ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-03-29, 10:45 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » მაისი » 18 » გიორგი შამათავა სტუდენტური თვითმმართველობის ახალ პრეზიდენტად აირჩიეს
გიორგი შამათავა სტუდენტური თვითმმართველობის ახალ პრეზიდენტად აირჩიეს
2:46 PM
ანა ედიშერაშვილი


   15 მაისს სტუდენტური თვითმმართველობის ახალმა შემადგენლობამ სტუდენტური თვითმმართველობის ახალი პრეზიდენტი აირჩია. კანდიდატურა უალტერნატივო იყო-გიორგი შამათავა. ეს ფაქტი სტუდენტური თვითმმართველობის უკვე ყოფილმა წევრებმა იმით ახსნეს, რომ უბრალოდ, სხვა ინიციატივა საერთოდ არ შესულა, შესაბამისად, გიორგი შამათავას უკვე წინასაწარ ულოცავდნენ გამარჯვებას. ხმის მიცემის პროცედურის დაწყებამდე გიორგი შამათავამ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს მიღწეული წარმატება მიულოცა, განსაკუთრებით-დამოუკიდებელ კანდიდატებს და არც ,,თავისუფალ სტუდენტთა უნივერსიტეტის" ერთადერთი გამარჯვებული კანდიდატის აღნიშვნა დაავიწყდა, შემდეგ კი ერთობ მომხიბვლელი პროგრამით წარსდგა საზოგადოების წინაშე-დაფინასებული პროექტები, განსახორციელებელი გეგმები, ჩასატარებელი ღონისძიებები, ახალი სტატუსი-მის უნივერსიტეტი, ახალი იდეა-სარევიზიო კომისია, რომელიც სტუდენტური თვითმმართველობის ბიუჯეტს გააკონტორლებს, მონიტორინიგი სტუდენტებში თვითმმართველობის რეიტინგს და, რაც მთავარია, უმნიშვნელოვანესი დაპირება-ჩვენ ყველანი სტუდენტის სტატუსით შევალთ აფხაზეთში გიორგი შამათავასთან ერთად. მქუხარე აპლოდისმენტები შედეგებში გამოიხატა-102 ხმა არცერთის წინააღმდეგ. სტუდენტური თვითმმართველობის ერთსულოვანმა წევრებმა ერთსულოვნად აირჩიეს გიორგი შამათავა. საპროტესტო აქციები ჯერ არ დაფიქსირებულა...


ნანახია: 1635 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.4/5 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz