ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 12:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » "თუ ჩვენ იმიტომ ვართ კომკავშირლები, რომ სხვა პოლიტიკური ძალა გვმართავს, მაშინ ზურაბიანი არ გამოდის კომკავშირელი?!"
"თუ ჩვენ იმიტომ ვართ კომკავშირლები, რომ სხვა პოლიტიკური ძალა გვმართავს, მაშინ ზურაბიანი არ გამოდის კომკავშირელი?!"
3:01 PM

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობაში კვლავ დაძაბული ვითარებაა. გიორგი ავალიანს, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს, თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ღიად დაუპირისპირდა. თვითმმართველობის პრეზიდენტთან ერთად, თვითმმართველობის “ამბოხებული” წევრები სხვა ხელმძღვალელებსაც `თვითმარქვიასა” და `არალეგიტიმურს” უწოდებს. დღეს უნივერსიტეტის ყველა კორპუსში `ბრალმდებელმა მხარემ” სტუდენტური საზოგადოების ინფორმირებისათვის, თუ რა ხდება მათ მიერვე მაისში არჩეული თვითმმართველობის რიგებში, სწორედ ასეთი ხასიათის პროკლამაციები გაავრცელა.
"ახალგაზრდა იურისტი,” რომელიც თვალს ადევნებს მიმდინარე პროცესებს, გთავაზობთ განვითარებულ მოვლენებზე სტუდენტური თვითმმართველობის პოზიციასაც. მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობის ხელმძღვანელობა ოფიციალური კომენტარისაგან, მას-მედიასთან თავს იკავებს, უფლებამოსილი პირი, ვინც სტუდენტურ თვითმმართველობაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებდა, სალომე ბენიძე აღმოჩნდა.
გთავაზობთ თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ, სალომე ბენიძის კომენტარს.

- რა გახდა თვითმმართველობის წევრთა შიდა დაპირისპირების მიზეზი?
- მე ამას ვერ დავარქმევ შიდა დაპირისპირებას, რადგან იმდენად მცირე ჯგუფია ცოტნე ზურაბიანის ირგვლივ, რომ ეს უფრო კონკრეტულ პირთა დაპირისპირებაა გიორგი ავალიანთან. ამ ხალხს, ალბათ არ აწყობს ავალიანის ამ პოსტზე ყოფნა და მისი წასვლის შემდეგ ისინი უფრო მოხერხებულად იგრძნობენ თავს.
- თქვენ თვლით, რომ ეს ტრამპლინისთვის სჭირდებათ?
- დიახ, სჭირდებათ და საერთოდ, ეს ხალხი ცდილობს გარკვეული პოლიტიკური ძალების თვალში ქულების დაწერას.
- ვინაიდან ეს დაპირისპირება მოხდა `რესპუბლიკელებთან” მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, თქვენი აზრით შესაძლოა, რომ მათ უკან იდგეს პოლიტიკური ძალა?
- ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ამ დასკვნამდე მივალთ. თუ ზურაბიანი თვლიდა, რომ ივლისიდან მოყოლებული გიორგი ავალიანს არ ქონდა სტუდენტის სტატუსი, სად იყო აქამდე, რატომ არ ამოიღო ხმა?
- მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ ისინი იმყოფებოდნენ იერუსალიმში და გარდა ამისა დაკავებულნი იყვნენ დოკუმენტების შეგროვებით.
- რა საბუთებზეა საუბარი, როცა არანაირი ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს.
- იქ საუბარი იყო იმ საბუთებზე, რომლითაც ისინი ამტკიცებენ, რომ გიორგი ავალიანს მართლაც შეუწყდა სტუდენტის სტატუსი ივლისში.
- მე მაქვს ოფიციალური დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, გიორგი ავალიანს სტუდენტის სტატუსი შეუწყდა 2007 წლის 31 იანვრის რექტორის ბრძანების საფუძველზე, ხოლო მაგისტრატურის სტუდენტი გახდა 2007 წლის 24 აპრილს. თვითმმართველობის დებულებით, კი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, სტუდენტს უფლება აქვს იყოს თვითმმართველობის წევრი, შესაბამისად 6 - თვიანი ვადა, 31 იანვრიდან 24 აპრილამდე არ გასულა.
- რა შეფასებას მისცემდით ზურაბიანის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას?
- მე ნამდვილად არ ვიცი, თუ საიდან მოიტანეს ეს დოკუმენტები. რაც მათ წარმოადგინეს, ეს იყო უბრალოდ დეკანატიდან გამოტანილი კურსდამთავრებულ სტუდენტთა სია. არანაირი ბრძანება და ოფიციალური დოკუმენტი ეს არ ყოფილა. ჩაიხედონ დებულებაში, სანამ რექტორის ბრძანება არ გამოვა, მანამ არ უწყდება სტუდენტს სტატუსი. თქვენ იცით, რომ უნივერსიტეტში მიმდინარეობს რეფორმები და ამის გამო შეფერხდა, როგორც მაგისტრატურის გამოცდები, ისე დიპლომების გაცემაც. ამ ყველაფერმა კი გამოიწვია ის, რომ რექტორის ბრძანება იანვრამდე ვერ გამოიცა.
- რა რეაგირებას მოახდენს თვითმმართველობა ამ ბრალდებაზე, ვინაიდან როგორც თქვენ ამბობთ, მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები არ არის რეალობის ამსახველი და არ ადასტურებს იმ ბრალდებას, რაც ავალიანის მიმართ არის წაყენებული?
- ჩვენ ჯერჯერობით ვმსჯელობთ ამ თემაზე. ჩვენ არ გვინდა რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა უნდა ითქვას, რომ მათ უხეშად დაარღვიეს თვითმმართველობის დებულება, შეეძლოთ ეს სხვანაირად მოეგვარებინათ.
- კონკრეტულად როგორ?
- მათ შეეძლოთ უბრალოდ უშუალოდ მიემართათ ხელმძღვანელობისათვის და თვითმმართველობის შიგნით გაერკვიათ ეს საკითხი, სანამ ჟურნალისტებს მოიყვანდნენ. უბრალოდ მისულიყვნენ და ეთქვათ.
- როგორც ცნობილია, მათ მიმართეს ხელმძღვანელობას და მათგან ცინიკური დამოკიდებულება მიიღეს. თქვენი კომენტარი?
- მე ეჭვი მეპარება, რომ გიორგის და ირაკლის მათთვის არ მოესმინათ. იმ შემთხვევაში, თუ მათ არ მოუსმინა ავალიანმა და მეგრელიშვილმა, შეეძლოთ შეეკრიბათ თვითმმართველობა ამ საკითხის განსახილველად. თუ ყურადღება არ მიაქციეს იმიტომ, რომ მათ იცოდნენ რეალური ინფორმაცია. როცა არასერიოზული არგუმენტი აქვს შენს ოპონენტს, შეიძლება მას ყურადღება არც მიაქციო. ჩვენ არ ვცნობთ მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, ჩვენ გვაქვს კანცელარიიდან ამოღებული დოკუმენტი, რომელსაც აქვს რექტორის ხელმოწერა და ბეჭედი.
- რაც შეეხება თორნიკე ხუციშვილს, მას არ ჩაუბარებია მაგისტრატურაში, რა ხდება მასთან მიმართებაში?
- თორნიკეს სტუდენტის სტატუსი შეუწყდა 2007 წლის 31 იანვარს და შესაბამისად არ გასულა დებულებით გათვალისწინებული 6 თვიანი ვადა ასე, რომ მას ჯერ კიდევ აქვს უფლებამოსილება.
მე თვითონ ვარ მოწმე, რომ ავალიანმა დიპლომი აიღო თებერვალში, რადგან მე ვახლდი თან. ზურაბიანის გუნდი იძახის, რომ ავალიანმა დიპლომი ოქტომბერში აიღო, თუმცა ამ ფაქტს ვერ ასაბუთებენ. ალბათ ვერ გათვალეს, რომ სტუდენტის სტატუსი წყდება არა ავტომატურად სწავლის დამთავრების დროს, არამედ რექტორის ბრძანების შედეგად. ისინი საკუთარი ამბიციების მსხვერპლნი არიან.
- როგორც ცნობილია ისინი წარმოადგენენ ჰუმანიტარული ფაკულტეტის თვითმმართველობას, ასევე ცნობილი, რომ მათ არ დაუჭირეს მხარი თვითმმართველობის დღევანდელ დებულებას და საერთოდ, ისინი ოპოზიციურად არიან განწყობილნი. ხომ არ არის მათი პოზიცია წმინდა სუბიექტური და მას არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ ძალებთან?
- ისინი ყოველთვის ოპოზიციურად იყვნენ განწყობილნი, ყოველთვის ცდილობდნენ რაღაც ამოექექათ და ჩემი აზრით, შესაფერისი დრო მოძებნეს ხმაურის ასატეხად. მიუხედავად მათი თავიდანვე ოპოზიციური განწყობისა, მე მაინც არ გამოვრიცხავ, რომ მათ უკან გარკვეული პოლიტიკური ძალა დგას. მაშინ, როცა მთელი სტუდენტობა ენგურის ხიდზე იდგა, ცოტნე ზურაბიანი `რე¬-აქციის~ პირდაპირ ეთერში ბრალს გვდებდა იმაში, რომ `კომკავშირლები” ვართ. თუ ჩვენ იმიტომ ვართ კომკავშირლები, რომ სხვა პოლიტიკური ძალა გვმართავს, მაშინ ზურაბიანი არ გამოდის კომკავშირელი, როცა სხვა პოლიტიკური ძალის მიერ იმართება?!
- მაინც რითი დაამტკიცებთ, რომ მათ უკან პოლიტიკური ძალა დგას?
- უბრალოდ, ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა.
ნანახია: 967 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz