ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 7:20 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » სტუდენტური პარლამენტის თავმჯდომარე გადადგომის ფაქტს არ ადასტურებს
სტუდენტური პარლამენტის თავმჯდომარე გადადგომის ფაქტს არ ადასტურებს
3:06 PM

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ირგვლივ ატეხილი ხმაური თანდათან მივიწყებას მიეცა, მაგრამ სტუდენტური საზოგადოების ინტერესი უნივერსიტეტში არსებული კანონიერად არჩეული სტუდენტური ორგანოს მიმართ, კვლავ დიდია. შესაბამისად, სტუდენტურ საზოგადოებაში არსებობს მითქმა-მოთქმა სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელთა სამომავლო გეგმების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, საკუთარი განცხადების საფუძველზე, თანამდებობა დატოვა სტუდენტური თვითმმართველობის პარლამენტის თავმჯდომარე თორნიკე ხუციშვილმა. ამის მიზეზად დასახელდა ის გარემოება, რომ თორნიკე ხუციშვილი აღარ სარგებლობს სტუდენტის სტატუსით და შესაბამისად, მას არც უფლებამოსილება გააჩნია უძღვებოდეს სტუდენტურ თვითმმართველობაში ერთ-ერთ საკვანძო თანამდებობას. შეგახსენებთ, რომ თორნიკე ხუციშვილის სტუდენტის სტატუსის არქონის შესახებ განცხადებები გააკეთა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებმა, რომლებიც ასევე წარმოადგენენ სტუდენტურ თვითმმართველობაში არჩეულ წევრებს.
`ახალგაზრდა იუირისტი” ინფორმაციის გადასამოწმებლად თორნიკე ხუციშვილს ესაუბრა. თსუ-ის სტუდენტური პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეეფერება და პროვოკაციულს უწოდებს. თორნიკე ხუციშვილის თქმით, ის არც გადადგომას აპირებს. კითხვაზე, ჰქონდა თუ არა სტუდენტის სტატუსი, თორნიკე ხუციშვილის შეფასებით, სტუდენტური თვითმმართველობის დებულების თანახმად, მას აქვს უფლება კიდევ 6 თვე უხელმძღვანელოს სტუდენტური თვითმმართველობის პარლამენტს.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტური პარლამენტი სტუდენტური თვითმმართველობაში გასული წლის მაისში, თვითმმართველობის არჩევიდან უმოკლეს დროში ჩამოყალიბდა.
ნანახია: 924 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz