ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 1:56 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » თსუ-ის სტუდენტურ თვითმმართველობაში განხეთქილებაა. რამდენად ლეგიტიმურია თვითმმართველობის ხელმძღვანელობა?!
თსუ-ის სტუდენტურ თვითმმართველობაში განხეთქილებაა. რამდენად ლეგიტიმურია თვითმმართველობის ხელმძღვანელობა?!
3:01 PM
ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა სტუდენტურ საზოგადოებაშიც ჰპოვა ასახვა. ეს განსაკუთრებით საგრძნობი გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობაში. ვნებათაღელვა არ წყდება თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის გარშემო. ყველაფერი პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის ინტერვიუს შემდეგ დაიწყო და განვითარება ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა `რე-აქციაში” ჰპოვა. მოცემულ თემებთან დაკავშირებით, სტუდენტური საზოგადოების აზრი დღემდე ორადაა გაყოფილი. მხარეები მიიჩნევენ, რომ ერთის მხრივ, `რესპუბლიკური პარტიის” წევრის განცხადებები დანაშაულებრივი და ღალატის ტოლფასია, ხოლო ნაწილი თვლის, რომ დემოკრატიის პირობებში ყველას აქვს თავისი შეხედულების გამოთქმის უფლება და პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის ინტერვიუზე სტუდენტუერი საზოგადსოების, კერძოდ კი თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის მწვავე პასუხი პოლიტიზირებულია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, რომელიც გასული წლის მაისში აირჩიეს, გუშინდელი მოვლენების ფონზე, შიგადაპირისპირების მდგომარეობაში აღმოჩნდა. დაპირისპირების მიზეზი, მართალია, თვითმმართველობის ხელმძღვანელთა ლეგიტიმურობას ეფუძნება, მაგრამ "ახალგაზრდა იურისტის” ვერსიით, არ არის გამორიცხული, განვითრებული მოვლენების მასტიმულირებელი, ბოლო დროს სტუდენტური თვითმმართველობის ირგვლივ ჩამოყალიბებული შეფასებებიც იყოს.
თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები: ცოტნე ზურაბიანი, მურმან პატარაია და მათი მეგობრები, რომლებიც ამავდროულად წარმოადგენენ უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის თვითმმართველობაში არჩეულ კანდიდატებს, თვლიან, რომ დღევანდელი თვითმმართველობის ხელმძღვანელებს აღარ აქვთ უფლება განახორციელონ დებულებით მათთვის დაკისრებული უფლებამოსილებები.
`ახალგაზრდა იურისტი” დაპირისპირებაში გარკვევას შეეცადა:
მურმან პატარაია: დღეს უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელებს აღარ აქვთ უფლება იმყოფებოდნენ იმ თანამდებობებზე, რომლებსაც არალეგიტიმურად ხელმძღვანელობენ. მე მხედველობაში მყავს თვითმმართველობის პრეზიდენტი გიორგი ავალიანი, ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი მეგრელიშვილი, სტუდენტური პარლამენტის სპიკერი თორნიკე ხუციშვილი და ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ ლომჯარია. ამის მიზეზი წმინდა სამართლებრივი მხარეა. ჩვენი დოკუმენტაციით, რომელიც მოვიპოვეთ, დასტურდება შემდეგი: ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებლად იწოდებიან გასული წლის 24 ივლისს. ეს არის ის პერიოდი, როდესაც სტუდენტური თვითთმმართველობა უკვე სამი თვის არჩეულია და შესაბამისად, თავისი მმართველობის ორგანოებიც. თვითმმაღთველობას მიღებლი აქვს თავისი სამოქმედო დებულება., რომელმაც მაშინ თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის თვითმმართველობამ მხარი არ დაუჭირა, მაგრამ სწორედ ამ დებულების მოთხოვნით, თვითმმართველობის წევრი, რომელიც სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 6 თვის შემდეგ ვერ აღიდგენდა სტუდენტის მდგომარეობას, ვგულისხმობ, ვერ ჩააბარებდა მაგისტრატურაში, ავტომატურად უჩერდებოდა თვითმმართველობის წევრობა.
