ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2024-05-04, 9:22 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ივლისი » 24 » საერთაშორისო ახალგაზრდული ტრეინინგი ბაქოში
საერთაშორისო ახალგაზრდული ტრეინინგი ბაქოში
2:33 PM


ახალგაზრდული პროექტების განვითარება, დღესდღეობით, სულ უფრო აქტუალური ხდება. ინტერკულტურული პროექტების დღესდღეობით არსებულ ნუსხაში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ბაქოში ჩატარებული ინტერკულტურული ტრენინგი, რომელსაც აფინანსებს ევროპის ახალგაზრდული ფონდი, ევროპის საკონსულო და აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო. პროექტის სახელწოდებაა: ’’YOUთH BღIDGE თO EUღOPE VIA INთEღჩULთUღAL LEAღNING” და იგი საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს უკეთ ისწავლონ პროექტების წერა, მათი შინაარსობლივად დახვეწა და საკუთარი წვლილი შეიტანონ ახალგაზრდული პროექტების განვითარებაში. ასევე, შეეჩვიონ ევროსტანდარტების არაფორმალური სწავლების პრინციპებს და შეძლონ საკუთარი განათლებისა და გამოცდილების პრაქტიკულ სიტუაციებში გამოყენება. ტრეინინგი, ასევე მიზნად ისახავდა სხვადასხვა კულტურების გაცნობას, ახალი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას სხვადასხვა ქვეყნებს შორის. ტრეინინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მონაწილეობდა სულ 24 ახალგაზრდა. თანამშრომლობა მონაწილეებს შორის ნამდვილად შედგა და სამომავლოდ იგეგმება ანალოგიური ახალგაზრდული პროექტების განხორციელებაც, სადაც ყველა ახალგაზრდას მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა.
გაზეთი `ახალგაზრდა იურისტი,” პროექტის ორგანიზატორებთან შეთანხმებით, სტატიას ღონისძიების შესახებ ინგლისურ ენაზე შემოგთავაზებთ, ვინაიდან გაზეთს გაეცნობიან პროექტში მონაწილე ქვეყნის წარმომადგენლები.ც აღვნიშნავთ, რომ წერილის ავტორი, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, გაზეთ `ახალგაზრდა იურისტის” ყოფილი წევრი ნუკა გაგუა პროექტში საქართველოს წარმოადგენდა. გთავაზობთ სტატიას და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს კოლეგას.









ნანახია: 1054 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz