ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2024-05-04, 10:40 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ივლისი » 24 » “eti”- ჩვენთან ცოდნის მიღების საუკეთესო შესაძლებლობაა
“eti”- ჩვენთან ცოდნის მიღების საუკეთესო შესაძლებლობაა
2:32 PM



“Eტი”- ასე დაერქვა ლონდონელი ბატონის, ჯონ იდსის მიერ 1998 წელს დაარსებულ ბრიტანული საერთაშორისო სასწავლო ცენტრს, რომელიც საქართველოშიც ჩამოყალიბდა და უკვე არსებობის მე-10 წელს ითვლის. საქართველოში “Eტი”-ის დაარსებისას ინგლისური ენის შემსწავლელ ცენტრებს შორის, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ნდობა, ავტორიტეტი და მაღალპროფესიონალიზმი თავიდანვე მოიპოვა. სასწავლებელი საქართველოში ერთ-ერთ წამყვან უცხო ენის შემსწავლელ ცენტრად ჩამოყალიბდა და ამჟამად არსებულ კონკურენტულ გარემოშიც, კვლავ ლიდერის პოზიცია უჭირავს. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი ლია სადუნიშვილი გვეუბნება, ამჟამად ცენტრში შეასწავლიან ინგლისურ ენასა (როგორც სალაპარაკო ინგლისურს, ისე გრამატიკას) და კომპიუტერულ კურსებს. მსურველთა ასაკიც შეუზრუდავია: როგორც 7-8 წლის ბავშვები, ისე ახალგაზრდები და ზრდასრულები. განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევიან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები. აქ ინგლისურ ენას არამარტო თბილისში მყოფი ახალგაზრდები ეუფლებიან, არამედ რეგინებიდანაც. სასწავლო ცენტრს აქვს თავისი წარმოამდგენლობა საქართველოს კიდევ ერთ ქალაქში - ბათუმშიც. მსმენელთა მიღება ხდება სპეციალური ტესტირების შედეგად, რომლითაც ენის ცოდნის დონე დგინდება. სწავლების დროს, თვეში ერთხელ ან ორჯერ, ტარდება ტესტირება, რითაც მოწმდება შესწავლილი მასალის ცოდნა, რითაც დამატებითი მოტივაცია უჩნდება მსმენელს. სასწავლო პროგრამა მოიცავს: გრამატიკას, ლექსიკას, საკითხავ ლიტერატურას, აუდიო-სავარჯიშოებს. აქ პრობლემას არ წარმოადგენს სახელმძღვანელოების საკითხი. მას მსმენელებს ცენტრი აწვდის. სასწავლო ცენტრში, ინგლისური ენის სწავლება, სულ ექვსსაფეხურიანია. ყოველი დონის გავლა მსურველს 100 ლარად შეუძლია და თითოეულ ადამიანთან მოქმედებს სახელშეკრულებო პირობა. ის სამასამდე ადამიანი, რომელიც უცხო ენას ამჯამად ეუფლება სასწავლო ცენტრში, ძირითადად 8-10 კაციან ჯგუფებად არის ჩამოყალიბებული. აქ ინგლისურს შეასწავლიან, როგორც ადგილობრივი, ისე ბრიტანელი და ამერიკელი სპეციალისტები. მათ, რა თქმა უნდა, გავლილი აქვთ ტრენინგები, რაც სწავლების მაღალი დონის ერთ-ერთი გარანტია. აქ სამსაფეხურიანი სისტემის გავლის შემდეგ, გაიცემა სერთიფიკატი, რომელსაც საერთაშორისო ძალა აქვს. სასწავლო ცენტრს აქვს სკოლა ბრიტანეში, სადაც ადმინისტრაციის რეკომენდაციით, მსმენელებს სწვლის გაგრძელება შეუძლიათ. “Eტი” ასეთ მსურველებს თავად დაეხმარება საჭირო დოკუმენტების შეგროვებაში და ბრიტანეთში საცხოვრებელი ადგილის მოძებნაში. დღეს “Eტი” თავის უპირატესობად თვლის აქაური გარემოს მომსახურების მაღალ დონეს, სპეციალისტების გამოცდილებას და მსმენელთა ინტერესების მაქსიმალურ გათვალისწინებას. ახალი 2008-2009 სასწავლო წლის დასაწყისიდან ცენტრი კვლავ ახალი შემართებით მიიღებს მსურველებს და გააგრძელებს საქმიანობას.




ნანახია: 901 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz