ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 9:20 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » სახელმწიფო უნივერსიტეტეში ახალ წესდებაზე მუშაობენ
სახელმწიფო უნივერსიტეტეში ახალ წესდებაზე მუშაობენ
3:08 PM
თსუ ახალი წესდების მოლოდინშია. კომისიამ პროექტზე მუშაობა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. როგორც ცნობილია, უნივერსიტეტს არ ჰქონდა წასდება, რომლითაც დარეგულირდებოდა რეფორმირებულ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენები. ახალი წესდებით კი შესაძლებელი გახდება დეტალურად მოწესრიგდეს ყველა საკითხი, რაც კი უნივერსიტეტის ცხოვრებას შეეხება. წესდების პროექტის შემმუშავებელი კომისია, ძირითადად, თსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტდა, თუმცა მათ შორის რამდენიმე სტუდენტიცაა. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ იურიდიული ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი, თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობისა და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი გიორგი შამათავა, რომელსაც ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ წესდების პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით. "ახალგაზრდა იურისტი” გიორგი შამათავს გაესაუბრა.
– სავარაუდოდ, რა საკითხები შევა ახალ წესდებაში?
- წესდებაში აისახება ყველა საკითხა, რაც კი უნივერსიტეტს შეეხება. მასში დეტალურად იქნება გაწერილი უნივერსიტრტის მართვის ორგანოების კომპეტენცია, მომსახურე პერსონალის უფლება მოსილებები,მათი არჩევისა და დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების წესი, სტუდენტთა უფლება-მოვალეობები, თსუ-ს დაფინანსების საკითხი და ა.შ
– სტუდენტებსა და ლექტორებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია შეფასების ახალი სისტემის შემოღებამ. აისახება თუ არა ეს საკითხი ახალ წესდებაში?
- წესდებაში არ შევა შეფასების ახალი სისტემის საკითხი, ეს რექტორის ბრძანებით არის მოწესრიგებული, რომელიც თავის მხრივ განათლების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის ბრძანებას ეყრდნობა.
– როგორია თქვენი დამოუკიდებლობის ხარისხი? ხომ არ მოექცევით ადმინისტრაციის გავლენის ქვეშ?
- მე ვარ თვითმმართველობის წევრი და შესაბამისად, ამ კომისიაში წარმოვადგენ სატუდენტებს. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ საკუთარ პოზიციას, მით უმეტეს არავის გავლენის ქვეშ არ მოვექცევით. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს აზრს ხშირად ითვალისწინებს და არანაირ შეზღუდვას არა აქვს ადგილი.
– სტუდენტთა მხრიდან, წესდებასთან დაკავშირებით, რაიმე ინიციატივის წარდგენის შემთხვევეში, რამდენად იქნება მათი აზრი გაზიარებული?
- მათ ექნებათ საშუალება მოგვაწოდონ წერილობით საკუთარი ინიციატივა ან აზრი კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს მანამ უნდა მოხდეს, სანამ კომისია დასკვნით სხდომას გამართავს.
– რამდენად არის უზრუნველყოფილი კომისიის მუშაობის საჯაროობა?
- ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია კომისიის მუშაობის შესახებ.
–საბოლოოდ, ვინ ამტკიცებს უნივერსიტეტის წესდებას?
მას შემდეგ, რაც კომისია შეიმუშავებს წესდების საბოლოო ვარიანტს, იგი დასამტკიცებლად გადაეგზავნება საქართველოს განათლების სამინისტროს.
ნანახია: 868 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz