ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2024-05-04, 2:34 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ივლისი » 24 » მომავალზე `სიყვარულის ქალაქშიც” ზრუნავენ
მომავალზე `სიყვარულის ქალაქშიც” ზრუნავენ
2:37 PM
მსოფლიოში აღიარებულმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “იავნანა” 2004 წელს დაარსა და ის პირველივე დღიდან ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვების საიმედო თავშესაფარი გახდა. ფონდის ეგიდით, არაერთი აქცია-კონცერტი გაიმართა, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში, ისრაელსა და მადრიდში. პაატა ბურჭულაძეს საქველმოქმედო გალა-კონცერტში მონაწილეობის შესახებ მსოფლიოს საუკეთესო ვარსკვლავები პირველივე შეთავაზებისას თანხმდებიან. ყოველი ასეთი საღამოდან შემოსული თანხა მზრუნველობამოკლებულ პატარებს ხმარდებათ. კეთილი საქმის შედეგიც უკვე სახეზეა. ფონდის დახმარებით, ორასზე მეტი ბავშვი დაუბრუნდა დედას და ამდენივე გადაურჩა ბავშვთა სახლში დამკვიდრებას. 2004 წლიდან – დღემდე, საქველმოქმედო ფონდ `იავნანას,” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და აქციაში ჩაბმულ ორგანიზაციების თუ მოქალაქეების ძალისხმევით, მიუსაფრებში მყოფი 5200 ბავშვიდან 2000 დაუბრუნდა ოჯახს, სადაც სრულიად ობოლია 156. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის კი შეძენილ იქნა 24 ბინა. ასეთი კეთილი მიზნებისათვის, 2006 წელს, პაატა ბურჭულაძეს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გაეროს კეთილი ნების ელჩის წოდებაც კი მიანიჭა. რად ღირს თუნდაც ის ფაქტი აღსანისნავად, რომ პაატა ბურჭულაძე თავის სცენაზე მოღვაწეობის საიუბილეო 30-ე წლის აღნიშვნას და კონცერტზე შემოსულ თანხას, მთლიანად მიუსაფარ ბავშვთა სახლს გადაურიცხავს.
სულ ცოტა ხნის წინ, `საქართველოს ბანკის,“ (რომელიც ფონდთან აქტიურად თანამშრომლობს 2007 წლიდან) „იავნანასა“ და სიღნაღის ეროვნული მუზეუმის საერთო ინიციატივით, საქველმოქმედო აქციაში სიღნაღის მუზეუმის დამთვალიერებელიც ჩაერთო. ნებისმიერი ოდენობის თანხა, დაწყებული ერთი ლარიდან, სპეციალურად განკუთვნილ ყულაბაში ხვდება, რომელიც მუზეუმის შენობაში განთავსდა. აქვე უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ მუზეუმის დამთვალიერებელი `იავნანას” აქციის მხარდაჭერისას, სიმბოლირად ნარინჯისფერ სამაჯურს მიიღებს.
ასე, რომ `სიყვარულის ქალაქშიც” ზრუნავენ მომავლის გადარჩენაზე.






















ნანახია: 826 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz