ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ორშაბათი, 2024-04-29, 6:18 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » მაისი » 14 » მედიის თავისუფლება დღეს საოცრად აქტუალურია თემაა.
მედიის თავისუფლება დღეს საოცრად აქტუალურია თემაა.
6:38 PM
სწორედ ჟურნალისტიკის დამოუკიდებლობაზე საუბარი იყო 2 აპრილს კინოსახლ `ქოლგაში~ გამართული შეხვედრის მიზანი. ღონისძიებას ძირითადად თსუ-ს ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები ესწრებოდნენ. ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს თანასწორობის ინსტიტუტის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა, ცნობილმა ჟურნალისტებმა ია ანთაძემ და ნინო ზურიაშვილმა. გამომსვლელებმა ბოლო დროს ქართულ მედიაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. საუბარში ჩართულები იყვნენ ჟურნალისტიკის სტუდენტებიც, რომლებმაც დარბაზში შეხვედრისთვის გამოყოფილი დრო ვერ იკმარეს და ქალბატონ იასთან საუბარი, უამინდობის მიუხედავად, გარეთ გააძელეს.
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, მურმან პატარაიას, განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად გვესმის, ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, არის სიტყვის თავისუფლება, მედიის დამოუკიდებლობაზე შეხვედრების მოწყობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოში არსებობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრობლემა. იგი წუხილით აღნიშნავს, რომ მსგავსი პრობლემები არც თსუ-სთვის არის უცხო. მისი აზრით, უნივერსიტეტის გაზეთები ხშირ შემთხვევაში არ ასახავენ რეალობას, განსაკუთრებით კი გაზეთ `თბილისის უნივერსიტეტის~ რედაქციას მოუწოდებს მეტი ობიექტურობისაკენ. იგი აცხადებს, რომ ეს შეხვედრა არ იქნება ერთჯერადი ხასიათის ღონისძიება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, ამ მიმართულებით აპირებს სერიოზული მოძრაობის დაწყებას და იმედოვნებს, რომ ამ მოძრაობას ასეთივე სერიოზული შედეგები მოყვება.



ნანახია: 1035 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz