ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 8:47 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » "ჩემმა თაობამ ბევრი რამ უნდა შეცვალოს ქვეყანაში”
"ჩემმა თაობამ ბევრი რამ უნდა შეცვალოს ქვეყანაში”
3:06 PM
- ბატონო კოტე, მოდით, დღეს თქვენს მიმართ ამ მომართვას - `ბატონოს” ჩამოვაშორებთ და მხოლოდ სახელით მოგმართავთ, რადგანაც არაოფიციალურ გარემოში გვსურს გაგეცნოთ. იმედია, რესპოდენტობაზე თანახმა ხართ...
- (იცინის) პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა იმისთვის, რომ დგეს, თქვენი რუბრიკის სტუმარი ვარ.
- კოტე, თქვენ უნივერსიტეტში ძალიან საინტერესო პიროვნებად ხასიათდებით. თქვენ მოძრაობა `პირველების” ერთ-ერთი ხელმძღვანელი ხართ. აქტიური ცხოვრება უნივერსიტეტში თქვენს სტიქიად იქცა. როგორ მოხვედით სასურველ სპეციალობამდე?
- ძალიან აქტიური მოსწავლე ვიყავი. ვცდილობდი ინიციატივა გამომეჩინა, კარგად მესწავლა, უფროსების რჩევა გამეთვალისწინებინა. მუდმივად ვმონაწილეობდი შემეცნებით პროექტებში, მათი ორგანიზატორიც ვიყავი. მეთერთმეტე კლასში ყოფნისას, როდესაც დადგა საკითხი ამერჩია ჩემი მომავალი პროფესია, გადავწყვიტე - ეს იურიდიული ყოფილიყო. რაც მთავარია, ეს საქმე ჩემს პიროვნებასთან ახლოს დგას და იმედი მაქვს შევძლებ საკუთარი თავის პოვნას ცხოვრებაში.
მოგეხსენებათ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება რა მითებთან იყო დაკავშირებული, თუმცა `ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა” მეტი გამბედაობა მომცა და ჩემს მიზანს წინ ვეღარაფერი აღუდგა. პირველივე კურსზე ყოფნისას მეგობრებთან ერთან (ნიკა შეყილაძე, უჩა ძიმისტარიშვილი, კახა ურიადმყოფელი, დავით ქოჩიაშვილი, რუსუდან ჯიქია) ჩამოვაყალიბე სტუდენტური მოძრაობა ,,პირველები”. შექმნიდან რამდენიმე დღეში ,,პირველები” 500-მდე წევრს ითვლიდა. ეს იყო საოცარი ერთიანობის, ენთუზიაზმისა და იმედის არსებობის პერიოდი. დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ითქვას, რომ სტუდენტური მოძრაობა ,,პირველების” შექმნის იდეა არ იყო მხოლოდ რამდენიმე სტუდენტის სურვილი. ის ფაქტი, რომ ამ იდეას ამდენი ახალგაზრდა გამოეხმაურა, იმის მანიშნებელია, რომ ეს იყო თაობის მოთხოვნილება. ახალი თაობა, ახალი გამბედაობა, ახალი იდეები... ერთი სიტყვით სასიამოვნო გასახსენებელია (იცინის). დღესაც აქტიურად ვარ ჩართული საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, თუმცა ეს არ მაძლევს ერთი წუთითაც იმის უფლებას სწავლას მოვწყდე. ძალიან მიხარია, რომ იურიდიული ფაკულტეტი საუკეთესოა უნივერსიტეტში და კარგი საშუალება მაქვს მივიღო სრულფასოვანი განათლება. მშობლებიც და ჩემი უფროსი მეგობრებიც მეუბნებიან, რომ სტუდენტობა ის დროა რომელსაც გაფრთხილება და გამოყენება სჭირდება, საუკეთესო საშუალება პროფესიონალად ჩამოყალიბებისა.
- როგორი მოსწავლე იყავით. გაიხსენეთ თქვენი მოსწავლეობიდან რაიმე ღირსახსოვარი...
- სკოლაში ყოველთვის ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ ვითვლებოდი. მაღალი შეფასებებიც მქონდა. დღეს ხშირად ვაკითხავ ხოლმე სკოლას, სადაც დიდ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ მასწავლებლებისგან, რაც ალბათ ჩემი კარგად სწავლის დამსახურებაა. ვამაყობ იმით, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა დავამთავრე, ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის 87-ე საჯარო სკოლა. იყო პერიოდი, როდესაც მასწავლებლები გვაძლევდნენ საშუალებას ჩვენ თვითონ ჩაგვეტარებინა გაკვეთლები. ერთხელ ქიმის ჩატარება მომიწია და მახსოვს, როგორ ვემზადებოდი. მასწავლებელმა რამდენიმე დამატებითი ლიტერატურა მიმითითა. არ დამავიწყდება ბავშვების გაკვირვებული სახეები, როდესაც მათთვის გაუგებარ ენაზე ქიმიის გაკვეთილსს ვხსნიდი, რომელიც მხოლოდ ჩემს მასწავლებელს ესმოდა... (იცინის) ეს, რა თქმა, უნდა ხუმრობით, ისე საკმაოდ წარმატებული და ნაყოფიერი გაკვეთილი გამომივიდა.
- ყველაზე მეტად რომელი საგანი მოგწონდათ სკოლაში? რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?
- ყველა საგანს კარგად ვსწავლობდი. განსაკუთრებით კი მიყვარდა საქართველოს ისტორია, ქართული ლიტერატურა, ფიზიკა და ალგებრა. რაც შეეხება პროფესიის არჩევას, ალბათ ამას ვუკავშირებ სააჯარო სამართლისადმი ჩემს დიდ ინტერესს.
- როგორ ფიქრობ, რამდენად იძლევა უნივერსიტეტი თქვენი პროფესიული ჩამოყალიბებისა და განვითარების საშუალებას? გაქვთ თუ არა რაიმე კონკრეტული შენიშვნები ან წინადადებები...
- უნივერსიტეტი ნამდვილად არის ის ადგილი სადაც პროფესიონალად ჩამოყალიბება შეიძლება. ის უდიდესი ტრადიციის მატარებელია. მისი წარმატება კი სწრაფმა და სწორად განსაზღვრულმა რეფორმებმა უნდა შეძლოს. საჭიროა უფრო ჩქარი ტემპები. ყველას კარგად გვესმის, რომ უნივერსიტეტი არის ჩვენი წარსულიც, აწმყოც და უპირველეს ყოვლისა მომავალი.
- გისარგებლიათ თუ არა საუნივერსიტეტო სინამდვილეში გარკვეული ურთიერთობებისას იმ გარემოებით, რომ სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენელი ხართ?
- რა თქმა უნდა, მისარგებლია, თუმცა არც ისე ხშირად.
- როგორ ფიქრობთ, როგორი სტუდენტური თაობა მოვიდა დღევანდელ საქართველოში. რაში ხედავთ ჩვენი თაობის ღირსებას და ნაკლს?
- მეც ამ ახალი თაობის წარმომადგენელი ვარ, ჯერ მხოლოდ მეორე კურსელი. (იცინის) ვთვლი, რომ ამ თაობამ ბევრი რამ უნდა შეცვალოს ქვეყანაში. უნდა გამოვიდეთ საბჭოთა მენტალიტედიდან, სახელმწიფოებრივი აზროვნება უნდა განვიმტკიცოდ. სწორედ ეს თაობა უნდა იყოს ის ძალა, რომელიც საქართველოს გააერთიანებს და ნორმალურ თანცხოვრებას შეძლებს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან.
მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი თაობა იქნება პროფესიონალებისა და საკუთარ საქმეში წარმატებული ადამიანების თაობა. დღევანდელი დღე წარმოადგენს ფასეულობათა გადაფასების პერიოდს და მჯერა, რომ ახალი თაობა აუცილებლად შეინარჩუნებს იმ ფასეულობებს, რაზეც ქართული სახელმწიფო ყოველთვის იდგა. მოვუწოდებ ყველას, მეტი დრო განათლებასა და ცხოვრების ჯანსაღ წესს დაუთმოსს.
- რა არის თქვენი წარმატებული მოღვაწეობის საწინდარი?
- ადამიანის წარმატების საწინდარი დაუღალავი შრომა, ნებისყოფა და უფლის რწმენაა. იმედია, მეც გავითვალისწინებ ამას და მომავალში წარმატებული ადამიანი ვიქნები.
- ვინ არიან თქვენი მეგობრები? ნამდვილ მეგობრებს როგორ ცნობთ?
- ბევრი მეგობარი მყავს, ამიტომ გამიჭირდება მათი ჩამოთვლა. ეს ის ადამიანები არიან, ვისაც ჩემი კარგად ესმის და ყოველთვის ჩემს გვედით არიან.
- როგორია თავისუფალი დრო კოტე ჩოკორაიას ცხოვრებაში?
- ჩვეულებრივი ალბათ, როგორც ბევრი სტუდენტის. მხატვრული ლიტერატურის კითხვა, მეგობრები, ფეხბურთი და ა.შ.
- წიგნი, რომელიც ბოლოს წაგიკითხავთ ან ამჟამად კითხულობთ?
- ბოლოს ივან ბუნინის მოთხრობების კრებული ,,ნატალი” წავიკითხე. ამჟამად ვკითხულობ ელგუჯა ხინთიბიძის ,,შუასაუკუნოებრივი და რენესანსული `ვეფხისტყაოსანში”.
- რომელია თქვენი საყვარელი ქართველი მწერალი და უცხოელი მწერალი, პოეტი თუ მსახიობი?
- საყვარელი ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია, ნაწარმოები `დავით აღმაშენებელი.” უცხოელი მწერალი - გაბრიელ გარსია მარკესი; პოეტი – ლადო ასათიანი. Uცხოელი - გოეთე, მსახიობი - ოთარ კობერიძე, უცხოელი - ჯორჯ კლუნი.
- რომელი ლიტერატურული გმირის თავგადასავლით იცხოვრებდით და რატომ?
- მიხაილ ბულგკოვის ,,ოსტატი და მარგარიტადან” ოსტატის. ალბათ იმიტომ, რომ ამ პერსონაჟის გზა სიკეთეზე გადის, სიკეთე კი ერთადერთი რამაა, რაც ბოროტებას ამარცხებს.
- გაქვთ თუ არა ატაცებული ფრაზა?
- სახარებისეული სიტყვები: ,,ვინცა მახვილი აღიღოს, დაე შეიმუსროს”
- რა არის თქვენთვის უნივერსიტეტი?
- უნივეერსიტეტი დღეს ჩემი ცხიოვრებაა, სწავლა, მეგობრები, ,,პირველები” უნივერსიტეტს უკავშირდება. უნივერსიტეტი არ არის უბრალო უმაღლესი სასწავლებელი, ის პირველი ქართული უნივერიტეტია, რაც დიდ ტრადიციებს, ფასეულობებსა და ცოდნის ტაძარს ნიშნავს.
- ადამიანში რა თვისებას გამოყოფდით ყველაზე მეტად?
- ერთგულებას, ჰუმანიზმს, სითამამეს, გონიერებას.
- რომელია თქვენი საყვარელი ლექტორი?
- ჩემი საყვარელი ლექტორი არის კახი ყურაშვილი, რომელმაც გამიორმაგა საჯარო სამართლის სიყვარული და რომელმაც ბევრი რამ მომცა, რაც აუცილებლად გამომადგება, როგორც მომავალ იურისტს.
- ღირსახსოვარი ფაქტი, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტობიდან გაგყვებათ?
- რა თქმა უნდა პირველი კურსი, პირველი სემესტრი, ,,პირველების” დაფუძნების პერიოდი.
- ხართ თუ არა გურმანი?
- საკმაოდ. (იცინის) მიყვარს ქართული სამზარეულო: ხინკალი, მწვადი, ხაჭაპური..
- ქართულ პოლიტიკაზე რას ფიქრობთ? როგორ გგონიათ, ისტორიას ხალხი ქმნის თუ პიროვნება?
- ერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა არც ისე მაღალია. თუმცა ეს ჩვეულებრივი მოვლენაა პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის. იმედია, ნელ-ნელა წინ წავიწევთ. რაც შეეხება ისტორიას, მას ხალხი ქმნის, ხალხი კი პიროვნებებისგან შედგება.
- პოპულარულ ადამიანებს ყოველთვის ჰყავთ თაყვანისმცემლები. სიყვარულს თქვენს ცხოვრებაში რა ადგილი უჭირავს. შეყვარებული ხართ?
- ამჟამად არ ვარ შეყვარებული. ადვილად გაქცემთ ამ შეკითხვაზე პასუხს, მაშინ როცა შეყვარებული ვიქნები.
- რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ თანამედროვე ქალის საქციელში?
- მომწონს ინდივიდუალურობა, ინტელექტი, კეთილშობილება. რაც შეეხება იმას თუ რა არ მომწონს, ამაზე პასუხისგან თავს შევიკავებ.
- რაზე ოცნებობთ?
- ცხოვრების საინტერესოდ გატარებაზე და კიდევ ბევრ რამეზე.
- გმადლობთ საინტერესო საუბრისათვის!
ნანახია: 1199 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz