თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის თავმჯდომარე, სტუდენტური თვითმმართველობის ერთ-ერთი აქტიური სახე თეონა ჭალიძე სტუდენტურ თვითმმართველოაბს ტოვებს. `მე კენჭისყრას აღარ ვაპირებ, რადგან თვითმმართველობა დიდი პასუხიმსგებლობა და ერთგვარი თავის ტკივილიც არის, რომელიც მოითხოვს დიდ დროს, ენერგიეს, სახსრებს…” – განაცხადა თეონა ჭალიძემ. თეონა ჭალიძეს უჭირის პასუხი, გააგრძელებს თუ არა ახალი თვითმმართველობა იგივე პოლიტიკას. `წარმოდგენა არ მაქვს ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში და რა კურსს გაატარებს ახალი თვითმმართველობა. როცა შევხედავ, თუ ვინ მოვა თვითმმართველობაში, შეიძლება დასკვნა შემდეგ გავაკეთო.”
– ამბობს ჭალიძე. კულტურის დეპარტამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ყველა ის ღონისძიება, რომელიც თავის დეპარტამენტს ჩაუტარებია, არანაირად არ ყოფილა გამოხატულება რომელიმე პოლიტიკური ძალის სიმპათიის და ყველაფერი მხოლოდ წმინდა სტუდენტური ინიციატივის დონეზე კეთდებოდა. ასეთ ღონისძიებათა რიცხვში, ჭალიძე გამოყოფს აქციას დევიზით: `საქართველო იქნება ერთიანი,” `სტუდენტურ რთველს” გურჯაანის რაიონში და `ვაშლის კრეფას” სამაჩაბლოში. ჭალიძის თქმით, ის საქმიანობას არასამთავრობო სექტორში გააგრძელებს. თეონა ჭალიძეE არის კიდეც ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია `ჩვენი თაობის” თავმჯდომარე. სახელისუფლებო თანამდებობრივ შემოთავაზებაზე დასმულ კითხვაზე, თეონა ჭალიძე პასუხობს, რომ `ჩემთვის ჯერ არავის არაფერი შემოუთავაზებია.” თეონა ჭალიძე მიუთითებს, რომ სტუდენტურ თვითმმართველობაში დამოკიდებულება ზოგჯერ კოლეგიალური და ჯანსაღი არ იყო. მას ფაქტად ის შემთხვევა მოჰყავს, როდესაც სატელევიზო პროექტი მოპარეს. `მახსოვს, მე როგორ მომექცნენ, როცა სატელევიზიო პროექტი მომპარეს და ვიცი – რა ცუდია იდეის მოპარვა.” – განაცხადა ჭალიძემ, მაგრამ პიროვნებების დასახელებისაგან თავი შეიკავა.
|