, რომ მან მოთხოვნების რეალიზაცია შესძლოს და განახორციელოს. ჩვენ ვუზრუნველყოფთ კონკურსის ღიაობას. უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია. ჩვენ უნდა ავირჩიოთ კომპლექსურად განვითარებული, ჰარმონიულად განვითარებული კადრები. უნდა განხორციელდეს ობიექტური შერჩევა და ეს უნდა იყოს ხარისხობრივი თვალსაზრისითაც გამართლებული. ეს ხომ თქვენთან, სტუდენტებთან დაბრუნდება კარგ მომსახურებად. აქ სუბიექტური პრინციპები არ იარსებებს. ვერავინ იქნება ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებაში. არ დავუშვებთ, რომ საკონკურსო ფილტრი იყოს არაჯანსაღი. რჩეულთა შორის რჩეული მოვა. ეს არის გზა, რომელიც ევროპული საგანმანათლებლო სივრცის სრულუფლებიანი წევრობისაკენ მიდის...
დიახ, ასეთია დღესდღეობით უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიცია. გულნაზი გალდავა გონიერი ხელმძღვანელია და მან, სწორედაც, რომ ყველაზე მეტად უწყის, თუ რა პასუხისმგებლობა აიღო უნივერსიტეტმა ამ კონკურსების ჩატარებით. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილებები და სვლები, რაც ბოლოდროინდელ საუნივერსიტეტო სინამდვილეში შეიმჩნევა. მხედველობაში მაქვს, ამ კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე ანუ დასრულებამდე ცალკეულ საკვანძო თანამდებობებზე ახალი კადრების დაწინაურება. ასეთ ხელმძღვანელებად მოვიდნენ უნივერსიტეტის საზოგადოებასათან ურთიერთობის სამსახურში, საფინანსო დეპარტამენტში, სასწავლო პროცესის მართვაში. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა, ჩემი არგუმენტაციის მიზანიც ჩამოთვლა კი არა, ის კონკრეტული შეკითხვაა, რომელიც მისმა ადრესატებმა უნდა გამოიცნონ. სტუდენტთა ნაწილი ვერაფრით ხსნის ამ გადაადგილებების მართებულობას, მაშინ როდესაც თსუ ადმინისტრაცია ამავე თანამდებობებზე კონკურსს აცხადებს, შემოტანილია უამრავი განაცხადი, ხოლო ადამიანები მოვალეობის შემსრულებლებად ინიშნებიან იმ ხანმოკლე დროით, როცა უფლებამოსილება შესაძლებელია კონკურსის შედეგებამდე მშვენივრად შეესრულებინა წინამორბედებს. რა სვლებთან გვაქვს საქმე? გაზეთი სვამს ამ შერკითხვას სტუდენტური აზრის გათვალისწინებით და იმედია, პასუხი აუცილებად იქნება, რომელსაც უკვე ჩვენი ვებ-გვერდიდან შევთავაზებთ მკითხველს. ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ უნივერსიტეტში რეფორმის შემდგომ ცალკეულ თანამდებობებზე დანიშნული კვალიფიციური, აკადემიური გარემოსათვის მისაღები, საკითხში კომპეტენტური და ღირსეული კადრები. მართალია, რომ განხორციელებული ცვლილებები ერთგუნდურობის პირციპით სახელდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ უნივერსიტეტი, აკადემიური გარემო ყველაზე ფაქიზი ორგანიზმია, სადაც გადაწყვეტილებებს ყველაზე დიდი ყურადღება ეთმობა.
დაველოდოთ კონკურსის შედეგებს, რომელიც ალბათ, ბევრ რამეს შეცვლის საუნივერსიტეტო სინამდვილეში.
ნანახია: 916 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz