მთავარი » 2008»აპრილი»22 » გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის” მხარდაჭერით, სტუდენტებმა შარდენზე საქველმოქმედო აქცია გამართეს
გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის” მხარდაჭერით, სტუდენტებმა შარდენზე საქველმოქმედო აქცია გამართეს
3:02 PM
შარდენი
სტუდენტური ცხოვრების ყოველდღიურობად იქცა. ცნობილი ქუჩა ქველმოქმედების
კიდევ ერთმა დღემ აახმაურა. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა კურსის სტუდენტებმა მორიგი
საქველმოქმედო აქცია გამართეს. საქველმოქმედო აქციის მომზადებაში
სტუდენტებს გვერდში დაუდგა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტურ-ახალგაზრდული
გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის” რედაცქიაც. მით უმეტეს, საქველმოქმედო აქციის
ინიციატორად გაზეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს ხელმძღვანელი
თინათინ ნიბლოშვილი გამოვიდა.
შარდენის ქუჩაზე დილიდანვე სტუდენტების სიმრავლე იგრძნობოდა. აქველმოქმედო
აქცია 11 საათზე დაიწყო და მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა. გასაყიდად
გამოტანილი იყო ხელნაკეთი ნივთები, წიგნები, სხვადასხვა სუვენირები.
Qქველმოქმედების მიზანს წარმოადგენდა გადაცემა `დროებაში” გასული სიუჟეტის
გმირებისთვის დახმარება. ჟურნალისტმა ლიზი ვაჩნაძემ, გიორგი თარგამაძის
საავტორო გადაცემაში, საზოგადოებას შესთავაზა სიუჟეტი “რა არის
ბედნიერება?” სადაც გაშუქებული იყო საქართველოს საპატრიარქოს თავშესაფარში
მცხოვრები ერთი ოჯახის ბედი.
საქველმოქმედო აქციის დასრულების შემდეგ, სტუდენტები და გაზეთის რედაქციის
წევრები ლიზი ვაჩნაძის სიუჟეტის გმირებს შეხვდნენ. სტუდენტების სტუმრობა
გიორგობის დღეს სრულიად მოულოდნელი და სასიხარულო აღმოჩნდა პატარა
მერისთვის და თავისი დედის – ქალბატონი ლიას ოჯახისათვის. ჩვენ მათ
ტანსაცმელი, ტკბილეული და აქციიდან შემოსული თანხა გადავეცით.