ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2024-05-04, 10:25 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ივლისი » 24 » ჩვენი ექსკლუზივი კანის ყოველწლიური ფესტივალიდან
ჩვენი ექსკლუზივი კანის ყოველწლიური ფესტივალიდან
1:42 PM
გაზეთ `ახალგაზრდა იურისტის” წევრი ქეთი შუბაშვილი კანის ყოველწლიურ ფესტივალს დაესწრო. ავტორი თავად მოგვითხრობს ამ კონკურსის ისტორიის, თამაედროვეობის, წლევანდელი ნომინატების და ნომინაციების შესახებ. გაზეთში გამოყენებული პოტოქრონიკაც ქეთის საავტორო უფლებას განეკუთვნება.


კანის ფესტივალის დაფუძნებით 1946 წელს, ფრანგულმა კინომ საგრძნობლად გაიმყარა საერთაშორისო პოზიციები. მიუხედავად ორი კინემატოგრაფიულად ყველაზე მეტად განვითარებული ქვეყანის-საფრანგეთის და ამერიკის შეერთებული შტატების დაპირისპირებისა. კანის ფესტივალის ირგვლივ შემოიკრიბნენ ევროპული და ამერიკული კინოს წამყვანი სახეები. დღეს კანი არამარტო ასახავს კინემატოგრაფიულ პროცესს, არამედ ტონს აძლევს მოდას, აყალიბებს ახალ ტენდენციებს და მიმართულებებს.
მთავარი პრიზი, `ოქროს პალმის რტო” 1954 წელს ჟან კოქტოს იდეით შექმნა იუველირმა სიუზან ლაზონმა. თავად ფესტივალი დიდხანს იჩენდა ერთგულებას პატრიარქატის მიმართ და პირველი ქალი ჟიურის პრეზიდენტად, მხოლოდ 1965 წელს შერაცხა-იგი გახლდათ Oამერიკელი მსახიობი ოლივია დე ჰევილენდი. ერთი წლის შემდეგ, იგი სოფი ლორენმა შეცვალა ამ პოსტზე. მაგრამ პირველი რეჟისორი ქალი გაცილებით გვიან, 1993 წელს დაჯილდოვდა პალმის რტოთი: ეს ბედნიერება წილად ერგო ავსტრალიელ ჯეინ კემპიონს ფილმისათვის `პიანინო”.
სამოციანი წლების დასაწყისიდან ფესტივალს სულ უფრო აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ კონკურსში თითქმის შეუძლებელია ახალბედა კინემამატოგრაფისტების ნამუშევრების მოხვედრა. ამიტომაც შეიქმნა პირველი პარალელური კონკურსი - `საერთაშორისო კრიტიკის კვირეული”, კანის ფესტივალის პარალელური სექცია, სადაც აჩვენებენ სადებიუტო და პოსტსადებიუტო ნამუშევრებს, ხოლო 1968 წლის მღელვარე მოვლენების შემდეგ, მას შეუერთდა `რეჟისორთა ორკვირეული”, რომელიც ყოველგვარი ცენზურისაგან გათავისუფლებული სულისკვეთებით იყო გამსჭვალული. `ფილმები იბადებიან თავისუფალნი და თანასწორნი, ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ ასეთად დარჩნენ ბოლომდე” - განაცხადა `ორკვირეულის” სათავეებთან მდგომმა რეჟისორმა პიერ კასტმა. 1978 წელს ფესტივალს სათავეში ჩაუდგა მისი ამჟამინდელი პრეზიდენტი ჟილ ჟაკობი, რომელმაც დააარსა კონკურსი `განსაკუთრებული ხედვა” და პრიზი `ოქროს კამერა,” რომელიც გადაეცემა ნებისმიერ სექციაში ნაჩვენებ საუკეთესო სადებიუტო ფილმს.
კანის ფესტივალის ძირითად კონკურსში 2008 წელს საშუალო დონის ფილმები ჭარბობდა, მაგრამ ფესტივალის ბოლო დღეს ნაჩვენები გახლდათ ფილმი, რომელმაც ყველას მოწონება დაიმსახურა. ფრანგმა რეჟისორმა, ლორან კანტემ, თავისი ფილმის `კედლებს შორის” (ინგლისური სახელწოდებაა `კლასი”) პრემიერაზე სურათში გადაღებული მთელი კლასი მოიყვანა, რომელსაც დარბაზმა ოცწუთიანი ოვაცია მოუწყო. Fრანგების სიხარილს საზღვარი არ ჰქონდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რომელიც ორი ათეული წელი გაგრძელდა, ფრანგულმა კინომ `ოქროს პალმის რტო” მოიპიოვა. ყოველწლიული მოლოდინი, როგორც იქნა, გამარჯვებით დასრულდა. მართლაც, ლორან კანტეს `კედლებს შორის” კონკურსის უდავო ფავორიტი იყო. ფილმის მოქმედება თითქმის მთლიანად ერთი კლასის კედლებში ვითარდება და სასწავლო პროცესის სირთულეს ასახავს, უფრო კონკრეტულად კი გვიჩვენებს, თუ როგორ ასწავლის ფრანგული ენის მასწავლებელი კოლეჯის მოსწავლეებს. კლასში ბევრი არაბი და აფრიკული წარმოშობის ფრანგია. სწავლა არავის უნდა და სიუჟეტიც, `როგორც ასეთი”, თითქმის არ არის. უბრალოდ, სწავლების პროცესია ნაჩვენები. ამაშია სწორედ ფილმის ერთ-ერთი მთავარი ღირსება. რეჟისორს არ სჭირდება დრამატული სიტუაციების შექმნა იმისათვის, რომ საზოგადოების ყურადღება ეროვნულ საკითხზე გაამახვილოს. ლორან კანტი აჩვენებს ცხოვრებას ისეთად, როგორიც სინამდვილეში არის. `კედლებს შორის,” რა თქმა უნდა, არ არის შედევრი, არც ექსპერიმენტული კინოა და არც არტ-ჰაუსი, მაგრამ არის მაღალპროფესიონალურად გადაღებული უაღრესად პატიოსანი კინონაწარმოები.
ფესტივალის დიდი პრიზი - `გრან-პრი” და ჟიურის პრიზი იტალიურ ფილმებს ხვდათ წილად. რეჟისორ პაოლო სორენტინოს `ვარსკვლავი”, რომელიც ჟიურის პრიზით დაჯილდოვდა, სატირაა იტალიის ისტებლიშმენტზე. რეჟისორი ენერგიული მონტაჟით, მრავალფეროვანი საუნდრეკით და ვიზუალური აგრესიით ქმნის საყოველთაო ისტერიკის ატმოსფეროს, რომლის ცენტრში მოქცეულია იტალიის პრემიერ-მინისტრის - ჯულიო ანდრეოტის კარიკატურული ფიგურა. `გრან-პრი” კი გადასცეს მატეო გარონეს `გომორას” - ძალადობის სასტიკი ისტორიის ამსახველ რთული სტრუქტურის მქონე მრავალპერსონაჟიან სურათს, რომელიც ისევ და ისევ უბრუნდება იტალიისათვის ყველაზე მტკივნეულ თემას და მაყურებელს შეახსენებს, რომ დღესაც ამ ქვეყანაში `მაფია უკვდავია”.
არავისთვის სიურპრიზი არ ყოფილა ბენისიო დელ ტოროს გამარჯვება კაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. დელ ტორომ განასახიერა ბოლივიელი რევოლუციონერი ჩე გევარა სტივენ სოდერბერგის ამავე სახელწოდების ფილმში, სადაც დაწვრილებითაა. აღწერილი კუბის მოვლენები და ჩეს ცხოვრების სხვა მნიშვნელოვანი ფაქტები. სურათი ორი ნაწილისაგან შედგება და გრძელდება ოთხ საათზე მეტ ხანს, რამაც ფესტივალზე დამსწრე საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, თუმცა ბენისოი დელ ტოროს ნიჭით ყველა აღფრთოვანებული დარჩა და მას გამარჯვების უპირობო კანდიდატად მოიხსენიებდნენ.
კანში წელს ლათინო-ამერიკულმა კინომაც გამოიჩინა თავი. კონკურსში აჩვენეს ბრაზილიელი რეჟისორების ვალტერ სალესისა და დანიელა ტომასის ფილმი `გადაცემის ხაზი", სადაც მოთხრობილია ოთხი ძმის მძიმე ცხოვრების შესახებ, თითოეულ მათგანს აქვს მიზანი და ოცნება, მაგრამ ღარიბი ბიჭებისათვის რთულია თავის გატანა, როგორც საერთოდ დაუცველი ფენისათვის ბრაზილიაში, სადაც გამეფებულია სიღარიბე და კრიმინალი, თუმცა ბიჭებს ჰყავთ დედა, რომელიც მართალია ორსულადაა, მაგრამ მაინც ახერხებს ყურადღება მიაქციოს შვილებს, გვერდში უდგას მათ და არწმუნებს, რომ პატიოსანი გზით ნებისმიერი მიზნის მიღწევაა შესაძლებელი. სწორედ თავდადებული დედის როლისათვის მიენიჭა პრიზი მსახიობ სანდრა კორველონის ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.
ინტერესის ობიექტს ახალი ფილმების გარდა, წარმოადგენდნენ ვარსკვლავებიც. კანი ყოველთვის პირველ ადგილზეა ვარსკვლავთა სიმრავლით. არც წლევანდელი ფესტივალი ყოფილა გამონაკლისი. წითელ ხალიჩაზე გაიარეს კლინტ ისტვუდმა და ანჯელინა ჯოლიმ, რომლებიც ჩამოვიდნენ ფილმის `შეცვლა" პრემიერაზე. ჯოლის გვერდს ბრედ პიტი უმშვენებდა. სტივენ სპილბერგი კანს `ინდიანა ჯონსის" ახალი ფილმით ესტუმრა, რომელიც მართალია, კონკურსში არ მონაწილეობდა, მაგრამ ყველაზე დიდი ოვაცა სწორედ მას ერგო. ფილმში მონაწილეობენ შეუცვლელი ჰარისონ ფორდი და ქეით ბლანშეტი, რომლებიც ასევე სტუმრობდნენ კანს. პუბლიკაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ასევე კონკურსგარეშე ვუდი ალენის ფილმმა `ვიკი კრისტინა ბარსელონა", რომლის წარსადგენადაც ალენი ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელთან პენელოპა კრუსთან ერთად ჩამოვიდა.
კროაზეტის სანაპიროს არც მოდელები და სპორტსმენები დაჰკლებია. ემირ კუსტურიცამ დიეგო მარადონაზე გადაიღო ბიოგრაფიული ფილმი. ლეგენდარულ ფეხბურთელს კანი დიდი აღფრთოვანებით შეხვდა.
არ არის კანში აუცილებელი შეხვიდეთ პრესკონფერენციაზე, რათა ნახოთ ცნობილი მსახიობები, თუ გაგიმართლათ მათ შეიძლება სასტუმროდან გამოსვლისას ან თუნდაც ზღვის ნაპირას მოჰკრათ თვალი..
კატრინ დენევი, დასტინ ჰოფმანი, გვინეტ პელტროუ, ოდრი ტატუ, მილა იოვოვიჩი, შერონ სტოუნი, მადონა, ევა ლონგორია, ჯულიანა მური, ეს იმ ვარსკვლავების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც კანის ფესტივალს ყოველწლუურად ამშვენებენ და მის განუყოფელ ნაწილად იქცნენ.
ქეთი შუბაშვილი


ნანახია: 987 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz