ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ორშაბათი, 2024-04-29, 10:54 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » მაისი » 14 » მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა - მართლმადიდებლობის ზეიმი
მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა - მართლმადიდებლობის ზეიმი
6:37 PM
იესო ქრისტეს აღდგომის პირველი მოწმეები მენელსაცხებლე დედები იყვნენ, თუმცა მათი მოანყოლი არ ირწმუნა პეტრე მოციქულმა, რომელმაც თავად გადაწყვიტა წასულიყო ქრისტეს საფლავზე და ენახა იგი. ადგილზე მისულს კი არაბუნებრივი ნათება და ცეცხლი დაუხვდა. . .
თხუთმეტ საუკუნეზე მეტია, რაც იმავე დღეს, იმავე ადგილას ყოველწლიურად მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლის სასწაული ხდება. ცნობები ამ ზებუნებრივი მოვლენის შესახებ მოიპივება მე-4 საუკუნიდან, როდესაც ქრისტიანობა უკვე ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა და აღარ იდევნებოდა. წმინდა ცეცხლს ყოველთვის იერუსალიმის პატრიარქი იღებს. სანამ ქრისტიანობა რამდენიმე მიმდევრობად დაიყოფოდა ცეცხლს ბერძენი არქიეპისკოპოსი იღებდა, მაგრამ ბიზანტიური ზეგავლენით, ერთიანი რელიგიის სხვადასხვა შტოდ დაყოფის შემდგომ, სასწაულებრივ ცეცხლს მხოლოდ მართლმადიდებელი პატრიარქი იღებდა - შესაბამისად მატულობდა განხეთქილება სხვადასხვა კონფესიების მამამთავრებს შორის. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ 1579 წელს, როდესაც ბიზანტიის იმპერია აღარ არსებობდა და წმინდა მიწაც მუსულმანთა ხელში იყო, სომეხმა მონიფიზიტებმა მოისყიდეს თურქი მცველები, რომლებიც აკონტროლებდნენ ტაძრის შიდა და გარე ტერიტორიას და არ მისცეს მართლმადიდებელ პატრიარქს კუვუკლიაში (კელია, სადაც განთავსებულია ქრისტეს საფლავი) შესვლისა და წმინდა ცეცხლის მიღების საშუალება. იერუსალიმის სომეხი პატრიარქი შევიდა საფლავის ტერიტორიაზე და შიგნიდან ჩაიკეტა, ხოლო მართლმადიდებელ სოფრომ II-ს ტაძარში შესვლის ნებაც კი არ დართეს, მაშინ უნეტარესმა, საკუთარ მრევლთან ერთად ეკლესიის შესასვლელ კარიბჭესთან დაიწყო ლოცვა და შენდობას სთხოვდა ღმერთს, რათა იგი ღირსი არ გახადა მიეღო წმინდა ცეცხლი. . . და ამ დროს მოხდა ყველაზე დიდი სასწაული, ვიდრე ამას ვინმე ელოდა - კარიბჭის სვეტი, რომლის წინაც იდგა პატრიარქი გასკდა და ციდან გადმოსული ცეცხლი, სწორედ მისი გავლით აელვარდა სოფრომ II-ის ხელში დაჭერილ სანთლების კონაზე. ეს იყო ერთადერთი და ჯერეჯრობით უკანასკნელი ფაქტი, როდესაც ყველამ ხილულად და ნათლად ნახა მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა, მაგრამ სასწაული ამით არ დასრულებულა. ამ მოვლენის შემსწრე თურქი მცველი, რომელიც ტაძრის გალავანზე იდგა (დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე) მეტის მღელვარებით და აღფრთოვანებით ძირს გადმოეშვა შეძახილით - "მე ვირწმუნე ქრისტე! მართლმადიდებლობა ერთადერთი რელიგიაა!" მას პირადად სურდა ამ ცეცხლთან შეხება და ღმერთმა ეს მონდომება დაუფასა, ფილაქანი თითქოს გადნაო და მცველიც რბილად დაეშვა ძირს, ისე რომ არაფერი დაუზიანებია, თუმცა ქვებს ნაკვალევი კი დაეტყო, რომელიც დღემდე ამჩნევია. იმ დღიდან ვერც ერთი რელიგიის წარმომადგენელი ვერ ბედავს შეეცილოს იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქს ამ უდიდესი მადლის მიღებაში, თუმცა თითოეულ მათგანს მაინც საკუთარი როლი აკისრია ამ დიდ რიტუალში.
ყველაფერი მართლმადიდებლური კალენდრით, აღდგომის დღესასწაულამდე რამდენიმე საათით ადრე იწყება. პილიგრიმები და მორწმუნეები წითელ პარასკევს მიდიან წმინდა აღდგომის ტაძარში, რომ კარგი ადგილები დაიკავონ. უშუალოდ ცეცხლის გარდამოსვლა დიდ შაბათს, დღის 2 საათზე ხდება. დილიდანვე იერუსალიმის ვიწრო ქუჩებში უამრავი ადამიანი იყრის თავს. აღდგომის ტაძარი ჩაკეტილია და მისი გასაღები ადგილობრივ მუსულმანებს აქვთ. ტაძარში პირველი იერუსალიმის სომეხი პატრიარქი შედის, რომელიც საკუთარ ადგილს კუვუკლიის შესასვლელში იკავებს, რადგან საფლავიდან გამოსული მართლმადიდებელი პატრიარქისგან პირველად, სწორედ მან უნდა მიიღოს ცეცხლი, მას მოჰყვება კოფტების მამამთავარი, რომელიც სომეხი სასულიერო პირის შემდგომ იკავებს ადგილს. ამის შემდეგ ტაძარში დიდი ზარ-ზეიმით შემოდიან ქრისტიანი არაბები, რომლებიც დოლზე დაკვრითა და სხვადასხვაგვარი შეძახილებით იპყრობენ ყურადღებას. აღსანიშნავია, რომ ეს რიტუალიც ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ცეცხლის გარდამოსვლისა, რადგან გადმოცემით ერთ აღდგომის შაბათს, როდესაც არაბები მსგავს ზეიმს მართავდნენ ტაძრის ტერიტორიაზე, უბრძანებიათ მათი ეკლესიიდან გაყრა არაშესაფერისი საქციელის გამო. იმ წელს პატრიარქი რვა საათის განმავლობაში ელოდა ცეცხლს, რომელიც არ ჩანდა, მაშინ მას მიეცა ზებუნებრივი გულისთქმა, რომ აუცილებელი იყო უკან დაებრუნებინათ არაბები, რომლებიც თავისებურად გამოხატავდნენ მადლიერებას ღვთისადმი და ასეც მოიქცნენ. რა წამსაც არაბები ტაძარში ყვირილით შემოვიდნენ, ცეცხლიც გადმოვიდა და იმ დღიდან ყოველ წელს ასე ხდება. ყველაზე ბოლოს ეკლესიაში იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი შედის, რომელსაც ბერძენი საზღვაო დაცვის სპეციალური წევრები მოაცილებენ. ეს ხდება, როდესაც ორს აკლია დაახლოებით 15 წუთი. ტაძარში შევლისთანავე პატრიარქი სამ წრეს უვლის კუვუკლიას და ხმამაღლა გალობს ბერძნულად "კირიე ელეისონ" (რაც ქართულად ნიშნავს "უფალო შეგვიწყალენ") ამის შემდეგ იგი მიუახლოვდება კელიის შესასვლელს, რომელიც თურქების მიერ წინასწარ საგულდაგულოდ შემოწმებული და დიდი ცვილის მასით არის დალუქული. პატრიარქი განიმოსება საზეიმო სამოსელისგან და მხოლოდ თეთრი (რომელიც თავმდაბლობის სიმბოლოა) პერანგისამარა რჩება, შემდეგ მას ამოწმებენ ისრაელის დაცვის წევრები, რათა არ შეიტანოს შიგნით რაიმე ცეცხლის გამჩაღებელი საშუალება და მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ იგი შედის კუვუკლიაში, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: კელია და საფლავი. კელიაში რჩებიან სომეხი და კოფტი პატრიარქები, ხოლო უშუალოდ საფლავზე შესვლის უფლება კი მხოლოდ მართლმადიდებელ პატრიარქს აქვს.
ტაძარში ყველანაირი ბუნებრივი თუ ელექტრონული სინათლის წყარო ქვრება. ყველა ლოცულობს, ოღონდ ამჯერად ხმადაბლა და გულში. მთელი ქრისტიანობა ევედრება ღმერთს კიდევ ერთხელ მოიღოს მათზე მოწყალება და მოუვლინოს ცეცხლი, რათა არ გაიწიროს კაცობრიობა დასაღუპად. წინასწარმეტყველების თანახმად, იმ წელს როდესაც მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლი არ გარდამოვა, ქრისტეს მეორედ მოსვლა მოხდება და შესაბამისად ყველა მხურვალე გულით ელოდება ნიშანს ციდან. ნიშანს იმისა, რომ ხალხს გამოსასწორებლად, როგორც მინიმუმ, ერთი წელი მაინც ეძლევა.
საშუალოდ ცეცხლი ნახევარ საათში გადმოდის. პატრიარქი დიოდოროს I (1932-2000), რომელიც ცეცხლის მიღების ღირსი 19-ჯერ გახდა, იხსენებდა რომ, ზოგჯერ სასწაული დაუყოვნებლივ ხდებოდა, როდესაც იგი ლოცვას ასრულებდა, ხანდახან კი ცეცხლი იგვიანებდა. მისი გადმოცემით, საფლავზე სრული უკუნეთი სიბნელეა და ლოცვისას ნელ-ნელა ლურჯი ნათება იწყებს შემოსვლას, რომელიც უფო და უფრო ძლიერდება და ძალიან მალე მთელს ქრისტეს საფლავზე დაფენილ ბამბას ედება, რომლიდანაც პატრიარქი ანთებს ორ 33 სანთლიან კონას. მისი გარეთ გამოსვლისთანავე იწყება ზარების რეკვა, ხალხის ყვირილი, სიხარულის შეძახილები და ა.შ. პილიგრიმები, რომლებიც ხშირად ესწრებიან ამ ცერემონიას ირწმუნებიან, რომ ხანდახან არის შემთხვევები, როდესაც ცეცხლი თავისთავად ვრცელდება ეკლესიაში მყოფ ადამაინებზე და მათ ხელში სანთლებიც თვითნებურად ინთებიან. ზოგიერთი თვითმხილველი კი ამბობს, რომ ხშირად ცეცხლის გარდამოსვლამდე რამდენიმე წამით ადრე ტაძრის გუმბათის შიდა მხრიდან ლურჯი ცეცხლის ნაბერწკლები კრთება და ეცემა კუვუკლიას, რომლის შემდგომაც ძალიან მალე ცეცხლი გარდამოდის. სამწუხაროდ ამ ნაბერწკლებისა და ცეცხლის უშუალო გადმოსვლის დაფიქსირება ტელე და კინოკამერებს არ შეუძლიათ, რადგან ეს ხომ ზებუნებრივი მოვლენაა. თუმცა ფაქტი კი ერთია - მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა არის ყველაზე ხანგრძლივი სასწაული, რომელიც სამყაროში ოდესმე მომხდარა. ცეცხლი ყოველ წელს ახალი ძალით გვევლინება და გვაუწყებს ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომას. იგი ამავდროულად სიმბოლოა ჭეშმარიტი რწმენისა და ამის შემდეგ ალბათ აღარც არავის უნდა შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ მართლმადიდებლობა მართლაც რომ ერთადერთი და ჭეშმარიტი რელიგიაა.



ნანახია: 1487 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/4 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz