ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 5:44 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » აქციას სტუდენტები შეუერთდნენ
აქციას სტუდენტები შეუერთდნენ
3:10 PM

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, ერგნეთის საგუშაგოსთან სასმელი წყლის მიწოდების აღდგენის მოთხოვნით მიმდინარე აქციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და გორისა და ცხინვალის დევნილი უნივერსიტეტების სტუდენტები შეუერთდნენ.

სტუდენტებმა აქციაზე ზღაპარ "ცისკარას" თეატრალიზებული წარმოდგენა დადგეს. სამხედრო ფორმაში გამოწყობილი დევი ცისკარამ დაამარცხა და წყალი ხალხს დაუბრუნა.

ერგნეთის საგუშაგოსთან მოსახლეობის აქცია გრძელდება - ადმინისტრაციულ საზღვართან დღეს დილიდან ხალხის რაოდენობა იმატებს.
მოსახლეობამ გაშლილ კარვებთან მისვლა დღეს გამთენიისას დაიწყო. მათი მოთხოვნები უცვლელია - კოკოითის ხელისუფლებამ აღადგინოს წყლის მიწოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დაშლაზე უარს აცხადებენ.

კონფლიქტის ზონაში წუხელ სროლის ხმაც ისმოდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ისროდნენ ოსური პოზიციებიდან. სროლის ფაქტს ადასტურებენ აქციის მონაწილენიც, რომლებმაც ერგნეთთან გაშლილ კარვებში ღამე გაათენეს.

იქ წუხელ კონფლიქტის ზონის 100-მდე მოსახლემ გაათენა ღამე. მათთან გვიან ღამით მოსალაპარაკებლად ეუთოსა და რუსული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები მივიდნენ. თუმცა აქციის მონაწილეებისგან მათ გზის გახსნის გარანტია არ მიუღიათ. სამშვიდობოებმა კარვების ტერიტორია უკომენტაროდ მალევე დატოვეს.
ნანახია: 848 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz