ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 7:21 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 23 » `სტუდენტების უფლებების დაცვის ასოციაცია” თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს
`სტუდენტების უფლებების დაცვის ასოციაცია” თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს
9:44 PM

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სულ ახლახანს ჩამოყალიბებული სტუდენტური მოძრაობა, რომელსაც `სტუდენტების უფლებების დაცვის ასოციაციაეწოდა, თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის რჩევნებში მონაწილების მიღებას აპირებს. ამის თაობაზე განცხადება გააკეთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თსუ-ის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა მახარე მერებაშვილმა. ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს ხელმძღვანელის ნატალია გოქაძის შეფასებით, ასოციაციის მთავარი მიზანი იქნება სტუდენტების უფლებების დაცვა, რადგანაც დეკანატების მხრიდან ხშირია შემთხვევები, როდესაც სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე სტუდენტების მიერ დასმულ კითხვებს პასუხი არ ეცემა. ასოციაციის წევრთა განცხადებით, მათი დამსახურებაა, რომ უნივერსიტეტში სარეიტინგო სისტემასთან დაკავშირებით პრობლემები მოგვარდა. მათ მხედველობაში აქვთ თსუ-ის აკადემიური საბჭოს ის დადგენილება 33 სარეიტინგო სისტემის შესახებ, რომელიც დაბალი რეიტინგის შემთხვევაში, სტუდენტის გარიცხვას ითვალისწინებდა. `ჩვენ ვაპროტესტებდით დადგენილების II-IV კურსებზე გავრცელებას. ამჟამად სარეიტინგო სისტემა შეჩერებულია” – განაცხადეს ასოციაციის წევრებმა. მათი თქმით, სამომავლოდ აქტიურად იგეგმება სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა და სტუდენტა უფლებების კუთხით ღონისძიებების გატარება.

ნანახია: 1158 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz