ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ორშაბათი, 2024-04-29, 8:14 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » მაისი » 14 » “ერთად გადავარჩინოთ მომავალი “
“ერთად გადავარჩინოთ მომავალი “
6:30 PM
ნათია გელაშვილი

2004 წელს მსოფლიოში აღიარებულმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ საერთაშორისო ფონდი “იავნანა” დააარსა, რომელიც დღიდანვე ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა იმედად და ქომაგად იქცა.
უმოკლეს დროში, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ ფონდის სახელით არაერთი საქველმოქმედო აქცია გაიმართა, საიდანაც მიღებული შემოსავალი მთლიანად მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ხმარდება.
“იავნანას” დიდი და მნიშვნელოვანი სამოქმედო პროგრამა გააჩნია, რომელთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციებიდან დედებისათვის შვილების დაბრუნება და “ქუჩის ბავშვების” ოჯახურ გარემოში აღზრდაა.
მნიშვნელოვანია, რომ ფონდისთვის საქმე პოპულარობაზე მნიშვნელოვანია. ისინი ყველაფერს საკმაოდ ჩუმად და გაუხმაურებლად აკეთებენ. შესაძლოა, ესეცაა მიზეზი იმისა, რომ ამ ხნის მანძილზეFფონდმა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 20 ბინა შეიძინა.
თავად კი ეს ყველაფერი პრობლემებით დამძიმებულ ქვეყანაში უმნიშვნელოდ მიაჩნიათ, რადგან დასახმარებელი ჯერ კიდევ უამრავია. დღეისათვის საქართველოს ბავშვთა სახლებში 5000-მდე ბავშვი რჩება, რომელთაგან ობოლი მხოლოდ 156-ია, დანარჩენი კი ბავშვთა სახლში ეკონომიური გაჭირვების გამო არიან მოხვედრილები.
ასეთ სიტუაციაში `იავნანას~ ხმები მართლაც ნუგეშად და იმედად გაისმის ქვეყანაში. პირველად ეს ხმა 2004 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაისმა, როცაP ფონდი “იავნანას” ეგირდით Mზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად პირველი საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართა. მსოფლიო სოპრანომ ვერდის “დონ კარლოსში” მეფე ფილიპის როლი თავად შეასრულა. კონცერტის დაგვირგვინება იყო მხატვარმა ზურაბ წერეთელის ქველმოქმედება, როცა სოტბის აუქციონზე გაყიდული ნამუშევრის “წმინდა გიორგის” თანხა მთლიანად “იავნანას” უსახსოვრა.
ლამის სიკეთედავიწყებულ ქვეყანაში ბევრმა ეს მოვალეობის მოხდად და ერთჯერად ღონისძიებად ჩათვალა, თუმცა, მათ გასაკვირად, არანაკლებ წარმატებული გამოდგა 2004 წლის 29 ოქტომბერს ნანი ბრეგვაძის ინიციატივით გამართული მეორე კონცერტი სახელით “სამი თაობა”. კონცერტის ბოლოს ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს, შეყვარებულ წეევილს დენის და იანა რომანოვებს ბინის გასაღები გადაეცათ. ერთი წლის შემდეგ ამ სახლში “იავნანას” `პირველი ბავშვიც დაიბადა”.
Aამ დროიდან საქველმოქმედო აქციები აღარ შეწყვეტილა; ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქართველი და უცხოელი არტისტები, რასაც პირველ რიგშიPპაატა ბურჭულაძის ავტორიტეტი განაპირობებდა. მის წინადადებას საქველმოქმედო გალა-კონცერტებში მონაწილეობის შესახებ მსოფლიოს საოპერო ვარსკვლავები პირველივე შეთავაზებისთანავე თანხმდებოდნენ. შედეგად _ კიდევ ერთი ოჯახი ხდებოდა ბედნიერი...
სასიხარულოა, რომ ეს ენთუზიაზმი დროთა განმავლობაში კი არ განელდა, პირიქით, მოიმატა კიდეც. სულ რამდენიმე კვირის წინ, 12 მარტს პაატა ბურჭულაძის მოწვევით თბილისის ოპერისა და ბალეთის თეატრში, სპექტაკლი “აიდა” დაიდგა, სადაც ამნერისის პარტია შეასრულა მსოფლიოში აღიარებულმა მეცო-სოპრანომ დოლორა ჯაზიკმა. საქველმოქმედო სპექტაკლის დასასრულს ოჯახური ტიპის ცენტრში ბინა გადაეცა ფონდ “პირველ ნაბიჯს” სადაც, ოთხი ბავშვი აღმზრდელთან ერთად იცხოვრებს.
Fფონდის ინიციატივითვე იქმნება “სამეგობროები”, რომელთა ჩამოყალიბება შეუძლია ყველას, ვისაც სტაბილური შემოსავალი აქვს. თითოეულ სამეგობროში 5-10 წევრი ერთიანდება და ისინი ყოველთვიური შეწირულობით ეხმარებიან მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს. Yეს შემოწირულობა დაახლოებით 200 ლარს შეადგენს, რომელიც პირადად გადაეცემათ მარტოხელა დედებს, რათა შეისრულონ ყველაზე დიდი ოცნება _ დაიბრუნონ შვილები ბავშვთა სახლებიდან. სამეგობროების დახმარებითვე ხდება მათი დასაქმება, რის შემდეგაც ისინი დამოუკიდებლად იწყებენ ცხოვრებას. ADდღესდრეობით სულ ასეთი 35 სამეგობროა შექმნილი.
წარმატებით მოქმედებს ფონდ `იავნანას~ მიერ განხორციელებული “იავნანას სტიპენდიების პროგრამაც”.
2006 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, პაატა ბურჭულაძეს გაწეული ქველმოქმედებისთვის გაეროს კეთილი ნების ელჩის წოდება მიანიჭა.
თავის მიწაზე თავის ხალხს შორის, თავისი მიწისა და თავისი ხალხისთვის მარად ასე სიკეთით ევლოს `კეთილი ნების ელჩს~...…




ნანახია: 971 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz