ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 10:29 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე პირველი სტუდენტური ფორუმის გახსნას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე პირველი სტუდენტური ფორუმის გახსნას დაესწრო
3:13 PM
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ტაბახმელას საუნივერსიტეტო რეზიდენციაში პირველი სტუდენტური ფორუმის გახსნას დაესწრო.
"მოხარული ვარ, რომ დღეს აქ, თქვენთან ერთად ვიმყოფები. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ყოფილი პედაგოგისთვის და როგორც მშობლისთვის, მართლაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდა თაობასთან ურთიერთობას, რაც თავისთავად დიდი პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს საზოგადოებაში არ დაიკარგოს თაობებს შორის კავშირი. ასეთი შეხვედრები მე და ჩემს კოლეგებს სწორედ მსგავსი კავშირების შენარჩუნების შესაძლებლობას გვაძლევს", – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ნინო ბურჯანაძემ საქართველოში სხვადასხვა სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმების, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.
"საქართველოში სტუდენტები არასოდეს ყოფილან გულგრილნი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. ჩვენ ყველანი, თქვენთან ერთად, ქვეყნის ერთიანობისა და კეთილდღეობის სადარაჯოზე უნდა ვიდგეთ. იმაზე, თუ როგორ განვითარდება დღეს მოვლენები, დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის, თითოეული ჩვენთაგანის ხვალინდელი დღე. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ეთიკური და სამართლებრივი ჩარჩოები; უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს მორალური კრიტერიუმები, რომელთა დაცვაც თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა," – მიმართა სტუდენტებს ნინო ბურჯანაძემ.
საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდა თაობის განსაკუთრებულ როლზე კონფლიქტების მოგვარების პროცესში და აღნიშნა, რომ სწორედ ახალგაზრდა თაობას შესწევს ძალა აღადგინოს ჩატეხილი ხიდი აფხაზ და ოს ახალგაზრდებთან.
ნინო ბურჯანაძემ ისაუბრა პარლამენტის, როგორც საკანონმდებლო ორგანოს მნიშვნელობაზე სახელმწიფოს განვითარებისა და წინსვლის პროცესში; მან სტუდენტებს აცნობა ოქტომბერში დაგეგმილი პროექტის შესახებ, რომლის მიხედვით სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი ინტერესის სფეროს შესაბამისად პარლამენტის მუშაობის სპეციფიკას გაეცნონ და შექმნან ნაშრომი პარლამენტის მიერ განხილულ სხვადასხვა საკითხზე.
"მივესალმები იმ ფაქტს, რომ ფორუმზე უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები ერთად იკრიბებიან, განიხილავენ მთელ რიგ საკითხებს და ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებების უზიარებენ. ვფიქრობ, საქართველოში რეალური სტუდენტური თვითმმართველობა ყალიბდება. ჩემთვის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარისთვის, მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებული იყოს, რომ თქვენი სახით საქართველოში ღირსეული და კომპეტენტური ცვლა მოდის," – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეხვედრის დასასრულს ნინო ბურჯანაძემ სტდენტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
აღნიშნული ფორუმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით იმართება, რომელშიც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა სტუდენტური თვითმმართველობის ლიდერები იღებენ მონაწილეობას. მისი მიზანი ახალგაზრდების დაახლოება და სტუდენტურ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ეფექტურობის გაზრდაა. ფორუმის განმავლობაში სტუდენტებისთვის ლექციებსა და სემინარებს ჩაატარებენ სახელმწიფო მოხელეები და უნივერსიტეტის პროფესორები.
ნანახია: 834 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz