ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 9:37 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » საქართველოს პრეზიდენტი გათავისუფლებულ სტუდენტებს ღირსების მედლებით აჯილდოებს
საქართველოს პრეზიდენტი გათავისუფლებულ სტუდენტებს ღირსების მედლებით აჯილდოებს
3:02 PM
აფხაზეთის თვითაღიარებული ხელისუფლების მიერ დაკავებული სამი ქართველი სტუდენტის ბედი გარკვეულია. კობა რიგვავა, ივერი ყორშია და ლევან ღაჭავა გაათავისუფლეს. გათავისუფლებული სტუდენტები საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში მიიღო და მამაცობისთვის ღირსების მედლები გადასცა. სტუდენტები 1 მარტს გალის რაიონის სოფელ შამგონასთან დააკავეს, სადაც ისინი დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებდნენ. ქართველი ახალგაზრდები აფხაზურმა მხარემ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავა, დაკავებულთა სასამართლო პროცესი კი მთელი ამ ხნის განმავლობაში, რამდენჯერმე გადაიდო.
სამი ქართველი ახალგაზრდა სოხუმის იზოლატორში იმყოფებოდა. იყო ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მხოლოდ ქართული მხარის მიერ დავით სიგუას გათავისუფლების შემდეგ გაათავისუფლებდნენ, თუმცა დღეს, საქართველოს შსს გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომლის თანახმადაც, სტუდენტების გათავისუფლება არავითარ გაცვლასთან არ ყოფილა დაკავშირებული. მეტიც, განცხადებაში აღნიშნულია, რომ `ქართველ სამართალდამცავებს მძევალი და მით უმეტეს, დაკავებული არ ჰყავთ ვინმე სიგუა და შესაბამისად, ამ მიმართულებით, ინსინუაციები ზედმეტია.”

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, `საქართველოს საზღვარი გადის მდინარე ფსოუზე და არანაირი საზღვარი ენგურის ხიდზე არ არსებობს, შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ვერავინ ვერ გასამართლდება ამ საზღვრის დარღვევისათვის.” პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მწვავედ შეეხო საქართველოს იურისდიქციის აღდგენას აფხაზეთში და გათავისუფლებულ სტუდენტებს მადლობა გადაუხადა.

ტყვეობიდან გათავისუფლებული სტუდენტები პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, კანცელარიის ეზოში გავიდნენ. მათ გამოჩენას სოლიდარობის ნიშნად შეკრებილი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ოვაციებით შეხვდნენ. სტუდენტურ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა და სამი ქართველი ახალგაზრდის გათავისუფლების საკითხში მორალური მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

სამწუხაროდ, საზოგადოებამ ვერ მოისმინა გათავისუფლებული სტუდენტების კომენტარები. მათ ნაცვლად, განმარტებებს შეკრებილი სტუდენტური თვითმმართველობის წევრები აკეთებდნენ. მათ იმედი გამოთქვეს, რომ მალე შეხვდებოდნენ თანატოლებს და დაწვრილებით იქნებოდნენ ინფორმირებული `აფხაზური ტყვეობის” შესახებ. გათავისუფლებულმა სტუდენტებმა გაძლიერებული დაცვით კანცელარიის შენობა თანატოლ სტუდენტებთან ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ დატოვეს.
ნანახია: 872 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz