ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ორშაბათი, 2024-04-29, 3:27 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » მაისი » 14 » მთავრობას გენდერულ თანასწორობაზე კონცეფცია არ აქვს
მთავრობას გენდერულ თანასწორობაზე კონცეფცია არ აქვს
6:27 PM
თამუნა მამფორია


გენდერული თანასწორობა უმაღლესი დემოკრატიული ღირებულებაა, რომელიც გულისხმობს ქალთა ემანსიპაციას, თანაბარ უფლებებსა და ვალდებულებებს, ქალისა და მამაკაცის უფლებრივ თანასწორობას ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ სფეროებში. გენდერული თანასწორობის საკითხის წინა პლანზე წამოწევა თავის დროზე განაპირობა ფემინისტური მოძრაობების გააქტიურებამ, რომელთაც ხმამღლა მოითხოვეს ქალთა უფლებების აღიარება, ქალთა ინტეგრირება სახელმწიფოს საქმიანობის ეკონომიკურ, სოციალურ თუ პოლიტიკურ სფეროში. ამჟამად კი გენდერული თანასწორობის მიღწევა და ქალთა უფლებების გაზრდა გაეროს ათასწლეულის პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. საქართველოს, როგორც გაეროს წევრ ქვეყანას, ნაკისრი აქვს ვალდებულება მილენიუმის მიზნების განხორციელების თაობაზე. საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს ყველა იმ უზენაეს უფლებას, რითაც წესდება მნიშვნელოვანი გარანტიები გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის ნორმატიულ დონეზე. როცა ამ საკითხზე ვსაუბრობთ, უნდა მივუთითოთ, რომ კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებები, პირველ რიგში, სწორედ ქალისა და მამკაცის თანასწორობას გულისხმობს, მათთვის თანაბარი უფლება-მოვალეობების მინიჭებას ცხოვრების ყველა სფეროში.
ყველა საერთაშორისო კონვენციით იკრძალება ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, რომელიც სქესობრივ ნიშანს ეფუძნება, ადამიანის უფლებათა დეკლარაციის უმნიშვნელოვანესი ნორმა, რომელიც ამბობს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა... გაზიარებულია ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს კანონმდებლობით, ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლითაც. ქალთა პოლიტიკური უფლებების აქტი, ქალთა წინააღმდეგ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრის დეკლარაცია, რომელსაც საქართველოც შეუერთდა 1994 წელს და სხვა საერთაშორისო აქტები უმნიშვნელოვანესი გარანტია გენდერული თანასწორობის დაცვის საკითხში.
მიუხედავად ზემოთხსენებული საერთაშორისო თუ ეროვნული სამართლებრივი გარანტიებისა, გენდერული უთანასწორობის პრობლემა ყველა ქვეყანაში მწვავედ დგას. განსაკუთრებით კი მუსულმანური აღმსარებლობის ქვეყნებში, სადაც რელიგიის საფარველქვეშ იგნორირებული და ხელყოფილია ქალთა ძირითადი უფლებები და მათი სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრირების პრესპექტივები ახლო მომავალში არ არსებობს. მწვავედ დგას, აგრეთვე, პრობლემა ღარიბ და განვითარებად ქვეყნებში, სადაც ცხოვრების მძიმე პირობები, ძირითადად, ქალების მდგომარეობაზე აისახება.
Gგაეროს წევრი ქვეყნები, რომლებიც ახორციელებენ ათასწლეულის მიზნებს ყოველწლიურად წარმოადგენენ მოხსენებებს მათ ქვეყანაში გაეროს მიზნების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ. საქართველოს 2006 წლის მოხსენებაში ხაზგასმული იყო, რომ მთავრობას არ ჰქონდა შემუშავებული ერთიანი პოლიტიკა გენდერული თანასწორობის მიღწევის საკითხის გარშემო, არ იყო უზრუნველყოფილი დასაქმების სფეროს თანაბარი ხელმისაწვდომობა ორივე სქესის წარმომადგენელთათვის, არ ხორციელდებოდა საზღვრისპირა, მაღალმთიან და რთულ დემოგრაფიულ რეგიონებში დროებითი და მუდმივი სამუშაო ადგილების შექმნის ღონისძიებები მასახლეობისა და ქალთა სიღატაკის თავიდან აცილების მიზნით, არ იყო უზრუნველყოფილი შრომის სფეროში თანასწორობის პრინციპი, რომ ქალთა დაბალი შემოსავალი დასაქმების ხასიათით იყო განპირობებული და არა თანაბარი ანაზღაურების პრინციპის დარღვევით. საქართველოში 2006 წლის მონაცემებით, განათლების სფეროში დასაქმებულ ქალთა რაოდენობა 77% შეადგენდა, ხოლო ჯანდაცვის სფეროში კი 73%, ამრიგად, ქალთა უმრავლესობა დაბალანაზღაურებად საქტორშია დასაქმებული. 2005 წლის მონაცემებით კი, საბიუჯეტო სექტორებიდან განთავისუფლებულ მომუშავეთა 41,1%-ს, ქალები შეადგენდნენ. ამასთან, მნიშვნელოვანია ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში. მათი რიცხვობრივი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება მამაკაცთა მაჩვენებელს. პოლიტიკაში მოღვაწე ქალებს, ნაკლებად თუ უკავიათ საპასუხისმგებლო თანამდებობა. მაგალითისთვის, საქართველოს პარლამენტში მხოლოდ 22 ქალია, რაც პარლამენტის სრული შემადგენლობის მხოლოდ 9,7 % -ია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი ქალს უკავია. ქალთა წარმომადგენლობის მხრივ უკეთესი მდგომარეობაა სასამართლო ხელისუფლებაში. მოსამართლეების საერთო რიცხვი 270-ია, მათგან ქალი 120 ანუ 44%.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში გენდერულ საკითხებზე ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ, სახელმწიფოს კი ერთიანი სტრატეგია და მიზნები ამ საკითხის გარშემო არ გააჩნია. მხოლოდ ნორმატიული რეგლამენტაცია გენდრული თანასწორობისა არ კმარა პრობლემის გადასაჭრელად. სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს ერთიანი სამოქმედო პოლიტიკა, რაც უზრუნველყოპს ქალისა და მამაკაცის შესაძლებლობების თანაბარ რეალიზაციას სხვადასხვა სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქალის სტატუსს საზოგადოებაში, საკუთრივ იმ სფეროებში, სადაც თავიანთი სპეციფიკიდან გამომდინარე, მუდამ არსებობს უთანასწორობის საფრთხე.


ნანახია: 1128 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz