ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 6:14 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 23 » გიორგი შამთავა დარწმუნებულია, რომ ახალ თვითმმართველობაში შემთხვევით ვეღარავინ მოხვდება
გიორგი შამთავა დარწმუნებულია, რომ ახალ თვითმმართველობაში შემთხვევით ვეღარავინ მოხვდება
9:43 PM

`ერთიანი სტუდენტური მოძრაობისთავმჯდომარე და ამავდროულად, თვითმმართველობის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრი გიორგი შამათავა დარწმუნებულია, რომ ახალ თვითმმართველობაში შემთხვევით ვეღარავინ მოხდება.  მისი თქმით, `იგი დაკომპლექტდება მაქსიმალურად ნიჭიერი, რეიტინგული და სამაგალითო სტუდენტებისგან, რომლებიც მოვლენ ახალი იდეებით, ახალი შეხედულებებითა და სავეს ენთუზიაზმით.” მისი თქმით, ასეთი თვითმმართველობა გარანტი უნდა გახდეს იყოს პოპულარული და რეიტინგული სტუდენტებში. `ახალ თვითმმართველობაში შემთხვევით ვეღარავინ მოხდება, რადგანაც კონკურენცია იქნება ძალიან დიდი.” – განაცხადა შამათავამ. `ერთიანი სტუდენტური მოძრაობისთავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ახალი თვითმმართველობა იქნება უფრო ქმედითი და საუნივერსიტეტო საზოგადოების იმედებს გაამართლებს. გიორგი შამათავა დარწმუნებულია, რომ ახალ თვითმმართველობაში `ერთიანი სტუდენტური მოძრაობაუმრავლესობით მოვა და არჩევნები ობიექტურობით ჩაივლის. `ახალმა თვითმმართველობამ აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, მაგრამ უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთ, თითოეული სტუდენტი უფლებამოსილია დააფიქსიროს ის პოზიცია, რომელიც მას სწორად მიაჩნია.” შამათავას განცხადებით, ახალი თვითმმართველობა თავისი მნიშვნელობის შესახებ უფრო მეტი სტუდენტის დარწმუნებას და ინფორმირებას შესძლებს.

ნანახია: 1069 | დაამატა: admin | რეიტინგი: 1.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz