თსუ-ის სტუდენტური გაზეთ `ახალგაზრდა იურისტის” რედაქცია თსუ-ის სტუდენტური თვითმმათველობის არჩვენების დღეს, თსუ-ში გახნილ თითოეულ უბანზე ხმების პარარელულ დათვლას განახორციელებს. ამის თაობაზე სარედაქციო სხდომაზე განცხადება გაზეთის მთავარმა რედაქტორმა ლევან
მჭედელაძემ გააკეთა. მისი თქმით, რეადქციის ინიციატივა სიახლეს არ წარმოადგენს, რადგანაც გაზეთს 2006 წლიდან დღემდე მცდელობა არ დაუკლია სტუდენტური თვითმმართველობის, როგორც სამართლებრივი ინსტიტუტის ცნობადობისა და პოპულარიზაციისათვის. `ახალგაზრდა იურისტმა” 2006 წელს სპეციალური ნომერი მიუძღვნა სტუდენტური თვითმმართველობის პირველ არჩევნებს და განიხილა უნივერსიტეტში ამ ახალი ინსტიტუტის ჩამოყალიბების მიზანშეწონილობა. ამასთანავე, განხორციელდა ორი სოციოლოგიური კვლევა –
2006 წელს `სტუდენტური მოძრაობების ნდობის რეიტინგი” და 2007 წელს -
`სტუდენტური თვითმმართველობის ნდობის რეიტინგი.” გაზეთი ამჟამადაც აქტიურად მიიღებს მონაწილეობას სტუდენტური თვითმმართველობის განხორციელების პროცესში და საზოგადოებას შესთვაზებს პარარელული ხმის დათვლის შედეგებს. ლევან მჭედელაძის მითითებით, სტუდენტური საზოგადოების განსაკუთრებული მოლოდინი ამჟამინდელი თვითმმართველობის მიმართ, ორმაგად გაზრდილია, რადგანაც არჩევნები პირველად ტარდება მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით და ობიექტურობა და გამჭირვალობა ყველაზე მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს, რადაგანაც ახალი თვითმმართველობის მიმართ, ახალი კითხვითი ნიშნები აღარ გაჩნდეს. რედაქცია პარარელული დათვლის შედეგებს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ, 8 მაისსვე, საღამოს 21:00 საათზე საკუთარ საიტზე გამოაქვეყნებს და მედიის წარმომადგენლებს გადასცემს.
|