მთავარი » 2008»აპრილი»22 » თსუ-ში ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი სიტყვით გამოვა
თსუ-ში ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი სიტყვით გამოვა
3:03 PM
საქართველოში
ესტონეთის პრესიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესის სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი
დაიწყო. საპატიო სტუმართან დახვედრის ცერემონიალი საქართველოს
საკანონმდებლო ორგანოში გაიმართება, რომლის შემდგომაც საქართველოს
პრეზიდენტი თავის ესტონელ კოლეგას შეხვდება. ესტონეთის პრეზიდენტი
შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან. სტუმარი
ყვავილებით შეამკობს საქრათველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა გმირთა
მემორიალს. ესტონეთის პრეზიდენტი მოინახულებს აჭარასაც.
ესტონეთის პრეზიდენტის დასახვედრად ემზადებიან თბილისის ივანე
ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. ტომას ჰენდრიკ ილვისი
პირველი ქართული სასწავლებლის აკადემიურ და სტუდენტურ საზოგადოებას
სიტყვით მიმართავს.
ესტონეტის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში წინ უსწრებდა ქართველი
სტუდენტების ის ერთსულოვანი დამოკიდებულება, რომელიც რუსეთის საელჩოს წინ
აქციებით გამოიხატა. ქართველმა სტუდენტებმა ამ რამდენიმე დღის წინ რუსეთის
საელჩოსთან ტალინის მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის პოლიტიკა
გააკრიტიკეს. `ესტონეთი მხარში დაგვიდგა, როდესაც ქართველების მასობრივი
დეპორტაცია მოახდინა რუსეთმა, ჩვენი ვალია მხარდაჭერა დღეს დროული იყოს” –
აცხადებდნენ ქართველი სტუდენტები.