- სად ჩანს კანონდარღვევა, თუკი გიორგი ავალიანი და სხვები დღეს მაგისტრანტები არიან, ანუ ჩვეულებრივ, მათ აქვთ სტუდენტის სტატუსი?
- დიახ, საინტერესიო სწორედ ეს მონაკვეთია. ჩვენს მიერ მოძიებული დოკუმენტაციით, სახეზე გვაქვს შემდეგი გარემოება. გიორგი ავალიანი და ზემოდასახელებული სხვა მმართველობითი ორგანოს ხელმძღვანელები უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ირიცხებიან 2007 წლის 24 აპრილის ბრძანებით. რა გამოდის? თუ ამ ადამიანებმა ბაკალავრიატის სწავლება დაასრულეს 2006 წლის 24 ივლისს, 2007 წლის 24 აპრილამდე გასულია თითქმის ცხრა თვე. მათ არც ის შესაძლებლობა გამოიყენეს, რაც უშუალოდ მათ მიერვე მიღებული დებულება აკისრებდათ – როცა სტუდენტის სტატუსის გარეშე იყვნენ, ჰქონდათ სამართლებრივი უფლება მიემართა სტუდენტური პარლამენტისთვის თავიანთი უფლებამოსილების გაგრძელებასთან დაკავშირებით. არც ეს პროცედურა გაითვალისწინეს. მით უმეტეს, სტუდენტური პარლამენტის თავმჯდომარე თორნიკე ხუციშვილი Dეს არც სტუდენტია და არც მაგისტრანტი. მისი ლეგიტიმურობის საკითხი აქვე გარკვეულია.
- გქონდათ თუ არა ყოველივე ამის თაობაზე პირადი საუბრები თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან და ეს თემა რატომ გახდა ასეთი აქტუალური მაშინ, როდესაც სტუდენტური თვითმმართველობა აშკარად დაუპირისპირდა `რესპუბლიკურ პარტიას?”
- გმადლობთ ამ შეკითხვისთვის. ეს თემა არ გამხდარა ამჟამად აქტუალური. ჩვენ მტკიცებულებების მოპოვებას მოვუნდით საკმაო ხანი. ეს გარემოება, დაახლოებით, ერთი თვის წინ ჩვენთვის უკვე ცნობილი იყო, მაგრამ მაშინ იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ ვისაუბრებდით, რადგანაც ფიზიკურად საქართველოში არ ვიმყოფებოდით - ჩვენ იერუსალიმში გახდით წმიდა მიწის მოსალოცად. ჩვენ არც პოლიტიზირებული ფონი შეგვირჩევია ამის სათქმელად. უბრალოდ, ვფიქრობთ რა, რომ `რესპუბლიკურ პარტიასთან” დაპირისპირება მაინც ჩავლილი ამბავია, ხოლო ამჟამად უნივერსიტეტის სტუდენტურმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი იმის შესახებ, თუ რა ხდება მათ მიერვე არჩეულ ორგანოში. სად არის სიმართლესა და უსამართლობას შორის ზღვარი. ჩვენ შევეცდებით, ცივილური, პრესკონფერენციების სახით გამოვხატოთ ჩვენი მოსაზრებები. რა თქმა უნდა, გვქონდა პირადი შეხვედრები თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან, მაგრამ მათ ჩვენს ბრალდებებზე საკმაოდ ცინიკური დამოკიდებულება ჰქონდათ.
- რას აპირებთ?
- ვაპირებთ ამოქმედდეს მათ მიერვე მიღებული თვითმმართველობის დებულება, ამ ადამიანებმა დატოვონ თვითმმართველობის მმართვის ორგანოები, ვაპირებთ, სტუდენტობამ გაიგიოს სიმართლე.
ნანახია: 909 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz