ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 6:55 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » სიახლე - თსუ-ში ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტებს საგამოცდო ცენტრები გამოცდის
სიახლე - თსუ-ში ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტებს საგამოცდო ცენტრები გამოცდის
3:12 PM
თსუ-ში გამოცდების ვნებათაღელვა დასრულდა. როგორც გვპირდებიან, ახალი სასწავლო წლიდან, გამოცდები სახელმწიფო უნივერსიტეტში უფრო ორგანიზებული და მობილიზებული იქნება. ამის გარანტია კი საგამოცდო ცენტრი იქნება. ამ საკითხებზე სასაუბროდ "ახალგაზრდა იურისტი” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსის მოადგილე ბატონ პაატა ტურავას გაესაუბრა.

- ბატონო პაატა, რას წარმოადგენს საგამოცდო ცენტრი?
- საგამოცდო ცენტრი ითვალისწინებს საგამოცდო პროცესების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას მთელი უნივერსიტეტის მასშტაბით. მისი მიზანი არ არის ლექტორის გამოყვანა თამაშიდან. პროფესორი კითხულობს ლექციებს, სილაბუსიდან გამომდინარე ადგენს საგამოცდო საკითხებს და შემდგომ მას გადასცემს საგამოცდო ცენტრს. ცენტრი საგამოცდო გრაფიკიდან გამომდინარე დანიშნავს გამოცდის დღეს, გამოყოფს ოთახს, უზრუნველყოფს საკითხების გადამრავლებას, ასევე ცენტის წარმომადგენლები დაესწრებიან გამოცდების მიმდინარეობას.

- რის ბაზაზე შექმნება საგამოცდო ცენტრი და ვის მიერ იქნება იგი დაკომპლექტებული?
- საგამოცდო ცენტრი სასწავლო დეპარტამენტში შეიქმნა.Mმის დებულებას ამტკიცებს აკადემიური საბჭო და სწორედ ამ დებულების საფუძველზე მოხდება გამოცდების ჩატარება. დებულება ამჟამად განხილვის პროცეშია, დასრულებისთანავე იგი გამოქვეყნდება და მისი გაცნობა ყველა დაინტერესებული პირისათვის შესაძლებელი იქნება. ცენტრის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახდენს ჩვენი განყოფილება, თუმცა მასში ჩართულები არიან ყველა ფაკულტეტზე არსებული სასწავლო პროცესების მართვის განყოფილებები. ასე, რომ ეს იქნება ერთიანი საგამოცდო ცენტრი, თუმცა ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ ცალკე სტრუქტურად. ეს იქნება ფუნქციონალური გაერთიანება გამოცდების დროს.

- რამ გამოიწვია საგამოცდო ცენტრის შექმნის აუცილებლობა?
- მსგავსი ცენტრები ევროპის უნივერსიტეტებში უკვე დიდი ხანია არსებობს. წელს ჩვენ ჩავატარეთ საპილოტო გამოცდები ყველა ფაკულტეტზე, ხოლო მომავლიდან იგი გახდება საყოველთაო. საგამოცდო ცენტრი გადაჭრის გამოცდების დროს აუდიტორიებთან დაკავშირებულ ხშირად შექმნილ პრობლემებს. უნივერსიტეტის მოვალეობაა გამოცდის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და არა ლექტორის. პროფესორი რატომ უნდა ხარჯავდეს დროს და ფულს ასობით საგამოცდო ტესტის გადამრავლებაზე?

- ცენტრის ამოქმედების შემდეგ, ნაწერის გამსწორებელი კვლავ საგნის ლექტორი რჩება?
- რა თქმა უნდა, ცენტრი მხოლოდ ორგანიზაციულ მხარეს უზრუნველყოფს. იმ შემთხვევაში, თუ შესაფასებელი ნაწერების რიცხვი ძალიან დიდი იქნება და ლექტორი ჩათვლის საჭიროდ, ცენტრი მას დაახმარებს სხვა გამსწორებელს.

- ხომ არ გამოირიცხება ზეპირი გამოცდა?
- მხოლოდ ზეპირი გამოცდა არ იქნება. იგი შეიძლება იყოს გამოცდის ერთ-ერთი კომპონენტი წერასთან ერთად.

- ბატონო პაატა, როდიდან ამოქმედდება საგამოცდო ცენტრი?
- წელს ჩატარებულმა საპილოტო გამოცდებმა დაგვანახა რა ტექნიკური უზრუნველყოფა და ადამიანური რესურსი იქნება საჭირო. ჩვენ მოვემზადებით და მომავალი სასწავლო წლიდან ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას.
იმედია, ახალი წესი ისევ საგონებელში არ ჩააგდებს ლექტორებსა და სტუდენტებს და იგი რეალურად იქნება ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება.
ნანახია: 997 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz