დღეს დილიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის” ინიციატივით,
სტუდენტური ანკეტური გამოკითხვა მიმდინარეობს. ანკეტური გამოკითხვის
მიზანს წარმოადგენს სტუდენტური აზრის გაგება სტუდენტური თვითმმართველობის
ინსტიტუტის ცნობადობის, საქმიანობისა და დამოკიდებულების შესახებ.
გამოკითხვას ახორციელებს გაზეთის სარედაქციო კოლეგიის სრული შემადგენლობა,
რომელიც ძირითადი და საკორესპონდენტო კორპუსისაგან შედგება. დღის ბოლომდე
გამოიკითხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექვსივე ფაკულტეტის ყველა
სპეციალობის ასობით სტუდენტი.
გაზეთ
`ახალგაზრდა იურისტის” რედაქცია, დღიდან უნივერსიტეტში სტუდენტური
თვითმმართველობის შექმნისა, რომელიც საქართველოს კანონის `უმაღლესი
განათლების შესახებ” ძალით ჩამოყალიბდა და მოქმედებს, ყოველთვის ცდილობდა
სტუდენტობამდე წარმოეჩინა ამ ორგანოს მუშაობისა და სიახლის როლი.
გაზეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს ხელმძღვანელის თიკო
ნიბლოშვილის განცხადებით: `მოცემული სოციოლოგიური გამოკითვის ჩატარება
გაზეთის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს და ის
არ უკავშირდება ამ ბოლო დროს საზოგადოებრივ განწყობას სტუდენტური
თვითმმართველობების მისამართით, თუმცა ჩვენ ამ საზოგადოების ნაწილი ვართ
და ისეთივე წუხილი და ემოცია გაგვაჩნია იმ ყველაფრისადმი, რაც ხდება. ჩვენ
სტუდენტური გაზეთი ვართ და ჩვენი პასუხისმგებლობაა სტუდენტური
საზოგადოების ინფორმირება იმ საკითხების ირეგვლივ, რომელიც განსაკუთრებით
აქტუალურობით სწორედ დღეს გამოირჩევა. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ყველაზე
ობიექტური და სამართლიანი შედეგები, რეალურად იმის ასახვა, თუ რას ფიქრობს
უნივერსიტეტის სტუდენტური საზოგადოება მათ მიერვე გასული წლის მაისში
არჩეული თვითმმართველობის შესახებ.”
სტუდენტურმა გაზეთმა `ახალგაზრდა იურისტმა” მსგავსი სოციოლოგიური
გამოკითხვა გასული წლის მაისში უკვე ჩაატარა. მაშინ არჩევნებში მონაწილე
სტუდენტური მოძრაობების ნდობის რეიტინგი გამოვლინდა. გაზეთი მოცემული
სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს გამოკითხვიდან უმოკლეს დროში მიაწვდის
საზოგადოებას.
თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სტუდენტები დილიდან პასუხს სცემს კითხვარში მოცემულ ოთხ
შეკითხვას: 1) რამდენად ინფორმირებული ხართ თსუ-ის სტუდენტური
თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ? B2) რამდენად ახლოს დგას თსუ-ის
სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტური ცხოვრების პრობლემატიკასთან? 3)
არის თუ არა თსუ სტუდენტური თვითმმართველობა ქმედითი და დამოუკიდებელი
არჩევიდან ერთი წლის შემდეგ? 4) როგორ ფიქრობთ, არის თუ არა თსუ-ის
სტუდენტური თვითმმართველობა პოლიტიზირებული?
სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდება ჩვენს ელექტრონულ გვერდზე.
|