ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2024-05-04, 6:17 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ივლისი » 24 » უნივერსიტეტში სასკოლო კონფერენციაში გამარჯვებულები გამოავლინეს
უნივერსიტეტში სასკოლო კონფერენციაში გამარჯვებულები გამოავლინეს
2:35 PM





საქართველოში ზოგადი განათლება რეფორმირები პროცესს გადის, ხოლო ამ ცვლილებების მთავარი საფუძველი – მოსწავლე სამოქალაქო საზოგადოებაში ახალი სტატუსით იმკვიდრებს ადგილს. წარმატებული სკოლა, განათლებული თაობა და პროფესიონალიზმი განათლების სისტემის რეფორმირების სულისკვეთებას ყველაზე მეტად წარმოაჩენს. სწორედ ამ პროცესში მნიშვნელოვანი ხდება მოსწავლეების სამოქალაქო პოზიციების ამაღლება და ამ ასაკის წარმომადგენელთა შორის სამართლებრივი განათლების მიღება, რათა არასრულწლოვნების ასაკიდან შესაძლებელი გახდეს სამოქალაქო საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებების უკეთ აღქმა და გააზრება. სწორედ ამ მიზნით იყო განპირობებული სასკოლო კონფერენციის მომზადებაც, რომელიც თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტურმა გაზეთმა `ახალგაზრდა იურისტმა” შესთავაზა საზოგადოებას და პროექტს `სამართალი ჩვენს თაობაში” ეწოდა. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია გაზეთის მთავარმა რედაქტორმა 2006-2007 წლებში მარიკა არევაძემ, რომელმაც ამ კონფერენციაზე ის სკოლაც წარმოადგინა, სადაც ამჟამად მოღვაწეობს. პროექტი ორ ეტაპად გაიმართა და პირველი ტურის მასპინძელი თბილისის 116-ე საჯარო სკოლა გახლდათ. (დირექტორი დიმიტრი მეჭურჭლიშვილი) კონფერენციაში, სულ თბილისის ოთხმა საჯარო სკოლის IX-XI კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა და მათ სამართლებრივ დისციპლინებზე თემები წარმოადგიმეს. მნიშვნელოვანი იყო ის გარემოებაც, რომ მოსწავლეებს თემის დამუშავებაში ხელმძღვანელობა გაუწიეს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა, ხოლო კონფერენციის მიმდინარეობისას საუკეთესო ნაშრომები თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორებმა გამოავლინეს. კონფერენციის დასკვნითი ტურიც, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. მოსწავლეებს მიესალმნენ თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ბატონი შოთა მინდელი და თსუ-ის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი თეა გერგედავა. მათ ამ პროექტის დადებით მხარეებზე, უნივერსიტეტის შესახებ და სკოლის მოსწავლეების აუცილებელ შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
სასკოლო კონფერენციის მეორე, დასკვნითმა ტურმა თავისი გამარჯვებულები გამოავლინა. ჟიურის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, I ადილი ერგო 53-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს: სალომე დვალსა და მიხა მებაღიშვილს თემით: ,,გენდერული თანასწორობა” (ხელმძღვანელი ლევან მჭედელაძე). II ადგილმა ორი გამარჯვებული გამოავლინა: 116-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები: სოფო ბერიძე და ელენე დალაქიშვილი თემით: ,,საპარლამენტო საარჩევნო სისტემა საქართველოში” (ხელმძღვანელი მარიამ ასანიშვილი) და 53-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასელი თამარ ნამგლაძე თემით: ,,დისკრიმინაციის აკრძალვა რელიგიური ნიშნით.” (ხელმძღვანელი თამარ მამფორია). ჟიურის გადაწყვეტილებით, III ადგილზე სამი წარმატებული თემა დასახელდა და გამარჯვებულები მხოლოდ ერთი – 116-ე საჯარო სკოლიდან გახდნენ. აღსანისნავია ისიც, რომ სამივე თემა IX კლასის მოსწავლეებს ეკთვნოდათ. ესენი იყვნენ: თეონა კეკუთია და ნინო სამხარაძეთემით: ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება” (ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი); ანა ჩიქოვანი თემით: ,,დისკრიმინაციის აკრძალვა” (ხელმძღვანელი მარიკა არევაძე) და თაკო სიხარულიძე და ანა ანდრონიკაშვილითემით: ,,არასრულწლოვან დამნაშავეთა უფლებები პენიტენციალურ (სასჯელაღსრულებით) სისტემაში.” (ხელმძღვანელი თინათინ ქემაშვილი)
სკოლის მოსწავლეების გამოსვლით კმაყოფილება ეტყობოდა ჟიურის წევრებს, დამსწრე საზოგადოებას და მონაწილეებსაც. შეფასებისას თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა მერაბ ტურავამ ჩვენთან საუბარში განაცხადა: `მე მართლაც მომეწონა მოსწავლეების გამოსვლა. ჩვენ მოსწავლეებისგან არ ველოდებოდით ღრმად მეცნიერული ნაშრომების წარმოდგენას. ეს ასეც უნდა ყოფილიყო. მათ გამოიჩინეს პრობლემისადმი დაინტერესება და გამოაჩინეს თავიანთი პოზიცია ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. მოსწავლეების დონეზე, თემები კარგად იყო წარმოდგენილი. დარწმუნებული ვარ, რომ რამოდენიმე მათგანი გამოთქვამს სურვილს, რომ გახდნენ იურისტები, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები. მათ აქვთ იმის პოტენციალი, რომ ისწავლონ უნივერსიტეტში წარმატებულად, დაწერონ რეფერატები, გააკეთონ მოხსენებები და გახდნენ კარგი სამართლისმცოდნეები.”
კონფერენციის მონაწილეებმა ორგანიზატორებისაგან სამართლებრივი ლიტერატურა და სერთიფიკატები მიიღეს. დამსწრე საზოგადოებამ სურვილი გამოთქვა პროექტის ხელმეორედ განმეორების შესახებ.















ნანახია: 1185 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz