ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ორშაბათი, 2024-04-29, 1:29 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » მაისი » 14 » იქნება თუ არა “ნაფიცი მსაჯული” წარმატებული?
იქნება თუ არა “ნაფიცი მსაჯული” წარმატებული?
6:39 PM
მარიამ ასანიშვილი

27 მარტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის ბიბლიოთეკაში ხალხმრავლობა იყო. Aამის მთავარ მიზეზს პროექტ “ნაფიცი მსაჯულის” პრეზენტაცია წარმოადგენდა. პროექტისადმი ინტერესი თავიდანვე დიდი იყო. Aამას ისიც ადასტურებს, რომ პრეზენტაციის დღეს ბიბლიოთეკაში ერთი თავისუფალი ადგილიც არ დარჩენილა (უფრო მეტიც, ნახევარზე მეტი დამსწრეებს ფეხზე დგომა მოგვიწია).
“ნაფიცი მსაჯულის” პრეზენტაციას იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების გარდა ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები, თსუ ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები. სტუმრებს შორის იყვნენ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი დავით კერესელიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი.
ზემოაღნიშნული პროექტის იდეის ავტორი და ერთ-ერთი ორგანიზატორი იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ირაკლი სამხარაძეა. “ნაფიცი მსაჯული” თსუ სტუდენტური თვითმმართველობის დაფინანსებითა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანატის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტის გამართვასა და ორგანიზებაში ასევე მონაწილეობას იღებენ იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სხვა სტუდენტებიც. Eესენი არიან: სალომე ქავთარაძე, არჩილ ცერცვაძე, დიმიტრი გეგენავა, ეკა სირაძე, ქეთი ვარდოსანიძე და თორნიკე რევიშვილი. მათ საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვით პროექტის წარმატებაში და სწორედ ისინი წარმოადგენენ “ნაფიცი მსაჯულის” საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს.
Pპროექტის იდეა საკმაოდ საინტერესოა და რამდენიმე ეტაპისაგან შესდგება.Pპირველი ეტაპის წარმოადგენს აპლიკაციების შევსება. აპლიკაციაში დასმული რამდენიმე კითხვის მიხედვით ადვილი მისახვედრია პროექტის ორგანიზატორთა მთავარი მიზანი.Pპირველ ეტაპზე მათთვის მნიშვნელოვანია გაარკვიონ სტუდენტთა დამოკიდებულება, მოსაზრებები, ზოგადი ინფორმირებულობა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ.
“აპლიკაციის ფორმა დაახლოვებით 200-მდე სტუდენტმა შეავსო. დამეთანხმებით, ეს სტუდენტთა საკმაოდ სერიოზული რაოდენობაა და იმაზე მიანიშნებს, რომ მომავალი იურისტები დაინტერესებულნი არიან ჩვენს მიერ შეთავაზებული პროექტით. ეს კი ჩვენს პასუხისმგებლობის გრძნობას აორმაგებს და ყველა ვეცდებით, სტუდენტებმა მაქსიმალურად დიდი გამოცდილება შეიძინონ პროექტიდან,” – აღნიშნავს პროექტის იდეის ავტორი ირაკლი სამხარაძე.
Aაპლიკაციების შევსების შემდგომ ეტაპს წარმოადგენს ტრეინინგები, რომლებსაც თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები სისხლის სამართლის მიმართულებით, ნინო გვენეტაძე და მერაბ ტურავა ჩაატარებენ. ტრეინინგგავლილ აპლიკანტებს გასაუბრებას ჩაუტარებენ ლაშა მაღლაკელიძე, თეა შარყულაშვილი და ანრი ოხანაშვილი. სწორედ გასაუბრების შედეგად შეირჩევა 41 ყველაზე წარმატებული აპლიკანტი, რომლებიც იმიტირებულ პროცესებში მიიღებენ მონაწილეობას.
თუმცა უშუალოდ პროცესში მონაწილეობამდე შერჩეულ აპლიკანტებს კიდევ ერთი ტრეინინგი ჩაუტარდებათ, ამჯერად ამერიკის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლების მიერ. როგორც პროექტის პრეზენტიციაზე მოწვეულმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კონსტანტინე კუბლაშვილმა განაცხადა, იმიტირებული სასამართლო პროცესები უზენაეს სასამართლოში გაიმართება. საქმის გადაწყვეტაში მონაწილეობას მიიღებენ ნაფიცი მსაჯულები. ამით, გარკვეულწილად, მოხდება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გამოცდა და წარმოჩენა ქართულ რეალობაში. სულ გაიმართება ორი იმიტირებული პროცესი და შესაბამისად, იქნება ნაფიც მსაჯულთა ორი გუნდი (7 სტუდენტისაგან შემდგარი).
იმიტირებული პროცესების გამართვიდან ერთი კვირის შუალედში გაიმართება საჯარო დებატი. Nნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება მიეცემა არა მარტო გასაუბრების შედეგად შერჩეულ 41 კანდიდატს, არამედ ყველა აპლიკანტს. საჯარო დებატს დაესწრებიან და სტუდენტთა აქტიურობას შეაფასებენ ექსპერტები და პროფესორები.
P “ნაფიცი მსაჯულის” უკანასკნელ ეტაპს წარმოადგენს შედეგების საჯარო პრეზენტაცია. Eეს კი იმას გულისხმიბს, რომ პროექტის ორგანიზატორები შეაჯამებენ შედეგებს და დააჯილდოვებენ წარმატებულ მონაწილეებს. Gიმიტირებულ პროცესებში და საჯარო დებატებში გამარჯვებულებს გადაეცემათ სერთიფიკატები და სპეციალური საჩუქრები.
“ნაფიცი მსაჯულის” იდეის ავტორმა ჩვენთან საუბირისას გასაკუთრებით ხაზი გაუსვა პროექტის მთავარ მიზნებს. “შეიძლება ითქვას, რომ პროექტს ოთხი უნმიშვნელოვანესი მიზანი აქვს. Eესენია: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ საზოგადოების უფრო მეტი ინფორმირებულობა, სტუდენტური გადაწყვეტილების მიღება, გამოხმაურება ახალი სისხლის სამართლის კოდექსთან დაკავშირებით და საკითხის გლობალურად წარმოდგენა. ვიმედოვნებ, რომ პროექტის საშუალებით ჩვენ მართლაც მივაღწევთ ამ მიზნებს. სტუდენტები საჯაროდ ვიმსჯელებთ და დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას,” – აცხადებს ირაკლი სამხარაძე.



Content-Disposition: form-data; name="user" young-lawyer
ნანახია: 1299 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz