ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
კვირა, 2024-04-28, 10:41 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » მაისი » 14 » თსუ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება.
თსუ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება.
6:40 PM
თსუ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. როგორ აფასებენ სტუდენტები უნივერსიტეტის პირველი თვითმმართველობის საქმიანობას? კრიტიკა და შენიშვნები - რატომ მოხდა ასე, რომ სტუდენტთა ძირითადი მოთხოვნა თვითმმართველობის მიმართ მისი აპოლიტიკურობა გახდა?
ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდაჭერა - სტუდენტების მიერ თვითმმართველობის ძირითად შეცდომად აღიარებული ნაბიჯი. სტუდენტური გამოკითხვა - სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობის ყველაზე სანდო მონიტორინგი. რისი იმედი აქვთ სტუდენტებს სტუდენტური თვითმმართველობის მორიგ არჩევნებზე?

ლელა უგრეხელიძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: მიმაჩნია, რომ გარკვეული პოზიტიური მხარე ყველაფერს აქვს. რა თქმა უნდა, სტუდენტური თვითმმართველობა ბევრ რამეს აკეთებს სტუდენტებისთვის, მაგრამ იმასაც ვფიქრობ, რომ უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. Aამას დღეს ნებისმიერი სტუდენტი ხედავს, რომ რაღაცები შესაცვლელია. საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს ის მოსაზრება, რომ სტუდენტურ თვითმმართველობას გარკვეული კავშირი აქვს პოლიტიკურ დაჯგუფებებთან, რადგან, როგორც ვიცით, საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი წვლილი მიუძღოდა სტუდენტურ თვითმმართველობას, როცა თვითმმართველობის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამოვიდა. რა თქმა უნდა, თავისი პოზიციის დაფიქსირება ყველას შეუძლია, თუმცა ისიც არის, რომ სტუდენტური თვითმმართველობა პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო. რაც შეეხება არჩევნებს, მიმაჩნია, რომ ახალი სახეები უნდა მოვიდნენ და სხვადასხვა პარტიებთან თუ ოპოზიციურ კლანებთან პოლიტიკურად დაახლოვებული სტუდენტები აღარ უნდა იყვნენ. ბევრი რამის გამოსწორება შეიძლება და ახალმა თვითმმართველობამ აღარ უნდა დაუშვას ის შეცდომები, რაც ძველებმა დაუშვეს. პირველ რიგში, თვითმმართველობა მიუკერძოებელი, სტუდენტების უფლებების დაცვაზე ორიენტირებული უნდა იყოს და ყველა მოვლენას ადექვატურად უნდა აფასებდეს. იმედი მაქვს, არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, ძველი სახეებისგან გაიწმინდება და აღარ იქნება ხელისუფლებისგან მართული.
გიორგი ზარნაძე, იურიდიული ფაკულტეტი: სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით, თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა უფრო კარგად იყო ორგანიზებული. გასართობი, სპორტული ღონისძიებები ტარდებოდა.
-რას მოელი ამ არჩევნებისგან?
-იმედია, უარესი არ იქნება, თუ უკეთესი არა.

Dდიანა დათუსანი, იურიდიული ფაკულტეტი: ჩემი აზრით, სტუდენტური თვითმმართველობის მეშვეობით შეიძლება, ძალიან ბევრი ღონისძიება ჩატარდეს, ბევრი პროექტი დაფინანსდეს, სტუდენტურ ცხოვრებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სტუდენტურ თვითმმართველობას.
-როგორი უნდა იყოს სტუდენტური თვითმმართველობა?
-აპოლიტიკური, აქტიური სტუდენტებით დაკომპლექტებული, რომლებსაც ნამდვილად აინტერესებთ უნივერსიტეტის მომავალი.

ანი კიკონიშვილი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
სტუდენტური თვითმმართველობა არის ძალიან პოლიტიზრებული, ნაციონალების პატარა კლანია.
-ანი, როგორი უნდა იყოს სტუდენტური თვითმმართველობა?
-ნაკლებად პოლიტიზირებული, დამოუკიდებელი. სტუდენტური თვითმმართველობის ძირითადი საზრუნავი სტუდენტობა უნდა იყოს და არა-პოლიტიკა.
-რას მოელი ამ არჩევნებისგან?
-მოველი, რომ ნაკლებად მიკერძოებული იქნება.

თეიმურაზ ბლიუნგარდტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: სტუდენტური თვითმმართველობის მიმართ ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს. ჯერ არაფერი გაუკეთებიათ, არადა, დაფინანსება საკმაოდ დიდი აქვთ. Pპირველად რომ ჩავედი თვითმმართველობის ოთახში, ,,ფეხგადაკვანჭილებული “ ხალხი დამხვდა, რომლებიც სიგარეტს ეწეოდნენ.პ ირველად მისულ სტუდენტებს ასსეტ შთაბეჭდილებას არ უნდა უტოვებდნენ.
-თემო, როგორი უნდა იყოს სტუდენტური თვითმმართველობა?
-პირველ რიგში, ყველა უნდა იცნობდეს. სტუდენტურ თვითმმართველობაში ისეთი ხალხი უნდა იყოს, რომელიც მართლა დაინტერესებულია, რომ ცხოვრება უკეთესი გახდეს.
-რას მოელი ამ არჩევნებისგან?
-სიმართლე გითხრათ, სტუდენტურ თვითმმართველობასთან ურთიერთობის ინტერესიც დაკარგული მაქვს. ჩვენთან ეს ყველაფერი ძალიან დაბალ დონეზეა.
თეონა ბაბუნაშვილი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
სტუდენტურ თვითმმართველობას მაქსიმალურად უნდა ჰქონდეს ურთიერთობა სტუდენტებთან. ინტენსიურად უნდა იყოს სტუდენტური გამოკითხვები, ვის რა აზრი აქვს სტუდენტურ თვითმმართველობაზე.
--რას მოელი ამ არჩევნებისგან?
-იმედი მაქვს, უკეთესი თვითმმართველობა გვეყოლება.

დიანა ზარიძე, იურიდიული ფაკულტეტი: ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, ის თანხები, რაც სტუდენტურ თვითმმართველობას აქვს გამოყოფილი, საგანმანათლებლო პროგრამებზე იყოს ორიენტირებული. იმედი მაქვს, მოვა ისეთი ხალხი, ვინს მეტს იზრუნებს სტუდენტებზე და უკეთესად წარმართავს სტუდენტურ ცხოვრებას.

თეონა დიასამიძე, იურიდიული ფრაკულტეტი: სტუდენტური თვითმმართველობა ისეთი ინსტიტუტია, რომელიც მე პირადად არაფერში მეხმარება.
- თეო, როგორი უნდა იყოს სტუდენტური თვითმმართველობა?
- ღირსეული სტუდენტები უნდა იყვენენ სტუდენტურ თვითმმართველობაში.

დიმიტრი გუგუნავა, იურიდიული ფაკულტეტი: სტუდენტურ თვითმმართველობასთან არანაირი შეხება არ მქონია.
--როგორი უნდა იყოს სტუდენტური თვითმმართველობა?
-აპოლიტიკური, საქმიანი და ნარინჯისფერი.

ირაკლი გოლეთიანი, იურიდიული ფაკულტეტი: სტუდენტურ თვითმმართველობა აპოლიტიკური და დამოუკიდებელი უნდა იყოს და რაც მთავარია, თვით მმართველი.

ნინო კვაჭაძე, იურიდიული ფაკულტეტი: ვფიქრობ, რომ სტუდენტური თვითმმართველობა ისეთი არ უნდა იყოს, როგორიც არის
-რას მოელი ამ არჩევნებისგან?
-არაფერს.

მარიამ ქვლივიძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:: ჩემი აზრით, ბევრად მეტის გაკეთება შეიძლებიდა,
სტუდენტურ თვითმმართველობა მაქსიმალურად სტუდენტებზე უნდა იყოს ორიენტირებული.



ნანახია: 995 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz