ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2024-05-04, 5:38 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ივლისი » 24 » ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველას, რა კულტურა გვაქვს
ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველას, რა კულტურა გვაქვს
2:30 PM

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა `ერისიონმა~ ტრადიციული შიდა კონცერტზე, ამჯერად ჟურნალისტური კორპუსი მიიწვია და სრულიად ახალი პროგრამა წარმოადგინა, რომლის პრემიერაც უკვე შედგა 20 მაისს მოსკოვში, კრემლის საკონცერტო დარბაზში. კონცერტს სტუდენტური გაზეთების: `ახალგაზრდა იურისტისა” და `თსუ თაიმსის” წევრებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც წარმოდგენილი რეპერტუარით კმაყოფილება ვერ დაფარეს. ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას ანსამბლის ისტორია გააცნო `ერისიონის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს ხელმძრვანელმა თამარ მიქელაძემ. ჟურნალისტურ კორპუსს მიესალმა `ერისიონის” ხელმძღვანელი ბატონი ჯემალ ჭკუასელი. `ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველას, რა კულტურა გვაქვს”- მიმართა ჯემალ ჭკუასელმა მედიის წარმომადგენლებს და ქართული კულტურის პოპულარიზაციის კუთხით ჟურნალისტების განსაკუთრებულ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. საკონცერტო პროგრამა გაიხსნა ნომრით: `დავლური,” (სოლისტები: ნინო ვაშაკიძე, ლაშა მუჯირი) `ძველი თბილისის სურათები” (იაგო ტაბაღუა); ხალხურ ინსტრუმენტებზე შესრულდა ხალხური მელოდიები (სოლისტები: დავით მოდებაძე, ვასილ მირზაშვილი); `გურული ფერხული,” (ნინო ვაშაკიძე); `იმერული ნადური,” (შერმანდი ჭკუასელი); `ფარიკაობა,” (ნინო გულარაშვილი, ლაშა მუჯირი, ლაშა მაღრაძე); `ჩაკრულო,” (თემურ სინჯიკაშვილი, ილია გელაშვილი) `აჭარული,” (ნათია მგელაძე, ოთარ ბაღდავაძე); `ოდოია,” (ივანე ჩხაიძე); ქართული რითმები წარმოგვიდგნენ პატარა მედოლეებმა, შესრულდა: `ხორუმი,” `ქალთა ცეკვა,” `ზეიმი მთაში,” `მხედრული.” ამ კონცერტის მიმართ თამამად შეიძლებოდა გაგვემეორებინა ის შეფასებები, რაც `ერისიონის” შემოქმედების მიმართ, წლების მანძილზე, უცხოური პრესა წერს: `ეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ფოლკლორი, ეს უმაღლესი სრულყოფილებაა.” `იშვიათად თუ შეხვდებიტ ესოდენ მაღალი ხარისხის სპექტაკლს...” `კეთილშობილი და ამაყი ქართული სული არსად ისე კარგად არაა შენარჩუნებული, როგორც ამ ქვეყნის ლეგენდებში.”
გაზეთ `ახალგაზრდა იურისტი” ანსამბლ `ერისიონის” ერთ-ერთ წევრ ლაშა მუჯირს გაესაუბრა: იგი `ერისიონში” 15 წლის ასაკიდან ცეკვავს. მანამდე ცეკვა “ერისიონთან” არსებულ ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანასმბლ `მთაწმინდაში” შეისწავლა. ამჟამად, იგი ორ ყველაზე მნიშვნელოვან სოლოს ასრულებს - `ქართულსა” და `ფარიკაობაში.” კითხვაზე, თუ რა არის მისთვის `ერისიონი,” კითხვითვე მპასუხობს: `ყველაფერი თუ არა, აბა სხვა რა შეიძლება იყოს?” ლაშა, რომელიც `ქართულის” სოლოს 16 წლიდან ცეკვავს, ხოლო `ფარიკაობას” ბოლო ორი წელია ასრულებს. თავად ამბობს, რომ მისი მიზანია, ისეთი მოცეკვავე გახდეს, რომ იამაყონ.
- ლაშა, რომელია ის ცეკვა, რომელსაც ყველაზე დიდი სიამოვნებით ასრულებ?
- ყველაზე დიდი სამოვნებით `ქართულს” ვცეკვავ. ჩემი აზრით,Aამ ცეკვაში ყველაზე კარგად ჩანს ქართული სული. საერთოდ, ტრადიციულად, `დავლურს” და `ქართულს”, ძირითადად, თავადები და დარბაისელი ხალხი ცეკვავდა. ასევე, გადმოცემის თანახმად, `ქართულს”, ლხინის დროს, მეფეებიც ხშირად ასრულებდნენ. შესაბამისად, ამ ცეკვას საკმაოდ ძველი ისტორია აქვს და ყველაზე კარგად წარმოაჩენს ქართველი ვაჟისა და მანდილოსნის პორტრეტს. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და პატივია თითქმის ყოველთვიურად ამ ცეკვის შესრულება მაყურებლით გადაჭედილი დარბაზის წინაშე.
- `ერისიონს” კონცერტები ხშირად აქვს როგორც საქართველოში, ისევე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. რომელი ქვეყნის აუდიტორიას გამოარჩევდი? რომელია ყველაზე კრიტიკული და მოცეკვავეებისათვის ყველაზე სასურველი პუბლიკა?
- საერთოდ, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა წავიდეთ, ყველგად დიდ მოწონებასა და ოვაციებს ვიმსახურებთ. ყოველი ქვეყნის აუდიტორია აღფრთოვანებით გვხვდება და ემოციებს ვერ მალავს. თუმცა,Bბუნებრივია, რომ ქართველი მაყურებელი ყველაზე კრიტიკული შემფასებელია. მიუხედავად ამისა, ქართული აუდიტორია `ქართულის” ყველა მოცეკვავისათვის, ალბათ მაინც ყველაზე სასურველი და საყვარელია.
- რა არის შენთვის ქართული ცეკვა?
- ჩემთვისYყოველი ცეკვა არის შეუფასებელი სიმდიდრე. Mმოცეკვავემ, თავის მხრივ, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მაყურებელს კარგი შთაბეჭდილება დარჩეს და სრულად აღიქვას ის ქართული სული, რაც თითოეულ ცეკვაშია ჩადებული.Pპირადად მე, ყოველ ცეკვას, მთელი შემართებითა და მონდომებით ვცეკვავ და ვცდილობ, მაქსიმალულად ბევრი დადებითი მუხტი გადავიტანო აუდიტორიაზე.
- რას იტყვი ქართული ცეკვის ბუნებაზე?
- ყოველ ცეკვას აქვს თავისი შინაარსი და რაღაც ისტორიას გადმოგვცემს. მაგალითად, `ხორუმში” ერთდროულად წარმოდგენილია ომისა და ლხინის სურათი. `აჭარული” ერთ-ერთი ყველაზე მხიარულია და ამ ცეკვას ყველა მოცეკვავე გაღიმებული სახით ასრულებს. თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვი `მთიულურზე,” რომლის დროსაც მხიარული სახით ცეკვა, ცოტა არ იყოს, შეუფერებელია. `ფარიკაობის” შინაარსი კი იმაში მდგომარეობს, რომ მანდილოსნის გამო, ვაჟებს შორის ომი იწყება..
- როგორც `ერისიონის” სოლისტი, რა აზრის ხარ ტრადიციულ ქართულ ცეკვაში თანამედროვე ელემენტების შეტანაზე? რამდენად დადებითად იღებს ამას ქართველი მაყურებელი?
- ვთვლი, რომ ისევე როგორც ყველანაირ, მათ შორის, ქართულ ცეკვასაც აუცილებლად სჭირდება გათანამედროვება და გარკვეული ცვლილებების შეტანა. სხვაგვარად წარმოუდგენელიც კია. დამერწმუნებით, რომ მაყურებლისათვის მოსაწყენი იქნება წლების განმავლობაში ზუსტად ერთი და იგივე ცეკვების ყურება. ცეკვას უხდება შევსება და განახლება, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ ფარგლებში და გარკვეული დოზით. ჩვეულებრივმა მაყურებელმა ეს ცვლილებები ვერ უნდა შეამჩნიოს და თუ შეამჩნევს - ნოვაციის მიმართ მხოლოდ დადებითად უნდა განაწყოს. `ერისიონის” მიერ დადგმულ თითქმის ყველა ცეკვაში არის სიახლე. ვფიქრობ, რომ ამაში ცუდი არაფერია. პირიქით, ცვლილებები გარდაუვალია.
- თითქმის 10 წელია, რაც აკადემიურ ანსამბლში ცეკვავ. შენი აზრით, რა არის მთავარი იმისათვის, რომ წამატებული მოცეკვავე გახდე და საერთოდაც, რა ასაკიდან მიგაჩნია მიზანშეწონილად ქართული ცეკვის დაწყება?
- როგორც ბევრ სხვა პროფესიაში, ცეკვაშიც ყველაზე მთავარი შრომისმოყვარეობა და მონდომებაა. თუმცა, ფიზიკური მონაცემებიც დიდ როლს ასრულებს. მაგალითად, `ქართულს” ვერ იცეკვებს ცოტა დაბალი ტანის მოცეკვავე, როგორი მომზადებულიც არ უნდა იყოს იგი. თუ ყოველდღიურად რეპეტიციებზე ყველაფერს გააკეთებ და მაქსიმალურად დაიხარჯები, სასურველ შედეგს აუცილებლად მაიღწევ. რაც შეეხება კონკრეტულ ასაკს, ჩემი აზრით, სასურველია, ბავშვმა ცეკვა ცხრა-ათი წლის ასაკიდან დაიწყოს. მოზარდისათვის ეს ასაკი ყველაზე ოპტიმალურია. თუმცა, ეს არ არის წესი, რომლიდანაც გამონაკლისი არDდაიშვება. ჩვენს ანსამბლში რამდენიმე ბავშვი ოთხი წლის ასაკიდან დადის. შვიდი წლის ოთხი ვაჟი კი უკვე უშუალოდ კონცერტებში იღებს მონაწილეობას და მაყურებლის დიდ მოწონებას იმსახურებს.
- რომელია შენთვის ყველაზე რთულად შესასრულები ცეკვა?
- საერთოდ, ქართული სოლოს კარგად ცეკვა ძალიან ძნელია. მიუხედავად იმისა, რომ ილეთები მარტივია და ერთი შეხედვით, მასში რთული არაფერია, სინამდვილეში, ეს სულაც არ არის ასე.
- რას იტყვი უშუალოდ ანსამბლზე. რა არის შენთვის “ერისიონი”?
- პირველ რიგში, ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი გაზეთის ფურცლებიდან ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელ ბ-ნ ჯემალ ჭკუასელს და მთავარ ქორეოგრაფ ბ-ნ რეზო ჭოხონელიძეს. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მათ საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანეს ჩემს წარმატებაში. 15 წლის ასაკში ბავშვთა ანსამბლიდან აკადემიურში გადასვლა თითოეული მოცეკვავისთვის საეტაპო მოვლენაა. ჩემს შემთხვევაში, ეს მათი მხარდაჭერით მოხდა.Yყველანაირად ვეცდები, გავამართლო მათი იმედები. სწორედ ამიტომ, სცემაზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და თავს არ ვაძლევ იმის უფლებას, რომ ერთი მოძრაობა მაინც უყურადღებოდ შევასრულო. `ერისიონი,” ფაქტობრივად, ჩემი მეორე ოჯახია. ჩვენ ერთ გუნდად ვართ შეკრულნი და ერთ საქმეს ვემსახურებით. ეს საქმე კი ძალზე მნიშვნელოვანია - იმ ქართული კულტურისა და ფოლკლორის წარმოჩენა და პოპულარიზაცია, რითაც ყოველი ქართველი ამაყობს. ამ მისიის შესრულება ნამდვილად რთულია და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. `ერისიონი” ის ადგილია, სადაც სრულად ვეზიარე გასაოცარ ქართულ კულტურას. ქართული ცეკვა პირადად ჩემთვის ძალიან დიდი სიმდიდრეა.
- რატომ ხდება ისე, რომ `ერისიონი” საზღვარგარეთ ბევრად მეტ კონცერტს მართავს, ვიდრე საქართველოში?
- მინდა გითხრათ, რომ როგორც წესი, საქართველოში წელიწადში მხოლოდ ერთ კონცერტს ვმართავთ. ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში არაა ხელმისაწვდომი ის აპარატურა და ტექნიკური საშუალებები, თუნდაც სათანადო განათება, სპეციალური მიკროფონები, რაც აუცილებელია სრულყოფილი შოუს მოსაწყობად. საზღვარგარეთ კი ყველანაირი აპარატურით უზრუნველყოფილები ვართ და კონცერტები ბევრად შთამბეჭდავი გამოდის.
- რას იტყვი მოცეკვავის პროფესიის დადებით და უარყოფით მხარეებზე?
- როცა პროფესია გიყვარს, უარყოფით მხარეებს ყურადღებას აღარ აქცევ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით მოცეკვავის ხელფასით ცხოვრება ფაქტობრივად შეუძლებელია. `ერისიონის” უამრავმა მოცეკვავემ თავი დაანება ანსამბლში ცეკვას მხოლოს იმ მიზეზით, რომ შეუძლებელია ოჯახის რჩენა მიღებული გასამრჯელოს ხარჯზე. თან როდესაც დღეში 5 საათი რეპეტიციაზე უნდა დაჰყო, ძნელია, მეორე სამსახურის მოძებნაზე იფიქრო. კარგი იქნება, თუ ხელოვან ხალხს მეტი მხარდაჭერა ექნება სახელმწიფოსა და ბიზნეს-სექტორის მხრიდან.
წერილის დასასრულ, ვფიქრობ, ჩემი თაობა არამატო პატივს უნდა სცემდეს `ერისიონის” შემოქმედებას, არამედ აუცილებელია იცოდეს ანსამბლის წარსულიც და დღევანდელობაც. ამიტომაც მცირედი ისტორიული ექსკურსიც გადავწყვიტეთ. დღეს `ერისიონი” საქართველოს ხალხური სიმღერებისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლია, რომელიც 1895 წელს შეიქმნა, რომელიც არსებობას, აგერ უკვე მესამე საუკუნეა აგრძელებს და ამის გამო `ანსამბლ-მუზეუმსაც” კი უწოდებენ. სხვადასხვა დროს `ერისიონში” მოღვაწეობდნენ ქართული კულტურის ყველა დროის ყველაზ ეგამოჩენილი ადამიანები, ჩვენი ერის საამაყო მამულიშვილები: ლადო აღნიაშვილი (ანსამბლის შექმნის ინიციატორი) იოსებ ნავრატილი (პირველი ლოტბარი) პოლიტიკოსი ნოე ჟორდანია, ზაქარია და ივანე ფალიაშვილები, მელიტონ ბალანჩივაძე, ვანო სარაჯიშვილი, ია კარგარეთელი, შალვა მშველიძე, სანდრო და ლადო კავსაძეები, ჯანო ბაგრატიონი, ბუხუტი დარახველიძე, კირილე პაჭკორია, ვალერიან ცაგარეიშვილი, ნოოკ ხურცია, ვანო მჭედლიშვილი, ბიჭიკო გველესიანი, ჰამლეტ გონაშვილი, დავით ჯავრიშვილი, ავთანდილ თათრაძე, გივი კოჯორაშვილი და სხვა მრავალი. დღეს `ერისიონის” ახალი სიცოცხლე დაკავშირებულია თავისი ხელმძღვანელის ჯემალ ჭკუასელის სახელთან. ანსამბლმა მსოპლიო სახელი მოიხვეჭა და ქართული კულტურა ყველასათვის კიდევ ერთხელ განუმეორებელი გახადა. ბატონმა ჯემალმა ჩამოაყალიბა ფოლკლორული კონკურსი `ბანი,” რომელიც ჩვენს დღევანდელობაში ძალიან მნიშვნელოვანი იდეაა, როცა რეგიონების დონეზე ქართული ფოლკლორის მიმართ ყურადღება არ დუნდება. `ერისიონმა” 2002 წელს პარიზშივე გადაეცა `ოქროს დისკი,” რომლის პატივიც გამორჩეულ მსოფლიო სახეებს აქვთ ხოლმე. ამერიკელების მიერ კოსმოსში გაგზავნილი `ჩაკრულოც” `ერისიონის” შთაგონების შედეგს წარმოადგენს. ანსამბლის ყველაზე პოპულარულ კლიპს `შატილის ასულო” წარმოადგენს, რომელმაც საქართველოს შორს გაუთქვა სახელი.


ნანახია: 2354 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.6/5 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz