ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 9:50 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის” რედაქცია სამოქმედო დებულებაში კარდინალური ცვლილებებისთვის ემზადება
გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის” რედაქცია სამოქმედო დებულებაში კარდინალური ცვლილებებისთვის ემზადება
3:07 PM

საუნივერსიტეტო სტუდენტური გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის” რედაქცია თავის სამოქმედო დებულებაში ცვლილებების განსახორციელებლად ემზადება. გაზეთი თავის უფლებამოსილებას 2004-2005 სასწავლი წლის სარედაქციო კოლეგიის მიერ შემუშავებული სამოქმედო დებულების მიხედვით ახორცილებს და დღემდე მასში ცვლილებები არ შესულა. ცვლილებები კარდინალურად შეცვლის სარედაქციო კოლეგიის სტრუქტურას და მრავალ ახალ ნოვაციას დაამკვიდრებს.

მოქმედი დებულების გადასინჯვის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც გაზეთი თავისი ელექტრონული გვერდით უნივერსიტეტის მთავარ საიტზე გამოჩნდა და სათანამშრომლოდ მოწვეულ იქნა თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექვსივე ფაკულტეტიდან სხვადასხვა კურსის სტუდენტები.

დაგეგმილი ცვლილებების შედეგად, შესაძლებელია გაუქმდეს სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობა, შემოღებულ იქნეს სამუშაო ჯგუფების თემატურად დაყოფა და მეტი უფლებამოსილებით აღიჭურვოს გაზეთის საზოგადოებასთან (მესამე პირებთან) ურთიერთობის სფეროს განყოფილება.

გაზეთის სარედაქციო კოლეგიის თითოეული წევრი უკვე აქტიურად შეუდგა მოცემულ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენას. ამჟამად განხილვის სტადიაშია სარედაქციო კოლეგიის წევრ ვალერი ოთხოზორიას მიერ რედაქციისათვის შეთავაზებული ცვლილებათა პაკეტი, რომელის მიმართაც უკვე გამოთქმულია ნაწილობრივ დადებითი შეფასება.

გაზეთ `ახალგაზრდა იურისტის” სარედაქციო კოლეგია მოქმედი დებულების თანახმად, წარმოდგენილია შემდეგი რედაქციით: დამფუძნებელი, სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე, მთავარი რედაქტორი, მთ. რედაქტორის მოადგილე/მოადგილეები, ნომრის პასუხსიმგებელი რედაქტორი, რედკოლეგიის წევრი და კორესპონდენტი.

გაზეთის ამჟამინდელი სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარის არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, გაზეთის სამოქმედო დებულება დროსთან და რეალობასთან შესაბამისად, საჭიროებს განახლებასა და დახვეწას. მისი თქმით, მოსალოდნელი ცვლილებების შემთხვევაში, გაზეთი უფრო მეტი დამოუკიდებლობის მქონე შემოქმედებითი ორგანო გახდება. გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე არ ემხრობოდა მოქმედ დებულებაში ცვლილებების პაკეტს, არჩილ კაიკაციშვილი არასწორს უწოდებს. “მე ვიყავი მოქმედი დებულების ერთ-ერთი ავტორი და ყოველთვის ვგრძნობდი სიახლის აუცილებლობას, როდესაც ამას ჩვენი საუნივერსიტეტო სტუდენტური ცხოვრების რეალობა მოითხოვდა. გაზეთის განვითარება ცოცხალი პროცესია და მე ყველა ლოგიკურ და ჯანსაღ ინიციატივას მივესალმები” – თვლის არჩილ კაიკაციშვილი

გაზეთის სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარის განცხადებით, მისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ამჟამინდელი თანამდებობის გაუქმების ინიციატივა. "პირიქით, თუ საჭირო გახდება, უნდა დავამკვიდროთ ის სტრუქტურული შემადგენლობა, რომელიც უფრო მოქნილი და ეფექტური იქნება. ადამიანები კი არ უნდა ერგებოდნენ მოქმედ ნორმატიულ დებულებას, არამედ უნდა იქმნებოდეს ისეთი სისტემა, სადაც სამართლებრივი არეალი მიესადაგება თითოეულ ინდივიდს” – თვლის არჩილ კიაკაციშვილი

გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის” რედაქციაში რეორგანიზაციის პროცესი გრძელდება. რედაქციამ უკვე გამოაცხადა თსუ-ის ექვსივე ფაკულტეტზე ახალი წევრების მიღების კონკურსი. მსურველები 21 მაისამდე უნდა დარეგისტრირდნენ. იქმნება განახლებული სარედაცქიო კოლეგია და საკორესპონდენტო კორპუსი.

გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის” სამოქმედო დებულებაში ცვლილებები მაისის ბოლოსთვის შევა. მოქმედი დებულების მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, `სარედაქციო კოლეგიის აღნიშნულ სამოქმედო დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შესატანი ცვლილების (ცვლილებების) მიმართ სარეადქციო კოლეგიის მთლიანი შემადგენლობის საერთო აზრის საფუძველზე გაზეთის კოლეგიის თავმჯდომარის ხელმოწერისთანავე.”


ნანახია: 851 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz